გუშინ, ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართა. უკვე ტრადიციად იქცა, რომ „ნაბეღლავის“ თასი არის დაწესებული.
გამარჯვებულები: I გარბენი – „ნაბეღლავის თასი“
დისტანცია: 1,600 მ
მონაწილეობის უფლება:
ნახევრად წმინდა და მაღალსისხლიანი ჯიშის ცხენები.
I ადგილი – გიორგი ცინცაძე; II ადგილი – ლიზი ხოფერია; III ადგილი – ბადრი ირემაძე
II გარბენი – „გურიის თასი“ – დისტანცია: 2,400 მ
მონაწილეობის უფლება: ადგილობრივი და ნაწილობრივ გაუმჯობესებული ჯიშის ცხენები.
I – ადგილი – ნიკა ფერაძე; II ადგილი – მუხამედ აჩიევი; III ადგილი – საბა ხურცია.
III გარბენი – „გმირების თასი“ – დისტანცია: 2,400 მ. მონაწილეობის უფლება: შერეული სისხლის ჯიშის ცხენები.
I ადგილი – საბა ხურცია, II ადგილი – გიორგი ცინცაძე, III ადგილი – გოგიტა კოწოწაშვილი
IV გარბენი – „ბახმაროს თასი“ (მარულა) – დისტანცია: 4,800 მ; მონაწილეობის უფლება: ნებისმიერი ჯიშის ცხენები, გარდა წმინდა სისხლის ინგლისური ჯიშისა.
I ადგილი – გოგიტა კოწოწაშვილი; II ადგილი – ნიკა ფერაძე; III ადგილი – გიორგი ცინცაძე.
ფოტო საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს გვერდიდან































































