https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რატომ გახანგრძლივდა საწარმოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადა

12:39; 10.04.2025
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

2022 წლის პირველ იანვრამდე რეგისტრირებული საწარმოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადა 2026 წლის პირველ აპრილამდე გაგრძელდა.

“მეწარმეთა შესახებ” კანონში 18 მარტს შესული ცვლილების თანახმად, რომელსაც ხელს “ოცნების” ხმოსნების არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აწერს, ვკითხულობთ:

“მუხლი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.08.2021, სარეგისტრაციო კოდი: 240000000.05.001.020373) 254-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული საწარმო, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, ვალდებულია 2026 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს საწარმოს ან/და ფილიალის სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამ მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საწარმოს ბოლო, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული წესდებით საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით. თუ 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული საწარმოს რეგისტრირებული წესდებით შესაბამის საკითხზე საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრულია ზოგადი წესით დადგენილზე მეტი ხმათა რაოდენობა, საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისას შესაბამის საკითხზე დამფუძნებელთა გადაწყვეტილება მიიღება აღნიშნული წესდებით განსაზღვრული ხმათა რაოდენობით. ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია, თუ საწარმოს რეგისტრირებული წესდებით გათვალისწინებული შესაბამისი საკითხის შინაარსი უცვლელადაა ასახული საწარმოს ახალ სადამფუძნებლო შეთანხმებაში და არ ეწინააღმდეგება კანონს.“;

ბ) 13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო 2027 წლის 1 იანვრიდან იღებს გადაწყვეტილებას ამ ვალდებულების დამრღვევი მეწარმის რეგისტრაციის ხარვეზიანობის შესახებ და ხარვეზის აღმოსაფხვრელად მას 3-თვიან ვადას უდგენს. შესაბამისი ინფორმაცია ქვეყნდება ამ მუხლის 12 პუნქტით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე”.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში ხელახალი რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული შემდეგი სუბიექტებისთვის:

  • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის;
  • სააქციო საზოგადოებისთვის;
  • სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის;
  • კომანდიტური საზოგადოებისთვის;
  • კოოპერატივისთვის;
  • უცხოური საწარმოს ფილიალისთვის.

2026 წლის 1 აპრილამდე მეწარმე სუბიექტები ვალდებულნი არიან სარეგისტრაციო მონაცემები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს შეუსაბამონ, წინააღმდეგ შემთხვევაში საწარმოს შეუჩერდება რეგისტრაცია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამონაწერი აღარ გაიცემა.

ამას გარდა, სავალდებულო რეგისტრაციის არგავლის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტს უფლებამოსილება შეეზღუდება: ქონების განკარგვის, საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობის, საბანკო ანგარიშის მართვის, ახალი ანგარიშის გახსნის, ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვის, კრედიტის აღების შემთხვევებში.

“გურია ნიუსს” საჯარო რეესტრში განუმარტეს, რომ „მეწარმე სუბიექტები ვერ ასწრებდნენ ვადაში კანონთან შესაბამისობაში დოკუმენტაციის მოყვანას, რამაც რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივე გამოიწვია. ამ შემთხვევაში კი 2022 წლის პირველი იანვრის შემდეგ რეგისტრირებულ სუბიექტებს არ ეხებათ ხელახალი რეგისტრაცია და არც მათ, ვინც უკვე გაიარა“.

რას გულისხმობს მეწარმეთა შესახებ კანონში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები _ საკითხის შესახებ ვრცლად “გურია ნიუსი” უფლებათა საერთაშორისო ცენტრის იურისტებს, უტა კუპრეიშვილს და სალომე ქანთარიას ესაუბრა.

უტა კუპრეიშვილის თქმით, ახალი კანონი სამეწარმეო საქმიანობის გამახორციელებელ პირთა დაფუძნების, რეგისტრაციის საკითხებსა და პროცედურებს მოაწესრიგებს. ამას გარდა, მეწარმეთა შესახებ ახალ კანონში გაჩნდა ისეთი ტერმინი, როგორიცაა სადამფუძნებლო შეთანხმება, რომელიც აწესრიგებს საწარმოს საქმიანობასთან ან/და პარტნიორების ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხებს:

“სამეწარმეო საზოგადოების დაფუძვნებისთვის აუცილებელია საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმების წარდგენა მარეგისტრირებელ ორგანოში.

