შუა ამაღლებაში სოფლის კრება გაიმართა.
მოსახლეობამ მერთან წარადგინა ის პრობლემები, რაც აწუხებთ და რის გადაჭრასაც წელს ელოდებიან.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას განცხადებით, წელს სოფლის დახმარების პროექტით შუა ამაღლებისთვის გამოყოფილი 16 000 ლარია.
სოფელში არაერთი პრობლემა დგას. არ არის წყალი, გზა, სანიაღვრე არხები.
“გურია ნიუსი” მალე ვრცლად შემოგთავაზებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას ითხოვს მოსახლეობა და საბოლოოდ, რა გახდა პრიორიტეტი.

































































