კოჭა უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. დაგეხმარებათ გაციებისას, აჩქარებს მეტაბოლიზმს და, რაც მთავარია დაიკლებთ წონაში.
გრეიფრუტი შეიცავს ნაკლებ შაქარს, მაგრამ დიდი რაოდენობით სასარგებლო კომპონენტს. შეიძლება ითქვას, ეს ყველაზე სასარგებლო და ერთადერთი ხილია, რომელიც გახდომაში რელურად გეხმარებათ.
საკვებში ნიახურის გამოყენებით, ბევრი კალორია იწვის. ის არეგულირებს სტრესს, ტონუსში მოჰყავხართ, შეიცავს სასარგებლო ვიტამინებს.
ორაგულში მთავარი შემცველი გახლავთ D ვიტამინი, ომეგა-3 და იოდი. გასახდომად უნდა გაითვალისწინოთ ერთი ნიუანსი. ამ შემთხვევაში შემწვარი ორაგული ვერ დაგეხმარებათ, თუმცა ორთქლზე მომზადებული ძალიან ეფექტურია.
თეთრი ბრინჯისგან განსხვავებით, ყავისფერ ბრინჯში თითქმის არ არის სახამებელი, თუმცა მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით. სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს.
ვაშლი შესანიშნავად წმენდს ნაწლავებს, არეგულირებს მეტაბოლიზმს, შეიცავს ანტიოქსიდანტებს. უმჯობესია მიირთვათ დღის პირველ ნახევარში.
მწარე სანელებლები, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინგრედიენტია, რომელიც გახდომაში დაგეხმარებათ, თუმცა პოპულარული დიეტების ჩამონათვალში იშვიათად თუ შეხვდებით, რადგან საზიანოა ღვიძლისთვის. მწარე სანელებლებს იშვიათად თუ გამოიყენებთ – გავსებთ ენერგიით, წვავს ცხიმებს და ამცირებს ინსულინის მაჩვენებელს.