კანონი ადგენს იმ მინიმალურ მონაცემებს, რომელიც სადამფუძნებლო შეთანხმებაში უნდა აისახოს წესდების გარდა.

ცვლილებები გახორციელდა წესდების ნაწილშიც _ ,,სტანდარტული წესდება“ წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც არ შეიცავს შესაცვლელ ელემენტებს. სტანდარტულ წესდებებს სამეწარმეო საზოგადოების სამართლებრივი ფორმების მიხედვით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომ _ მინისტრი). მინისტრის მიერ სტანდარტულ წესდებაში ცვლილების განხორციელება ან მისი გაუქმება არ გამოიწვევს იმ სამეწარმეო საზოგადოების წესდებაში ცვლილების შეტანის საჭიროებას, რომელსაც რეგისტრაციის მიზნებისთვის გამოყენებული ჰქონდა იმ მომენტისთვის მოქმედი სტანდარტული წესდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტანდარტულ წესდებაში ცვლილების განხორციელების ან მისი გაუქმების მიზეზია კანონის შესაბამისი ცვლილება, რომელიც ავალდებულებს სამეწარმეო საზოგადოებას, უზრუნველყოს წესდების კანონის იმპერატიულ მოთხოვნასთან შესაბამისობა”, _ ამბობს უტა კუპრეიშვილი.

სალომე ქანთარიას თქმით კი, ახალი კანონით, ასევე, ისაზღვრება ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობა:

“განისაზღვრა ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე კერძოდ, ხელმძღვანელი პირი თავისუფლდება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან, თუ მან სამეწარმეო გადაწყვეტილება მიიღო საკმარისი და სანდო ინფორმაციის საფუძველზე, სამეწარმეო საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, დამოუკიდებლად და ინტერესთა კონფლიქტის ან სხვების ზეგავლენის გარეშე. საგულისხმოა, რომ ამავდროულად ეს გათავისუფლება არ ვრცელდება, თუ იგი მოქმედებდა კანონით ან წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებების საწინააღმდეგოდ.

ახალი კანონით დაკონკრეტდა ხელმძღვანელი პირის მიერ კონკურენციის აკრძალვის წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის სახეები. ხელმძღვანელ პირს არ აქვს უფლება, სამეწარმეო საზოგადოების თანხმობის გარეშე განახორციელოს იგივე საქმიანობა, რომელსაც ახორციელებს სამეწარმეო საზოგადოება, ან იყოს იმავე სფეროში მოქმედი სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირი. ხელმძღვანელ პირთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებით აღნიშნული ვალდებულება შეიძლება ძალაში დარჩეს მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგაც, მაგრამ არაუმეტეს 3 წლის ვადით. კონკურენციის აკრძალვის წესის დარღვევის შემთხვევაში სამეწარმეო საზოგადოებას შეუძლია დამრღვევს სამეწარმეო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციასთან ერთად შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდაც მოსთხოვოს. ალტერნატიულად, კომპენსაციის ნაცვლად საწარმომ შეიძლება მოსთხოვოს საკუთარი ან მესამე პირის სახელით დადებული გარიგებიდან მიღებული სარგებლის სამეწარმეო საზოგადოებისთვის გადაცემა ან სარგებლის მიღების უფლების დათმობა. აღნიშნულის მოთხოვნის უფლება საზოგადოებას არ აქვს იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელის დამნიშვნელისთვის ცნობილი იყო ხელმძღვანელის პარალელური საქმიანობის შესახებ”, _ ამბობს სალომე ქანთარია.

