https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქართველები უცხოეთში

11:02; 3.02.2019
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქართველები თავისებური წეს-ჩვეულებების მატარებელი ხალხი ვართ და უცხოეთში ყოფნისას, სხვადასხვა თავშესაქცევ ისტორიებშიც ხშირად ვვარდებით. გამონაკლისს არც მსახიობები წარმოადგენენ. ამ პროფესიის ხალხს საზღვარგარეთული თავგადასავლების შესახებ მრავალი გასახსენებელი გააჩნია.

 მომღერალი მერაბ სეფაშვილი იგონებდა:

“1979 წელს, სრულიად ახალგაზრდა ანსამბლ “რეროში” ჩამრიცხეს და მალე კონცერტებით, აფრიკულ სახელმწიფო უგანდას ვეწვიეთ. ერთ დღეს მასპინძლებმა სასეირნოდ დაგვპატიჟეს. მივედით ტყეში. ატყდა ტამტამების რაკარუკი. კაციჭამიები ცეკვავდნენ ნახევრადშიშვლები. ერთმა მათგანმა გვანიშნა, პიჯაკები გაიხადეთ და ისე იცეკვეთო. ვცეკვავთ, კარგია. მოვიხედე და სადღაა ჩვენი ავტობუსი?

დავრჩით მარტო. რა გვეცეკვებოდა. ვხედავთ, ერთი შავ დანას ლესავს. დამასხა სიმწრის ოფლმა. ერთი შავი გამოეყო სხვა შავებს, მოგვიახლოვდა და:

 – ია დუბადო, ბაო, ბაო – მეუბნება.

 – ერთი შენი ოხერი ბაბოც! – შევაგინე გაუბედავად.

 – ბაბო, ბაბო, – გაუხარდა აფრიკელსს და მხარზე მომითათუნა ხელი.

 – ხელი აიღე, ტო! – მაინც თბილისელი ვარ.

მოკლედ ჩაფსმამდე ცოტა გვაკლდა, როცა გაირკვა, რომ ის “კაციჭამიები” რუსული ანსამბლის ბიჭები ყოფილან გადაცმულები და მსგავსი ოინი ჩვენს გარდა ბევრისთვის გაუკეთებიათ. ჩვენ კი ჩვენი დაგვემართა, სამი დღე ხმის დაბრუნებას ვუცადე”

ისრაელთან ცუდი მოგონებები აკავშირებს, ანსამბლ “ივერიის” სოლისტს თემურ წიკლაურს. ამ ქვეყანაში ერთხელ ბატონი თემური პალესტინელ ჯაშუშად მიიჩნიეს და კინაღამ ციხეშიც უკრეს თავი.  უმჯობესი იქნება თუ ნუგზარ კვაშალს მოვუსმენთ:

 “თემო წიკლაური ძალიან დისციპლინიანი და მოწესრიგებული ადამიანია. ისრაელიდან ვბრუნდებოდით. აეროპორტში ვართ, ჩანთებს გვიმოწმებენ. თემური ჯენტლმენია და ყველა წინ გაგვატარა. გავიარეთ შემოწმება. გავიდა ხუთი წუთი, შემდეგ ათი, არ ჩანს წიკლაური არსად. ბევრი ვეძებეთ და ვერსად აღმოვაჩინეთ. მოგვიანებით გაირკვა, რომ აეროპორტის იქაური უშიშროების თანამშრომლებს გაუქაჩავთ, რატომ, ბატონო და წვერმოშვებული და შლიაპიანი თემურა წიკლაური პალესტინელი ჯაშუშისთვის მიუმსგავსებიათ, თუმცა მერე ბოდიშიც მოუხადეს და გამოუშვეს. რას გაამტყუნებ ისრაელელ წესრიგის დამცველებს, როდესაც რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში ჩვენი თემურა ერთხელ მილიციელებს ფიდელ კასტრო ეგონათ?”

მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი რამდენიმე წელია რაც გერმანიაში ცხოვრობს და მუშაობს. იქაურ პუნქტუალურობასთან შეგუება თავდაპირველად ცოტა არ იყოს გაუჭირდა. ერთ დილას ბატონი რეზო საკუთარი ველოსიპედით სუფთა ჰაერზე სეირნობდა. უცებ ერთმა ადგილობრივმა ახალბედა მძღოლმა თავისი “ფოლკსვაგენის” წინა ფრთა მისი ველოსიპედის უკანა ბორბალს დააჯახა. ჩხიკვიშვილი ველოსიპედიანად გადაბრუნდა, მანქანა კი ხეს შეასკდა. ამის შემდეგ მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა:

“აკანკალებული გერმანელი მანქანიდან გადმოვიდა, ამაყენა და მომასულიერა. მე გული მისკდება, ახლა მიჩივლებს და ორ დღეში დამატოვებინებენ ქვეყანას-მეთქი. პირიქით კი მოხდა, წამომაყენა და თან დამტვრეულ-დამსხვრეული რუსულით მებოდიშება. შემკეცა თავის დამტვრეულ მანქანაში, ჩემი ველოსიპედი საბარგულში ჩადო და გამაქანა უახლოეს საავადმყოფოში. რამდენიმე საათის შემდეგ კი საღსალამათი მიმიყვანა ჩემს ცოლ-შვილთან.

მეორე დღეს ოდნავ დაკოჭლებული მივედი თეატრში, კიბეებზე სპეცტანსაცმელში გამოწყობილი კაცი მხვდება და ჩემს სურათს მაჩვენებს, რეზო თქვენ ხართო? დამცეცხლა თავში, დავიღუპე-მეთქი და თავი დავუქნიე. ეს თქვენო, გადმომცა, სულ ახალთახალი უმაღლესი კლასის ველოსიპედი და წავიდა. ასე მაჩუქა უცნობმა გერმანელმა ველოსიპედი. წესიერი ხალხია, ძმაო. ის ველოსიპედი ახლაც სახლში მაქვს”.

