სამგზავრო მიკროვატობუსი მანქანას დაეჯახა – ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, წერეთლის გამზირზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევის ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელში გვერჩი “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.

































