უფლებათა საერთაშორისო ცენტრის იურისტები განგვიმარტავენ, რომ კიდევ ერთ სიახლეს სასამსახურო ხელშეკრულების მუხლი წარმოადგენს:

“სიახლეს ასევე წარმოადგენს, სასამსახურო ხელშეკრულების მუხლი. ხელმძღვანელი პირის/სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას/სააქციო საზოგადოებას/კოოპერატივს და ხელმძღვანელ პირს/სამეთვალყურეო საბჭოს წევრს შორის იდება სასამსახურო ხელშეკრულება, სადაც გაიწერება ხელმძღვანელი პირის უფლება-მოვალეობები, ანაზღაურების წესი და სხვა. ეს ხელშეკრულება არ წარმოადგენს შრომით ხელშეკრულებას და მასზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ნორმები.

საქმიანი წერილი და ვებგვერდი კიდევ ერთი სავალდებულოდ შესასრულებელი საკანონმდებლო ცვლილებაა.

ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა სამეწარმეო საზოგადოებამ საქმიან წერილზე საფირმო სახელწოდებასთან ერთად უნდა მიუთითოს დამატება „ლიკვიდაციის პროცესში“. იგივე წესი ვრცელდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მყოფ პირზე. ეს პირი ვალდებულია მიუთითოს აგრეთვე „გადახდისუუნარობის პროცესში“ ან მიუთითოს გადახდისუუნარობის კონკრეტული რეჟიმის თაობაზე _ „რეაბილიტაციის რეჟიმში“ ან „გაკოტრების რეჟიმში“. უცხო ქვეყნის სამეწარმეო საზოგადოების ფილიალის ყველა საქმიან წერილზე უნდა მიეთითოს აგრეთვე ფილიალის მარეგისტრირებელი ორგანო და რეგისტრაციის ნომერი.

ერთ-ერთი სიახლეა ასევე მარეგისტრირებელი ორგანოს შეტყობინებასთან დაკავშირებით მარეგისტრირებელი ორგანოს შეტყობინება ჩაბარებულად მიიჩნევა მეწარმის მიერ გაცნობისთანავე, იურიდიულ მისამართზე ჩაბარების მომენტიდან ან ელექტრონულ მისამართზე განთავსებიდან მე-15 დღეს, თუ არ დასტურდება ელექტრონულ მისამართზე განთავსებული შეტყობინების ადრესატის მიერ უფრო ადრე გაცნობა. ლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

ახალი კანონით, ასევე დარეგულირებულია სამეწარმეო საზოგადოების არსებობის შეწყვეტის პროცესი, რომელიც სამი კომპონენტისაგან შედგება:

  • საზოგადოების დაშლა

სიახლეს წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოების დაშლა სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარტნიორის განცხადების/სარჩელის საფუძველზე. ამისთვის საჭიროა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობა, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთვევაში უნდა შეფასდეს. მნიშვნელოვან საფუძვლად მიიჩნევა თუ ერთ-ერთმა პარტნიორმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დაარღვია კანონით ან წესდებით მისთვის დაკისრებული არსებითი მოვალეობა, ან თუ პარტნიორი მოვალეობას ვეღარ ასრულებს და შეუძლებელი ხდება სამეწარმეო საზოგადოების მიზნის მიღწევა.

ამავე დროს, გასათვალისწინებელია სხვა პარტნიორების ინტერესიც საზოგადოების არსებობის გაგრძელების თაობაზე. პარტნიორთა გადაწყვეტილების საფუძველზე დაშლილმა სამეწარმეო საზოგადოებამ შეიძლება გააგრძელოს არსებობა, თუ ამას გადაწყვეტს საერთო კრება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით და სამეწარმეო საზოგადოების ქონების პარტნიორთა შორის განაწილება არ დაწყებულა.

  • საზოგადოების ლიკვიდაცია

კანონის მოთხოვნაა, რომ ლიკვიდატორებმა მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე ან თავიანთ ვებგვერდზე გამოაქვეყნონ განცხადება და დაუყოვნებლივ შეატყობინონ კრედიტორებს სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ და მოიწვიონ ისინი თავიანთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საზოგადოება თავის ქონებას ანაწილებს პარტნიორებზე წილების პროპორციულად.

