https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“დაპატიმრებული მეცნიერების” ანუ “ტრაქტორების საქმე” _ ახალი დეტალები და ბუნდოვანი არითმეტიკა

14:08; 11.08.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ე.წ “ტრაქტორების საქმეში”, (ახლა მას უკვე “დაპატიმრებული მეცნიერების საქმედ” მოიხსენიებენ) ჩადებული მტკიცებულებები, რომლითაც პროკურატურა ბრალს ადასტურებს, რამდენიმე მოწმის ჩვენებას ეყრდნობა, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა კომპანია “ჯი-თი” გრუპის გენერალური  დირექტორი, ლევან გოგსაძე გახლავთ.

“ჯი-თი გრუპი” 2007 წლიდან NEW HOLLAND-ის ოფიციალური დილერია საქართველოში და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაყიდვის ბიზნესში უკვე შვიდი წელია, აქტიურადაა ჩართული.  ტენდერი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაცხადა, მათი ყურადღების ცენტრში მაშინვე მოექცა.  ტენდერის შედეგებიც სწორედ მათ გააპროტესტეს.

“გურია ნიუსის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას სახელწოდებით “ტრაქტორების საქმე” _ გიგი უგულავას “კომპანიონები” ქართველი მეცნიერების წინააღმდეგ” ლევან გოგსაძის სატელეფონო ზარი მოყვა, რომელმაც განაცხადა, რომ მზად იყო საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად.

ინტერვიუს ჩაწერა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ვინაიდან ე.წ “ტრაქტორების საქმე” საკმაოდ მოცულობითია და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ქვეშ მოექცა,   თემების მიხედვით და ამ საქმეში ჩართული კონკრეტული პირების კომენტარებით  ინტერვიუს რამდენიმე ნაწილად შემოგთავაზებთ. მითუმეტეს, რომ ლევან გოგსაძის მხრიდან კონკრეტული და საკმაოდ სერიოზული ბრალდებები გაისმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის გიორგი ჩხეიძის მისამართით, რომლის კომენტარის მოპოვებაც მისი ქალაქში არყოფნის გამო ვერ მოვახერხეთ.

“დაცვის მხარე ძირითადად იმითაა დაკავებული, რომ ჩვენს კომპანიაზე კომპრომატები იპოვონ. ხან რას გვაბრალებენ, ხან – რას. რატომ აკეთებენ ამას, ჩემთვის გასაგებია. მე მაქვს ჩემი ვერსია. რამდენჯერმე გაჟღერდა, რომ ვიყავით მონოპოლისტები, ოლიგარქები, ყოფილი ხელისუფლების კონკრეტულ პირებსაც ასახელებენ, თითქოს ისინი გვმფარველობენ და მონოპოლიზირებული გვქონდა ეს ბაზარი. თურმე, საქმის მთელი არსი იმაშია, რომ, როცა  ახალი გუნდი მივიდა სამინისტროში და  “სამართლიანი და წესიერი” შესყიდვა ჩაატარეს, ჩვენ როგორც მონოპოლისტებმა, ეს ვერ ავიტანეთ, ავტეხეთ ერთი ამბავი და დავავალეთ შსს-ს და პროკურატურას, არიქა, ჩქარა დაიჭირეთ ეს ხალხი და აღძარით საქმეო!” _ აცხადებს “ჯი-თი” გრუპის გენერალური დირექტორი ლევან გოგსაძე “გურია ნიუსთან”

_ ბატონო ლევან, პროკურატურა ბრალდებაში მოყვანილ ფაქტებს თქვენი ჩვენებებით ამყარებს და მათი მოწმეების ჩამონათვალშიც ხართ.

_ გამოძიების დაწყების რეალური მიზეზი ის არის, რომ ძალიან ტენდენციურად, გაუმჭვირვალედ ჩატარდა ეს ყველაფერი. ფაქტი იყო, ლობირებდნენ ვიღაცების ინტერესებს გარკვეული ადამიანები. მე 30 მარტს დამიბარეს შსს-ს ანტიკორუფციული დეპარტამენტში დაკითხვაზე. საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა, თუ რამე საქმე აღძრული იყო. როდესაც დაკითხვაზე გამომიძახეს ძალიან მკაფიოდ მახსოვს, რომ მაშინვე დავურეკე ბატონ ბესიკ თეთვაძეს, ის  მაშინ შპს “მექანიზატორის” დირექტორის მოადგილე იყო.

