ბოლო 20 წლის განმავლობაში ადამიანები სხვადასხვა კორონავირუსული ინფექციის გავრცელების წინაშე აღმოჩნდნენ, როგორიცაა SARS, MERS და COVID-19.
CNN-ის ინფორმაციით, მეცნიერები ამბობენ, რომ კორონავირუსი ადამიანებში პირველად 20 000 წლის წინ გავრცელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლევარებმა იპოვნეს მტკიცებულება, რომ კორონავირუსის ეპიდემია აღმოსავლეთ აზიაში დაახლოებით 20 000 წლის წინ დაიწყო.
ავსტრიელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა კვლევის დროს შეისწავლეს 2500-ზე მეტი ადამიანის გენომი 26 სხვადასხვა პოპულაციიდან. დააფიქსირეს ადამიანის გენომის ადრეული ურთიერთქმედება კორონავირუსებთან, რამაც დატოვა გენეტიკური კვალი აღმოსავლეთ აზიის თანამედროვე ხალხის დნმ-ში.
მათ მიერ შესწავლილი გენომები შეიცავს ევოლუციურ ინფორმაციას, რომელიც ასიათასობით წელს ითვლის, ამბობს კვლევის მთავარი ავტორი იასინ სუილმი.
გენომებში, მკვლევარებმა აღმოაჩინეს გენეტიკური სიგნალები, რომლებიც დაკავშირებულია კორონავირუსთან ხუთ სხვადასხვა პოპულაციაში ჩინეთში, იაპონიასა და ვიეტნამში. სუილმიმ დასძინა, რომ ეპიდემია შეიძლება ამ ქვეყნებს მიღმაც გავრცელებულიყო, მაგრამ მონაცემები სხვა რეგიონებში არ არის ხელმისაწვდომი.
სოულიმის თქმით, ამ პოპულაციიდან მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დაზარალებულმა ჯგუფმა განიცადა სასარგებლო მუტაცია, რაც მათ კორონავირუსისგან დაცვაში დაეხმარა.
კვლევაში ნათქვამია, რომ კორონავირუსის ჭირი სხვადასხვა რეგიონში წარმოიშვა და გავრცელდა აღმოსავლეთ აზიაში, როგორც ეპიდემია.
ამასთან, მეცნიერებმა არ იციან როგორ ცხოვრობდნენ ძველი ხალხი ეპიდემიის პერიოდში, ნაწილობრივ იმიტომ, რომ არ იყო გასაგები, ეს იყო სეზონური გრიპი, თუ Covid-19-ის პანდემიის მსგავსი, რომელიც აინფიცირებს ხალხს და ვრცელდება.