  • რეგისტრაციის გაუქმება

ახალი კანონით გათვალისწინებულია შემთხვევა, როდესაც საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ გაირკვევა, რომ საზოგადოებას დარჩა გარკვეული ქონება ან საჭიროა დამატებითი სალიკვიდაციო მოქმედებების განხორციელება, ასეთ დროს სასამართლო ნიშნავს იგივე ან ახალ ლიკვიდატორს, რომ ეს პროცესი საბოლოოდ დასრულდეს.

კანონის სიახლეა ასევე, შეცილების უფლება, რომლის ზოგად ვადად 6 თვე განისაზღვრა, რომელიც აითვლება იმ მომენტიდან, როდესაც შეცილების უფლების მქონე პირმა გაიგო ან უნდა გაეგო შეცილების უფლების შესახებ. გადაწყვეტილების შეცილების შესახებ სარჩელი შეტანილი უნდა იქნეს იმ მომენტიდან 1 თვის ვადაში, როდესაც შეცილების უფლების მქონე პირმა გაიგო ან უნდა გაეგო ამ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, მაგრამ არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღების დღიდან 6 თვისა, ხოლო თუ საერთო კრება კანონის ან წესდების მოთხოვნათა უხეში დარღვევით იქნა მოწვეული ან ჩატარებული − გადაწყვეტილების მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 წლისა. გადაწყვეტილების ან ინფორმაციის დამალვის შემთხვევაში შეცილების ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როდესაც შეცილების უფლების მქონე პირისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ.

კანონი იმპერატიულად ადგენს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.

კანონმდებელმა, ასევე დააწესა ახალი შეზღუდვა დივიდენდის განაწილებაზე – დივიდენდის პარტნიორებზე განაწილება დაუშვებელია, თუ დიდია ალბათობა, რომ ამის შედეგად შპს მომდევნო კალენდარული წლის განმავლობაში ვერ შეძლებს ვადამოსული ვალდებულებების ჩვეულებრივი ან/და დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში შესრულებას. ასევე დაუშვებელია დივიდენდის პარტნიორებზე განაწილება, თუ ამის შედეგად შპს-ს აქტივები ვეღარ დაფარავს ვალდებულებებსა და განთავსებული კაპიტალის ოდენობას.

ასევე მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ კანონმა პირდაპირ დაუშვა საკუთარი წილის შეძენა შპს-ის მიერ, რომლის მისაღები შენატანი სრულად არის განხორციელებული.

დაუშვებელია შპს-ის მიერ საკუთარ კაპიტალში იმ წილის სრულად შეძენა, რომელიც იძლევა შეუზღუდავ ხმის უფლებას ან შპს-ის ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისას მისი ქონების მიღების უფლებას. თუკი შპს მაინც განახორციელებს ამ მოქმედებას საკუთარ კაპიტალში შეძენილი წილი უნდა გაიყიდოს ან გაუქმდეს იმ კალენდარული წლის დასრულებამდე, რომელშიც ის იქნა შეძენილი.

ახალი კანონი ასევე ადგენს პარტნიორის გასვლის/გარიცვვის წინაპირობებსა და პროცედურებს.

საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლა

ისევე როგორც წინა კოდექსში _ პარტნიორს შეუნარჩუნდა უფლება გავიდეს საზოგადოებიდან, თუმცა დაკონკრეტდა დამატებითი შემთხვევები როდესაც მას ასევე შეუძლია გავიდეს საზოგადოებიდან. კერძოდ, მას შეუძლია გავიდეს საზოგადოებიდან, თუ მის ინტერესებს ადგება მნიშვნელოვანი ზიანი სხვა პარტნიორების ან ხელმძღვანელის ქმედებების გამო ან არსებობს შემდეგი საფუძვლები:

ა) მნიშვნელოვნად შეიცვალა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანობის საგანი;

ბ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას დივიდენდი ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გაუნაწილებია, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას იძლეოდა;

გ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ მიიღო წილების რომელიმე კლასთან დაკავშირებული უფლების ცვლილებას შესახებ გადაწყვეტილება;

დ) სხვა პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება დამატებითი შენატანის განხორციელების ვალდებულების შესახებ, რომელიც მასზეც ვრცელდება.

შპს-დან გასვლის მსურველი პარტნიორის წილის ღირებულება უნდა დადგინდეს მხარეთა შეთანხმებით, შეუთანხმებლობის შემთხვევაში ინიშნება აუდიტორი.

საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა მნიშვნელოვანი საფუძველის არსებობის შემთხვევაში, პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ შპს-ს სარჩელის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით.

მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს, როდესაც პარტნიორის ქმედება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს შპს-ის ინტერესებს ან მისი პარტნიორად დარჩენა საზიანოა შპს-ის შემდგომი საქმიანობისთვის, თუ პარტნიორი შპს-მ წერილობით უშედეგოდ გააფრთხილა შპს-ის ინტერესების დამაზიანებელი ქმედების შეწყვეტისა და შესაძლო გარიცხვის შესახებ. საზოგადოების მოთხოვნის საფუძველზე შესაძლოა პარტნიორს შეუჩერდეს ხმის მიცემის უფლება ან სხვა არაქონებრივი უფლებები. პარტნიორი გარიცხულად მიიჩნევა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.

საზოგადოებიდან გასული ან გარიცხული პარტნიორის ქონებრივი უფლებები დაცულია საწარმოს ვალდებულებით, წილის სანაცვლოდ მას გადაუხადოს პარტნიორს სამართლიანი კომპენსაცია.

სიახლეს წარმოადგენს ტექნიკური საშუალების გამოყენებით საერთო კრებაში ხმის მიცემა. მიცემული ხმა მხოლოდ მაშინ იქნება გათვალისწინებული, თუ შესაძლებელია ხმის უფლების გამოყენების უფლებამოსილების მქონე პირისა და შესაბამისი წილების სარწმუნო იდენტიფიცირება. ნების ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოვლენისას აუცილებელია, იგი დადასტურდეს ნოტარიუსის მიერ ან ელექტრონული ხელმოწერით.

ახალი კანონი დეტალურად აწესრიგებს საწარმოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს როგორიცაა, რეორგანიზაციის სახეები, პროცედურები, კრედიტორთა დაკმაყოფილება, პარტნიორის მიერ წილის გამოსყიდვა და ა.შ.

ახალ კანონში გაჩნდა მნიშვნელოვანი გარიგების ცნება. მნიშვნელოვანი გარიგება არის გარიგება, ან ერთი მიზნისთვის განკუთვნილი რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული გარიგება, რომელიც/რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული სს-ის ქონების (სააქციო საზოგადოების აქტივების საბალანსო ღირებულების) 25%-ის ან მეტის შეძენასთან, გასხვისებასთან ან უფლებრივად დატვირთვასთან.

კანონით მოწესრიგებულია მნიშვნელოვანი გარიგების დადების წესი. კერძოდ, მონისტური სისტემის დროს საჭიროა არააღმასრულებელი ხელმძღვანელი პირის ან საერთო კრების თანხმობა, ხოლო დუალისტური მმართველობის პირობებში – სამეთვალყურეო საბჭოს ან საერთო კრების თანხმობა.

ახალი კანონის თანახმად, ხელმძღვანელი პირი, სს-ის მართვის სისტემის მიხედვით, ვალდებულია შეატყობინოს შესაბამის ორგანოს ყველა ისეთი დადებული ან დასადები გარიგების შესახებ, რომლის მიმართაც ის დაინტერესებული პირია, აგრეთვე მიუთითოს თავისი დაინტერესების ხასიათი. ნორმაში ასევე ჩამოთვლილია ხელმძღვანელი პირის დაინტერესებულ პირად მიჩნევის კრიტერიუმები.