მან მითხრა, სისხლის სამართლის საქმეა აღძრულიო. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მე როდესაც ჩვენების მისაცემად  დამიბარეს, საქმე უკვე აღძრული იყო და მიმდინარეობდა ძიება. ამოღებული ჰქონდათ მთელი დოკუმენტაცია, როგორც  მითხრა თეთვაძემ, მთელი კომპიუტერებიც წაიღეს რამდენიმე დღის წინო.

შემდეგ კიდევ რამდენჯერმე დამიბარეს და მივეცი ჩვენება,  მაგრამ ძიება  ჩვენი განცხადების საფუძველზე არ დაწყებულა. ასეთი განცხადება არ არსებობს ბუნებაში და ეს საქმეში ვერ იქნება.  ჩვენ არანაირი განცხადება არ შეგვიტანია არც შსს და არც პროკურატურაში.

_ ტენდერის შედეგებზე ყველაზე მეტი პრეტენზია სწორედ თქვენ გქონდათ და ჩვენებაც რამდენჯერმე მიეცით.

_ ჩვენ, ბუნებრივია, ჩართულები ვიყავით  შესყიდვის პროცესში. მოთხოვნაში მითითებული იყო 110-120 ცხენის ძალიანი ტრაქტორები. ჩვენ, რა თქმა უნდა, პირველივე დღიდანვე ჩავერთეთ ამ პროცესში. ჩვენი პარტნიორები ჩამოვიდნენ უცხოეთიდან და სანამ კომისია შეიქმნებოდა, შეხვედრები გვქონდა სამინისტროში, მინისტრის მოადგილეებთან. შემდეგ, როდესაც კომისია შეიქმნა, გვქონდა შეხვედრები ამ კომისიასთან. შევთავაზეთ ჩვენი წინადადებები, გამოვხატეთ მზადყოფნა მონაწილეობის მისაღებად, თუმცა შესყიდვის პროცესი წარიმართა ძალიან ტენდენციურად და   მიკერძოებულად.

_ რაში გამოიხატებოდა ტენდენციურობა?

_ მოხდა ძალიან ცუდი რამ. როგორც მოგახსენეთ, გამოაცხადეს რომ უნდოდათ 110-120 ცხენის ძალიან ტრაქტორები. ჩვენ წარვადგინეთ წინადადება და სავარაუდო ფასიც მივეცით წინასწარ.  ეს იყო დაახლოებით 26 000-28 000 ევროს ფარგლებში. ამის შემდეგ, უკვე დეკემბრის ბოლოს, კომისია შექმნილი იყო და სპეციფიკაციებიც დაიწერა. დაგვიბარეს შეხვედრაზე  ყველა და წარმოგვიდგინეს სპეციფიკაციები, სადაც ცხენის ძალები აწეული იყო. ამოვარდნილი იყო  ტდ 5- 110 რომელიც ჩვენ გვქონდა შეთავაზებული. როდესაც დავხედეთ, თვალნათლივ ჩანდა, რომ ეს მოთხოვნა პირდაპირ მორგებული იყო კონკრეტულ ტრაქტორებსა და ტექნიკაზე, რაც ჩვენ იქვე გავაპროტესტეთ. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ხარვეზი არსებობდა  შესყიდვაში. საერთოდ არ იყო ცნობილი რა წესით, რა პირობებში ტარდებოდა  შესყიდვა. რა პრიორიტეტები არსებობდა. რას მიენიჭებოდა უპირატესობა შერჩევის მომენტში.

ელემენტარულად, კონტრაქტის დრაფტიც კი არ არსებობდა. გამარჯვებულ კომპანიას რა პირობებით მოუწევდა კონტრაქტის გაფორმება და მიწოდება, აბსოლუტურად არაფერი იყო ცნობილი. ეს ამბავი იქვე გავაპროტესტეთ და შევადგინეთ წერილი.  შემდეგ, ვთხოვეთ ჩვენს კონკურენტ კომპანიებს, ვინც მანამდე მოქმედებდა საქართველოს ბაზარზე და გადაუგზავნეთ წერილის დრაფტი.  რამდენიმე კომპანია დაეთანხმა და ხელი მოაწერა. რამდენიმე არ დაეთანხმა, რომლებიც შემდეგ გამარჯვებულები აღმოჩნდნენ შესყიდვაში.

