ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლის, ლუკა ჩხიკვიშვილის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ლუკამ ფეხბურთის თამაშის დროს ხელი მოიტეხა და ოპერაცია მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში უნდა გაეკეთებინათ. ლუკა ოპერაციის დაწყებამდე, ანესთეზიის შეყვანისთანავე გარდაიცვალა. ბიჭს გული გაუჩერდა.
































































