ცოტა ხნის წინ, ხანძარი იყო, ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზინში ვიტალი დავითაძის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, თუმცა, დავითაძეების სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ნიგვზიანში მერის წარმომადგენლის, ირაკლი გუჯაბიძის, თქმით, ხანძარის შედეგად დავითაძეების კუთვნილი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზად, წინასწარი ინფორმაციით, ელექტროგაყვანილება სახელდება.





































