აქ არის საუბარი იმაზე, რომ ტენდერი ჩატარებულიყო სამართლიანად და ყველა მონაწილე ჩამდგარიყო თანაბარ პირობებში. 7 იანვარს დანიშნეს წინადადებების წარმოდგენის ვადა, შობა დღეს. აი ეს ვთხოვეთ,  შობა დღეს ცოტა უხერხულია  და მოდი გადავიტანოთ 8-ში თქო. მოითხოვეს, ელექტრონული ფოსტით გაგვეგზავნა ჩვენი წინადადებები, მაგრამ ჩვენ ვეჭვობდით, რომ  ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წინადადება შეიძლებოდა ჩვენს რომელიმე კონკურენტს ენახა და იმის მიხედვით დაედო შემდეგ თავისი ფასები. აი, ზუსტად ამას ვითხოვდით და კიდევ რამდენიმე თხოვნა იყო ამ წერილში, რომელიც გავგზავნეთ მინისტრის, კომისიის  და შპს მექანიზატორის სახელზე, მაგრამ   რეაგირება არავისგან მოჰყოლია.

_ ელოდებოდით, რომ ამ საქმეზე  ამდენ ადამიანს დააკავებდნენ?

_ არა მაგას არ ველოდებოდი ნამდვილად. მაგრამ, რაღაც რომ მოყვებოდა, ვიცოდი. ეს იყო შესყიდვა წესების გარეშე.

_ სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ახალი გუნდის მოსვლამდე, ტენდერები თითქმის არ  ტარდებოდა და პირდაპირი მიყიდვის წესით გვარდებოდა ყველაფერი…

_ კი ბატონო, პირდაპირი მიყიდვითაც ჩატარებულა. ტენდერებიც ჩატარებულა, ელექტრონული ტენდერებიც ჩატარებულა. სხვადასხვანაირი შესყიდვები ჩატარებულა.

_ ერთ-ერთ ლოტში ხომ თქვენც გაიმარჯვეთ და ტექნიკის გარკვეული ნაწილი, 969 600 ევროს ღირებულების, NEW HOLLAND-ისგანაც შეიძინეს?

_ ბოლო შესყიდვაზე ბრძანებთ? ერთ-ერთ ლოტში სადაც მოთხოვნილი იყო 98 ერთეული მუხლუხოიანი ტრაქტორი, იქ გაგვიფორმეს კონტრაქტი 24 ერთეულზე მხოლოდ. პრაქტიკულად, ჩვენ კონკურენტი არ გვყავდა ამ ლოტში და ამიტომაც მოხდა ასეთ რამ.

_ წინა ტენდერების დროს, 2011-2012 წლებში როგორ ხდებოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში, როცა თქვენ ძალიან ბევრ ლოტში იყავით გამარჯვებული?

_ ჩვენ 2007 წლიდან ჩავებით ამ ბიზნესში. პირველად, 2007 წლის ბოლოს დეკემბერში 80 ერთეული ტრაქტორი  და მისაბმელი ტექნიკა მივაწოდეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ესეც იყო პირდაპირი შესყიდვა.

_ რომელიც დაახლოებით 11 მილიონის ღირებულების იყო, არა?

_ არა. არა. მე არ მახსოვს რამდენის იყო. 11 მილიონის იყო 2012 წლის ტენდერი.  როგორც მახსოვს 5 მილიონის იყო  2007 წლის შესყიდვა.  ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი კომპანია, ვისაც მიენიჭა დაახლოებით მესამედი მთლიანი შესყიდვის. კიდევ ერთი კომპანია იყო “მსოფლიო ტექნიკა” და მესამე კომპანია იყო “ჰერმესი”.

_ იქნებ იმიტომ გაცხადებენ მონოპოლისტებად,  რომ სტატისტიკის მიხედვით ამ სახის ტენდერებში გამარჯვებულები სულ თქვენ იყავით, ეს შემთხვევითობა იყო?

_ ვერ დაგეთანხმებით. მე მოგიყვებით ჩვენი კომპანიის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის  სახელმწიფო შესყიდვების  ისტორიას  და შემდეგ ერთად განვსაზღვროთ, რამდენად ვართ  მონოპოლისტები.

