ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთოს თავმჯდომარე ელისა ვალტონენი საქართველოში საოკუპაციო ხაზს სტუმრობდა.
“როგორც ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, როგორც ეს გათვალისწინებულია ჰელსინკის პრინციპებში.
ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და დაუბრუნდეს კონფლიქტამდელ პოზიციებს”,_ წერს ვალტონენი სოციალურ ქსელში.



































































