„გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის დეპუტატმა ტატა ბარამიძემ დატოვა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ტატა ბარამიძემ წასვლის თაობაზე განცხადება დაწერა.
ტატა ბარამიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, პაატა კუნჭულიას კადრი იყო და ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე იყო.




































































