წაბლის ნაყოფის ნაყენი აცხრობს თავის ტკივილს, ამცირებს წნევას, შეშუპებას, ხელს უშლის თრომბების გაჩენას და ვენების გაგანიერებასაც შველის.
რეცეპტი:
აიღეთ 6 ცალი საშვალო ზომის წაბლი, გაფრცქვენით, კარგად დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ მინის ჭურჭელში და დაასხით 0, 5 ლ არაყი ან 70%-იანი სპირტი.
თავი მჭიდროდ დაახურეთ და 2 კვირით დადეთ სიბნელეში.
შემდეგ გაფილტრეთ 1/3 ჭიქა წყალში ჩააწვეთეთ 10-20 წვეთი და მიიღეთ ჭამამდე 20 წუთით ადრე.
ამავე ნაყენით დაიზილეთ გაგანიერებული ვენები.