ჩოხატაურში მცხოვრებმა 30 წლის კოტე ჯიქიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ახლობლების თქმით, უცნობია, რატომ გაიმეტა თავი ბიჭმა.
_ არაფერი ვიცით, რა მოხდა. რატომ გაიმეტა თავი. განადგურებული ვართ, _ გვითხრეს გარდაცვლილის ახლობლებმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.