 წინა საუკუნის 80-იან წლებში გერმანიაში გახლდათ ბატონი კახი კავსაძე. ერთ-ერთი ბანკეტის შემდეგ მასთან გასაუბრება ერთმა იქაურმა ჟურნალისტმა მოინდომა. ამ “საუბარს” საბჭოთა “კაგებეს” წარმომადგენელიც ესწრებოდა, რადგან ბატონ კახის სსრკ-ზე ცუდი რამ არ წამოცდენოდა. კახი კავსაძე ამ დიალოგს მისთვის ჩვეული იუმორით იხსენებდა:

“- ჯამაგირი რამდენი გაქვსო? – მეკითხება. ( 200 მანეთი მქონდა )

 – 450 მეთქი, – გავიჯგიმე.

 – ასე ცოტა? – გადამასხა ცივი წყალი.

 – კინოში მიღებენ, ჩემო ბატონო, 5000 მანეთს მიხდიან-მეთქი. ( 2000 ძლივს მიხდიდნენ )

 – ეგაა სულო? – კვლავ გაიკვირვა ჟურნალისტმა.

 – კიდევ, კიდევ, “სადადგმოს” მაძლევენ 200 მანეთს, ჩემო ბატონო-მეთქი. ( 200 კი არა, 40 მანეთს ძლივს იმეტებდნენ )

 – სულ ესაა და ამით ცხოვრობ ამ სიმაღლე კაციო? – ამხედ-დამხედა.

 – კიდევ, ავხედე ჭერს, – კიდევ, მეტი არაფერი, ბატონო, ესაა სულ რაც გითხარით-მეთქი. ჩემი ბედი რა ვთქვი, მეტი ხეირიანი ტყუილი რომ არ მომაგონდა.

 – ვაი, შენს პატრონს, – მითხრა კორესპონდენტმა და გამეცალა. “კაგებეშნიკი” კმაყოფილი მითათუნებს მხარზე ხელს, “მალადეც კახი, მალადეც პარენო”.

 ის კი მაქებს, მაგრამ მე ამიჩუყდა გული ჩემს უსუსურობაზე. მერე ასეთი რამ წარმოვიდგინე: “ვითომ, მე ვარ საბჭოთა ჟურნალისტი და ველაპარაკები ვიღაც ნიკარაგუელ მსახიობს:

 – რას გიხდიან?

 – ერთ თეფშს ბრინჯს მაძლევენ ერთ კინოფილმში.

– მეტი არაფერი? – გამიკვირდება მე.

 – ცოტა წვენსაც მაძლევენ ფილმის ბოლოს, ნახევარ ჭიქას, – უკანკალებს ხმა ნიკარაგუელ მსახიობს.

 – ეგაა სულ? – არ ვეშვები მე.

 – კიდევ ნახევარ ქათამს და 100 გრამ ხორცს, მომეშვი ერთი! – ტირის საწყალი.

  წარმოვიდგინე ეს და შევადარე ჩემი მდგომარეობა. მაშინვე დავმშვიდდი. შედარებითია ყველაფერი”.

სადაურსა სად წაიყვანო და ქართველი ჟურნალისტი მამუკა არეშიძე შორეულ კამბოჯაში ერთ თანამემამულეს გადააწყდა.

 “1990 წელს გადაცემა “საღამო მშვიდობისა” რომ დაიხურა, “ოსტანკინოს” კორესპონდენტი გავხდი და კამბოჯაში მომიწია წასვლა. სამი ძალა ომობდა ერთმანეთში – მონარქისტები, წითელი კხმერები და სამთავრობო ჯარი. მე სამთავრობო ჯარს დავყვებოდი. ერთხელაც შუა ჯუნგლებში ვართ, გახურებული ომი მიდის. ახალი ნაწილი მოიყვანეს. დაბალი ოფიცერი  მოჰყვათ. კამერა ავიღე, მძაფრ ეპიზოდებს ვიღებ და შევნიშნე რომ ჩემი ოპერატორი იმ ოფიცერს რაღაცას ელაპარაკება. მივუშვირე კამერა, უცებ ოფიცერმა ჩემკენ გამოიხედა და ძარღვიანი ქართულით მეკითხება:

 – შენ რა გქვია, ჩემი ძმა?

 კამერა ლამის ხელიდან გამივარდა, მოსასულიერებელი გავხდი.

 – ქართველი ხარ? – ძლივს ამოვიღე ხმა.

 – კი, თბილისელი. ქვეყანაში დარჩენა აღარ მინდოდა. თუ სროლაა, ისევ სჯობია კამბოჯელს ვესროლო, ვიდრე ქართველს.”

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

კულტურა

“გურიას” ქართული პრემიერა BIAFF 2026-ის გახსნის დღეს გაიმართება

11:18; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

ჯორჯ კლუნი: “პირველები, ვისაც ავტორიტარული რეჟიმები აჩუმებენ, ჟურნალისტები არიან”

10:09; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ეს ფილმი დიდი სიყვარულით არის გაკეთებული” _ ლევან კოღუაშვილი

19:45; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ოსკარზე“ საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი

15:48; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება შედგა

17:50; 11 აგვისტო, 2026

სერგო, ნატო და დები იშხნელები

ოდნავ ნამუსი რომ გქონდეთ, მაგ ენას კბილს ისე უნდა აჭერდეთ, სისხლი მოგდიოდეთ _ ცაგურია უგულავას

ყველა სიახლე

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო