https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როდის და რატომ ტირიან გულშემატკივრები

14:11; 24.11.2018
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ელდარ რიაზანოვის ცნობილი ფილმის „უფრთხილდით ავტომობილის“ მთავარი მოქმედი პირის იური დეტოჩკინის მსგავსად, თბილისის „ინტურისტის“ ყოფილი თანამშრომელი დათო ბარამიძეც ხშირად აცდენდა სამსახურს. თუ მოსკოველი დეტოჩკინი „შატალოზე“ მანქანებს იპარავდა, თბილისელი ბარამიძე სახელმ წიფოსთვის მოპარულ საათებს მშობლიური „დინამოს“ გულშემატკივრობას ახმარდა.

საბჭოთა „ინტურისტი“ დიდი ხანია მოგონებათა რანგში გადავიდა. ამჟამად უმუშევართა რიგებში მყოფ, 66 წლის თბილისელ „ტორსედორეს“ დათო ბარამიძეს თავისუფალი დრო საკმაოდ გააჩნია და საფეხბურთო შეხვედრებზე დასასწრებად „შატალოზე“ წასვლა აღარ უხდება.

ბატონ დათოს რამდენიმე დღის წინ სტუმრად ვეწვიე და რამდენიმე სახალისო ისტორიის გახსენება ვთხოვე. ყოფილი „ინტურისტელი“ არ დამზარდა და მის მიერ მოყოლილ ამბებს ქვემოთ შემოგთავაზებთ.

პირველი საერთაშორისო შეხვედრა

არ ვიცი, გაგონილი გაქვთ თუ არა ანდამანისა და ნიკობარის კუნძულების არქიპელაგი, რომელიც ბენგალიის უბეში მდებარეობს და ინდოეთის შემადგენლობაში შედის.

1983 წელს ტურისტულ ჯგუფთან ერთად ერთი კვირით ჩავფრინდით ამ კუნძულების დედაქალაქ პორტ-ბლეირში. მეორე დილას სასტუმროსთან სპორტული მოედანი აღმოვაჩინეთ. ჩვენი ჯგუფის წევრებმა და ორმა დასავლეთგერმანელმა ტურისტმა ფეხბურთის თამაში დავიწყეთ.

როდესაც შეხვედრა დასრულდა, ერთი კაცი მოგვიახლოვდა და გაგვეცნო, ადგილობრივ ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელი ვარო. ჩვენი ვინაობის გარკვევის შემდეგ თავის გუნდთან „ამხანაგური“ თამაში შემოგვთავაზა.

ჩვენც დავთანხმდით და 15 იანვარს, 35-გრადუსიან სიცხეში ისტორიული საერთაშორისო მატჩი გაიმართა. თამაშს ათასამდე მაყურებელი დაესწრო. გავიმარჯვეთ ანგარიშით – 11:3.

მასპინძელთა მწვრთნელს არ სჯეროდა, რომ მეტოქე პროფესიული გუნდი არ იყო და მხოლოდ და მხოლოდ მოგზაურობაში გაცნობილი ხალხისგან შედგებოდა. ინდოელებმა არ უღალატეს სტუმარ-მასპინძლობის წესს და აღმოსავლური ტკბილეულითა და ეგზოტიკური ხილით სავსე მაგიდასთან მიგვიპატიჟეს. ჩვენც კაცი ვაფრინეთ სასტუმროში და სუფრაზე რამდენიმე ბოთლი ჩვენებური შამპანურიც გაჩნდა.

სტატისტიკის მოყვარულებს ვთხოვ, თავიანთ დავთრებში შეიტანონ დღემდე უცნობი ერთი საერთაშორისო მატჩის შედეგი: ანდამანისა და ნიკობარის კუნძულების ნაკრები – თბილისელ ტურისტთა ჯგუფის ნაკრები – 3:11. პორტ-ბლეირი, 1983 წლის 15 იანვარი

„ბადრიჯანი მინდა, კაცო!“

რადგან სიტყვამ მოიტანა, ნება მომეცით ინდოეთთან დაკავშირებული კიდევ ერთი შემთხვევა მოგიყვეთ. წინა საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისია და საბჭოთა ტურისტული ჯგუფის შემადგენლობაში ქალაქ ბომბეიში ვიმყოფებოდი. ოფიციალურად თარჯიმანის მოვალეობა მეკისრებოდა, მაგრამ პრაქტიკულად ნებისმიერ საორგანიზაციო საკითხს ვაგვარებდი.

მასპინძლებთან წინასწარი შეთანხმების მიხედვით, სტუმრობის ერთი დღე ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციას უნდა დათმობოდა და ადგილობრივი სასტუმროს სამზარეულოში ჩვენი დელეგაციის წევრებს ქართული კერძები უნდა მოემზადებინათ.

მოგვამაგრეს ერთ-ერთი პიროვნება და კერძების მოსამზადებლად საყიდელი აუცილებელი პროდუქტების სიის კარნახი დავიწყე. მოულოდნელად აღმოვაჩინე რომ ინგლისურად ბადრიჯანის სახელწოდება თავიდან ამომივარდა. ამ ადამიანს ვერანაირად გავაგებინე ამ პროდუქტის დასახელება. ესპერანტოს ენაზე დაწყებული და მიმიკითა და ჟესტიკულაციით გაგრძელებული საუბარი დიდი ხნის განმავლობაში გაიწელა. ინდუსი ვერანაირად ვერ ხვდებოდა შორეული კავკასიიდან ჩამოსულ სტუმარს რა სურდა. ამასობაში დავინახე რომ ერთი მძიმეწონოსანი მზარეული მომიახლოვდა. ეს პიროვნება ხელში უზარმაზარ დანას ატრიალებდა და მრისხანე იერით მიყურებდა. სიმართლე გითხრათ შემეშინდა და ქართულად – „ბადრიჯანი მინდა, შე კაი კაცოო“ – დავიყვირე. უნდა გენახათ ჩემი გაოცება, როდესაც ინდოელს თვალები სიხარულით გაუფართოვდა და „ბადრიჯანი თუ გინდოდა, ვერ მითხარიო“ – მიპასუხა. რასაკვირველია კონფლიქტი ამით ამოიწურა. მერე გამახსენდა, რომ „ბადრიჯანი“ არაბული სიტყვაა, ის კაცი კი თურმე ადგილობრივი მუსულმანი ყოფილა და არაბულიც ჩინებულად სცოდნია. ასე გადავურჩი ადგილობრივი მზარეულის დიდ დანას.

ორი მეგობარი – დათო და მარიო

საზღვარგარეთ ყოფნა ხშირად მიწევდა, მაგრამ ჩემი უმთავრესი გატაცება მაინც ფეხბურთია და მომდევნო მოგონებები ე.წ. „სპორტული ხასიათის“ მექნება.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, „ინტურისტის“ სისტემაში ვმუშაობდი და ჩემი ძირითადი სამუშაო ადგილი სასტუმრო „ივერიის“ მეექვსე სართულზე მდებარეობდა.

1982 წლის 23 ნოემბერი იდგა. მეორე დღეს თბილისში მოსკოვის „სპარტაკი“ ესპანურ „ვალენსიას“ უნდა დაპირისპირებოდა. ამ გუნდში იმხანად 1978 წლის მსოფლიო პირველობის საუკეთესო მოთამაშე მარიო კემპესი თამაშობდა. ესპანელები „ივერიაში“ დაბინავდნენ და საორგანიზაციო საქმეების მოგვარების შემდეგ საკუთარ სამუშაო ოთახს დავუბრუნდი.

დაახლოებით საღამოს ათი საათი იქნებოდა, როდესაც ჩემი ოთახის კარი გაიღო და საკუთარ თვალებს არ დავუჯერე. ჩემ წინ თვით მარიო კემპესი იდგა და დანჯღრეული ინგლისურით მინერალურ წყალს მთხოვდა. იმ პერიოდში „ივერიაში“ სართულებზე განლაგებული ბუფეტები გაუქმებული გახლდათ და არგენტინელსაც რამდენიმე სართული უშედეგოდ შემოევლო.

რასაკვირველია ამ ისტორიულ შემთხვევას ხელიდან ვერ გავუშვებდი. სახელგანთქმული ფეხბურთელი ოთახში შევიპატიჟე, შემდეგ მაცივრიდან ცივი „ბორჯომი“ მივართვი და დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში საფეხბურთო თემებზე ვესაუბრე. კემპესი მორიდებული, უბრალო და ზრდილობიანი პიროვნება აღმოჩნდა. ისიც გამიკვირდა რომ ვარსკვლავური ავადმყოფობისა არაფერი ეტყობოდა და საუბარში აქტიურად ამყვა.

მოგვიანებით ყავაზე დავპატიჟე და სასტუმროს ვესტიბიულში ჩავიყვანე. იქ მოსკოველი ფოტოკორესპონდენტი იური დოროხოვი შემხვდა. ჩემი თხოვნის შემდეგ იურიმ მე და მარიოს რამდენიმე სურათი გადაგვიღო. იქვე ვლადიმერ გუცაევიც ტრიალებდა. ვოვა მოგვიახლოვდა და ამის შემდეგ ის ისტორიული ფოტოსურათი გაჩნდა, სადაც დავით ბარამიძე ორ ლეგენდარულ ფეხბურთელთან ერთად არის გამოსახული.