ახალი კანონით, სიახლეა უცხო ქვეყნის ინდივიდუალური მეწარმის ფილიალის რეგისტრაციის შესაძლებლობაც. აღნიშნული პირდაპირ არ წერია კანონში, თუმცა აღინიშნება კანონის განმარტებით ბარათში, და გამომდინარეობს სავარაუდოდ იქიდან რომ კანონი უშვებს ნებისმიერი მეწარმის ფილიალის რეგისტრაციას საქართველოში, ხოლო მეწარმედ მიიჩნევა ფიზიკური პირიც, რომელსაც აქვს საწარმო.

 მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს უკვე რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება, რომლის ვადა თვდაპირველად განისაზღვრა კანონის ძალაში შესვლიდან 2 წლის ვადით, თუმცა შემდგომში შეტანილი ცვლილებების მიხედვით შესაბამისობაში მოყვანის ვადა 2026 წლის 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა.

იმ შემთხვევაში, თუ 2026 წლის 1-ელ აპრილამდე კანონთან შესაბამისობაში არ იქნება მონაცემები მოყვანილი მეწარმე სუბიექტებს შეუჩერდება რეგისტრაცია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამონაწერი აღარ გაიცემა”,_ ამბობენ უფლებათა საერთაშორისო ცენტრში და გვეუბნებიან, რომ ICFRP-ს მეწარმეთა (და არაკომერციულ იურიდიულ პირთა) ინტერესების დაცვის სამსახური მომართვის შემთხვევაში დაეხმარება მეწარმეებს სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის გადაწყვეტაში“.

ჩვენს კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ 2026 წელსაც მოხდეს ვადის გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და ეს როგორ აისახება იმ მეწარმეებზე, ვინც უკვე გაიარა რეგისტრაცია, უფლებათა საერთაშორისო ცენტრში გვპასუხობენ: „შეიძლება გახანგრძლივდეს, თუმცა, 4 წელი მაინც საკმარისია საწარმოების შესაბამისობაში მოსაყვანად. ვადის გახანგრძლივება არ ახდებს გავლენას იმ მეწარმეებზე, ვინც რეგისტრაცია გაიარა, ხოლო მათზე, ვისაც ჯერ არ გაუვლია რეგისტრაცია, ძველი რეგულაციები ვრცელდება, იქამდე სანამ არ დარეგისტრირდებიან”.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

"მეწარმეთა კანონი"სალომე ქანთარიაუტა კუპრეიშვილი
გაზიარება5Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ლაშა ნადარეიშვილი: “ასავალ-დასავალს” აფინანსებს წიწამური, სადაც ერთხელ უკვე გავარდა საბედისწერო ტყვია”

09:27; 9 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

“რაც პირველი მომხვდა ხელში, ის ვესროლე თავში იაგო ხვიჩიას”

08:19; 9 სექტემბერი, 2026

თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება

მოსახლეობის დაახლოებით 10%, 370 000 მოქალაქე, ე.წ. „შავ სიაშია“ -„საზოგადოება და ბანკები“

ყველა სიახლე

საზოგადოება

10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა – „პარვუს ჯგუფის“ მილოცვა კოლეგებს, დარგის სპეციალისტებსა და მომავალ ენერგეტიკოსებს

20:39; 10.09.2026
21-ს ქვევით

96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

20:24; 10.09.2026
საზოგადოება

3.5 მილიონი ლარი ორი საბავშვო ბაღისთვის _ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ახალი ტენდერი გამოცხადდა

19:53; 10.09.2026
საზოგადოება

სეს-მა აჭარაში, იმერეთსა და შიდა ქართლში დარღვევები და არალეგალური საწარმო გამოავლინა

17:57; 10.09.2026
პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10.09.2026
საზოგადოება

მელექედურის საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

განათლებიდან შესაძლებლობებამდე – რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი

14:20; 10.09.2026
ფინანსები

აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები

13:28; 10.09.2026
სამართალი

დღეს ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

12:56; 10.09.2026
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

11:40; 10.09.2026
საზოგადოება

საჭამიასერი _ სოფელი გზის, წყლისა და ახალი სკოლის მოლოდინში

10:35; 10.09.2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10.09.2026
საზოგადოება

სად შემცირდა და სად მოიმატა სოციალურად დაუცველთა რიცხვმა გურიაში

10:23; 10.09.2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო