ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში აღდგომა დღეს ტრადიციული “ლელობურთი გაიმართა.
პარალელურად ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის ჯგუფ „ურსას“ კონცერტი.
როგორც “ბათუმელები” იუწყება, “ურსას” კონცერტში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 ათასი ლარი დახარჯა.
ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებამ „ურსას“ კონცერტისთვის 25 ათასი ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვაზე თანხმობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან 2025 წლის 14 აპრილს მიიღო
.კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება თანხას ინდივიდუალურ მეწარმე მანანა ნასიძეს გადაუხდის, რომელმაც 20 აპრილს ჯგუფი „ურსა“-ს სოლო კონცერტის ჩატარება უნდა უზრუნველყოს. კონკრეტულად რა თანხა აიღო ჯგუფმა, უცნობია.
ვრცლად: ბათუმელები