ამის შემდეგ მარიო კემპესს გულთბილად დავემშვიდობე. უფრო მეტიც, არგენტინაში მიმიპატიჟა, მაგრამ სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ჩემი მოგზაურობა ვერ შედგა.

„წაგებული ნიძლავი“

1979 წლის შემოდგომაზე თბილისის „დინამო“ ევროპის ჩემპიონთა თასზე ასპარეზობდა. „ლივერპულთან“ წარმატებული თამაშის შემდეგ ჩვენი ბიჭები გერმანულ „ჰამბურგს“ დაუპირისპირდნენ. სტუმრად პირველი შეხვედრა ანგარიშით – 1:3 წავაგეთ და სრულიად საქართველო რევანშის მოლოდინში იმყოფებოდა.

თბილისური შეხვედრა შვიდი ნოემბრის ზეიმის მეორე დღეს გაიმართა. ვისარგებლებ შემთხვევით და ერთი საბჭოური „ტრადიციის“ შესახებ მოგახსენებთ. „ინტურისტის“ თანამშრომლებს ყოველთვის დავალებული გვქონდა რომ კაპიტალისტური ქვეყნების ტურისტები საზეიმო პარადებზე მიგვეყვანა. შესაბამისი ადგილიც კი იყო გამოყოფილი – სამხატვრო გალერეის კიბეები და მისი მიმდებარე ტერიტორია. გაგიკვირდებათ და უცხოელებისთვის დიდი ხვეწნა არ გვჭირდებოდა. პარადზე ყოველთვის განსაკუთრებული ხალისით მოდიოდნენ და ღონისძიების დასრულებამდე ფეხს არ იცვლიდნენ.

„ჰამბურგის“ თბილისში ყოფნის დღეებშიც, ამ კლუბის ორი ასეული გულშემატკივარი საშვიდნოემბრო პარადზე დასასწრებად წავიყვანეთ. სრულიად შემთხვევით ერთი ჰამბურგელი სპორტული ჟურნალისტი გავიცანი. სანამ დავშორდებოდით, მოვილაპარაკეთ და ერთმანეთს ნიძლავი დავუდეთ. „დინამოს“ მოგების შემთვევაში სტუმარს ექვსი ბოთლი შამპანური უნდა ეკისრა, საპირისპირო შედეგის დაფიქსირებისას – სასმელი მე უნდა შემეძინა. მოგახსენებთ, რომ იმ დროს საუკეთესო შამპანური ოთხი მანეთი და ორმოცდაათი კაპიკი ღირდა და ხარისხით ევროპულს თითქმის არ ჩამოუვარდებოდა.

დაიწყო მატჩი და სულ რაღაც ხუთ წუთში გუცაევმა ანგარიში გახსნა. შეხვედრა თბილისელების დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ შემდეგ სტადიონზე ერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ეს შემთხვევა ალბათ დღეს ბევრს არ ემახსოვრება. ტრიბუნაზე მყოფ ერთ გულშემატკივარს ნერვიულობისგან გული გაუსკდა და სანამ სარბენ ბილიკებზე სასწრაფო დახმარების მანქანები შემოვიდოდნენ და ამ ადამიანს წაიყვანდნენ, შეხვედრა დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში გაჩერებული იყო.

ამ იძულებითმა შესვენებამ ქართველ ფეხბურთელებზე უარყოფითად იმოქმედა, ბიჭებმა მობილიზება ვეღარ შეძლეს, იქით კიდევ კიგანიც ათამაშდა და საბოლოოდ შეხვედრა წავაგეთ.

იმავე საღამოს მელიქ-კაზარიანცის სახლის კუთხეში მდებარე მაღაზიაში ექვსი ბოთლი შამპანური ვიყიდე და სასტუმრო „ივერიას“ მივაშურე. მიუხედავად იმისა, რომ „ინტურისტის“ სისტემაში ვირიცხებოდი, არასამუშაო საათებში კაპიტალისტური ქვეყნების წარმომადგენლებთან კონტაქტი სასტიკად გვეკრძალებოდა. წაგებულს „ჩაბარება“ უნდოდა, გავრისკე და გერმანელ ჟურნალისტს ოთახში დავადექი. უნდა გენახათ მისი გაკვირვებული სახე, როდესაც ნომრის კარი გამიღო და ხელში ორი პარკით დამინახა. რასაკვირველია შინ შემიპატიჟა. იქ  რამდენიმე მისი კოლეგაც დამხვდა. მალე პატარა სუფრა გაიშალა, სტუმრებმა თავიანთი სასმელებიც გამოაჩინეს და ქართულ-გერმანული ქეიფი დილამდე გავაგრძელეთ. საბედნიეროდ ჩემი „უცხოელებთან სტუმრობა“ სასტუმროს ადმინისტრაციას შეუმჩნეველი დარჩა და მეორე დღეს სამსახურეობრივ გაფრთხილებას გადავურჩი.

როდის და რატომ ტირიან გულშემატკივრები

 სტადიონზე ერთხელ მიტირია და ეს 1969 წლის 16 ივლისს, „ქარიშხალას“, ამჟამად მიხეილ მესხის სტადიონზე მოხდა. იმ დღეს თბილისის „დინამო“ ამხანაგურ მატჩში ურუგვაის „ნაციონალს“ დაუპირისპირდა. სტადიონზე მიმავალმა გულშემატკივრების საუბარს მოვკარი ყური, რომ ამ თამაშში მიხეილ მესხს დიდი ფეხბურთიდან გააცილებდნენ. სიმართლე გითხრათ ამ ინფორმაციას არ დავუჯერე, რადგან იმ ხანად მიშა შესანიშნავ სპორტულ ფორმაში იმყოფებოდა.

წინა საუკუნის 60-იანი წლების მეორე ნახევარში მოთამაშე გარკვეულ შევიწროებას განიცდიდა. ჯერ იყო და საბჭოთა კავშირის ნაკრებს აღარ აკარებდნენ, მოგვიანებით კი „დინამოს“ შემადგენლობაშიც სულ უფრო იშვიათად ჩნდებოდა. ქართველ გულშემატკივრებში დადიოდა ხმები, რომ მესხს საქართველოს სპორტკომიტეტის იმდროინდელი პირველი პირი გიორგი სიხარულიძე ავიწროებდა.

ვისარგებლებ შემთხვევით და ერთ გულისტკივილს მოგახსენებთ. იმ დროს მიშა სრულიად საქართველოს კერპი გახლდათ და ფეხბურთის უფროს თაყვანისმცემლებს თავი რომ დავანებოთ, ყველა მოზარდი ეზოებში გამართული შეხვედრების დროს მაისურზე ცარცით ნომერ თერთმეტს იწერდა. მწყდება გული რომ დღეს ბავშვების მაისურებზე მესხის, ყიფიანისა და სხვა ჩვენი ფეხბურთელების სახელები, მესისა და კრიშტიანო რონალდოს ნომრებმა და გვარებმა შეცვალა. სამწუხაროდ მესხი საყვარელ თამაშს ნაადრევად გამოემშვიდობა და ამაში „განსაკუთრებული წვლილი“ იმდროინდელ პარტიულ და საფეხბურთო მაღალჩინოსნებს მიუძღვით.

მაგრამ დავუბრუნდეთ ზაფხულის იმ ცხელ თბილისურ საღამოს. მატჩის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ, სტადიონის დიქტორმა გვამცნო რომ დიდი მიშა მესხი ფეხბურთს ემშვიდობებოდა. ამის გაგონებაზე ჯერ გავოგნდი, შემდეგ კი თვალებიდან ცხარე ცრემლი წამომივიდა. ვტიროდი არა მარტო მე, ტიროდა მთელი სტადიონი.

ურუგვაელებმა და თბილისელმა მოთამაშეებმა მიშა ხელში აიტაცეს და სტადიონზე საპატიო წრე შემოატარეს. შემდეგ სარბენ ბილიკებზე ბატონი გიორგი სიხარულიძე გამოჩნდა და მესხს ყვავილების დიდი თაიგული გადასცა. უცებ სტადიონმა იხუვლა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ენით აუწერელი სტვენა გაისმოდა.

მომდევნო წელს მესხმა თბილისის „ლოკომოტივში“ რამდენიმე თამაში ჩაატარა, შემდეგ კი დიდ ფეხბურთს თავი საბოლოოდ დაანება. 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10 სექტემბერი, 2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლაშა ტალახაძე დიდ სპორტს დაუბრუნდა – ცნობილია, სად იასპარეზებს ქართველი ძალოსანი

10:24; 6 სექტემბერი, 2026
სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი მოიგო

00:45; 1 სექტემბერი, 2026
სპორტი

ოქროს მედალი და მე-6 ადგილი: ლევან ძიმცეიშვილმა და გიორგი კეკელიძემ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს

21:34; 23 აგვისტო, 2026

ყველაზე ეჭვიანი ზოდიაქოს ნიშნები

შემთხვევა სასტუმროში

ყველა სიახლე

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო