შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის განმავლობაში გურიაში სიცოცხლე სუიციდით სხვადასხვა ასაკის 18-მა ადამიანმა დაასრულა. გარდაცვლილებს შორის 12 წლის ბავშვია.
რაც შეეხება სუიციდის მცდელობას, გურიის რეგიონში სუიციდის მცდელობის 9 შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციისთვის, სუიციდი — საკუთარი სიცოცხლის ხელყოფაა. თვითმკვლელობა შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი მიზეზით, მათ შორის ყველაზე ხშირია დეპრესია, სირცხვილი, დანაშაულის განცდა, გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილი, ემოციური გადატვირთვა, აღელვება, ფინანსური პრობლემები და ა. შ.