… 2009 წელს სახელმწიფოს მიერ ჩატარდა მსხვილი შესყიდვა, როდესაც იაპონიის მთავრობამ საქართველოს მთავრობას გამოუყო დახმარება, ეს იყო დაახლოებით 8 მილიონი ევრო. ასეთ შემთხვევებში, როდესაც იაპონიის მთავრობა რომელიმე მთავრობას ეხმარება, როგორც წესი ის არ აძლევს ფულს ქვეყნებს და თვითონ  ჰყავს რამდენიმე საერთაშორისო კომპანია საუკუნოვანი და უფრო მეტი გამოცდილებით, რომელთა ბიზნესი არის შესყიდვები. გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც მონაწილეობის სურვილი იმ პერიოდისთვის გამოთქვა 40-ზე მეტმა კომპანიამ, მათ შორის მსოფლიოში ძალიან დიდი და სახელგანთქმული კომპანიები მონაწილეობენ.  პრაქტიკულად, ეს შესყიდვა დამთავრდა ისეთი შედეგით, რომ  90%,-ზე ცოტა მეტი მიიღო ჩვენმა კომპანიამ. გაიმარჯვა იმიტომ, რომ მას აღმოაჩნდა ყველა ის რესურსი, გამოცდილება, კვალიფიკაცია და.ა.შ, რომელიც მოთხოვნილი ჰქონდა “ქრაუ მეიჯედს”. ეს იყო ყველაზე დიდი შესყიდვა, სადაც ყველაზე დიდი პორცია მიიღო ჩვენმა კომპანიამ. შემდეგი მსხვილი შესყიდვა ჩატარდა 2012 წელს და  ჩვენმა კომპანიამ მიიღო დაახლოებით 11 მილიონი ევროს შეკვეთა. ჩვენი პორცია ამ შესყიდვებში  25% არ აღემატებოდა.

2013 წელს, ანუ ახლა, აღმოჩნდა, რომ მივიღეთ  7%.

_ ეს რაც შეეხება სოფლის მეურნეობის ტექნიკას. თუმცა, წინა ხელისუფლების დროს, თქვენ გაცილებით მაღალი ღირებულების და სერიოზულ პროექტებს განდობდათ მერია  გასაკეთებლად და ასეთი იყო არაერთი…

_ რომელ პროექტებზეა საუბარი?

_ თუნდაც, ყვითელი სამარშრუტო ტაქსების, 2400 ცალი ტაქსი სწორედ თქვენ შემოიყვანეთ, 70 მილიონიან შესყიდვაზეა საუბარი…

_  რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, გახსოვთ ალბათ, მერიამ გამოაცხადა სამარშრუტო ხაზების ტენდერი. 4 ლოტად გამოაცხადა 20 წლით ხაზების მფლობელობაზე. იქ მონაწილეობდა რამდენიმე კომპანია. იყო მოთხოვნა, რომ  კომპანიას უნდა შემოეყვანა ახალი სამარშრუტო ტაქსები. ეს კომპანიები დადიოდნენ ყველა დილერთან საქართველოში.  რა თქმა უნდა, მოვიდნენ ჩვენთანაც. აღმოჩნდა, რომ ჩვენს მიერ მიწოდებული წინადადება საუკეთესო იყო. კერძო კომპანიებზეა აქ საუბარი და არა სახელმწიფოზე. მოვიდნენ ჩვენთან, გააფორმეს ხელშეკრულებები და მივაწოდეთ ავტომობილები. აქ არავითარი ბნელი, მიწისქვეშა და წყალქვეშა დინებები და გარიგებები არ ყოფილა. ეს იყო კერძო კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. ტენდერიც არ ჩატარებულა. რეალურად, შიდა ტენდერი ჩაატარეს, ანუ შერჩევა მოხდა.

_ თქვენგან რომელმა კომპანიამ შეიძინა?

_ 4 კომპანიამ. მათ შორის იყო “თბილსერვისი” “ფაბლიქალი” … დღეს უკვე “თბილისის მიკროავტობუსის” სახელით გაერთიანდა. ამ კომპანიებმა შეიძინეს ჩვენგან ეს ტექნიკა. ასე, რომ, აქ რამე ოლიგარქიულ გარიგებას ადგილი არ ჰქონია.

_ ისევ ტრაქტორებს დავუბრუნდეთ. საბუთებში, რომელიც წარმომიდგინეთ, შედარება  გაკეთებული გაქვთ 2007 წლის ფასებთან, თუმცა მას შემდეგ საბაზრო ეკონომიკაში ბევრი რამ შეიცვალა. რა შუაშია  2007 წლის ფასები 2013 წლისასთან? შედარებისთვის 2012 წლის აღება უფრო რეალური არ არის?

_ რაც შეეხება ფასთა შორის სხვაობას, პრესკონფერენციაზე გამოვიდა სოსო ბარათაშვილი,  პირდაპირ გამოაცხადა  2007 წლის შესყიდვის ფასები და შემდეგ  ჟურნალისტებს გადასცა ყველა ჩვენი შესყიდვა. ტყუილ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს იაფი გადაიხადა. 2007 წელს სახელმწიფომ გადაიხადა 29688 ევრო. წელს გადაიხადა “ზეტორში” 35900 ევრო.

2012 წლის ფასებს რაც შეეხება, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული იყო პირობა, 15% იხდიდნენ წინასწარ, ღირებულების  85% კი 5 წლიანი გადავადებით. წელს რაც იყიდეს, “ზეტორი” და “კლაასი” არავითარი განვადება არ ყოფილა. პირდაპირ გადაუხადეს ქეში.

ჩაერთო გიორგი – “მანდ რა მოხდა იცით, “ზეტორების” ორივე სიმძლავრეზე 115ცძ და 135ცძ  ტრაქტორები იყიდეს მაქსიმალურად შესაძლო მაღალ ფასად. ზეტორმა ტექნიკა მიყიდა საცალო ფასად და ჩვენ ვთავაზობდით 20- 25% პროცენტით იაფად საცალო ფასზე.   ამ დროს “კლასი” ძალიან კარგ ფასად იყიდეს.

_ ერთნაირი მონაცემები ჰქონდათ იმ ტრაქტორებს, რომელშიც 29 688 ევრო გადაიხადეს და რომელშიც  _ 35 900?

_ მონაცემები ზუსტად იგივე არ იქნება.

_ სპეციფიკაციებს კომისია ადგენდა და არა რომელიმე კონკრეტული ადამიანი. რატომ გამორიცხავთ, რომ  2007 წელს ჭირდებოდათ 110-120 ძრავი, 2013 წელს კი  135 ძრავიანი დაჭირდათ?

_ ეს არის  მცირემიწიან  ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამა. ვფიქრობ, ასეთ პირობებში 110 ცხენის ძალიანიც კი  რომ დიდია.  აქამდე რაც ტექნიკა შეიძინეს, 109 ცხენის ძალიანი იყო ყველაზე პატარა ტრაქტორები, თუ არ ჩავთვლით 5 ერთეულ ვენახის ტრაქტორს. სპეციალური პატარა ტრაქტორებია, რომელიც 2009 წელს შეიძინეს. დანარჩენების სიმძლავრეები 100-იანი და უფრო მეტია ყველა. ასე რომ, მძლავრი ტრაქტორები  1000 ერთეული ან უფრო მეტი ჰყავს სოფლის მეურნეობის კომპანია “მექანიზატორს”.

კარგი, ვთქვათ გაითვალისწინეს რომ საქართველოში ზოგან არის მძიმე ნიადაგი და დამატებით კიდევ, სიმძლავრის 25-30% დანამატი გააკეთეს. თუმცა,  კიდევ ვიმეორებ, ესეც ბევრი იყო.

დაისვა  შეკითხვა: “ნიუ ჰოლანდი” გთავაზობდათ “ტდ-5 110” ტრაქტორს, მაგრამ თქვენ შეიძინეთ “ზეტორი”, რომელიც  დაახლოებით  10 000-ით ძვირი ღირდა, რატომ? ამაზე ხშირად ვისმენთ პასუხებს ბატონი სოსო ბარათაშვილის და დაცვის მხარისგან, რომ “ნიუ ჰოლანდი” არის თურქული და უხარისხო.

“ნიუ ჰოლანდს” არ ახსენებს მათი მხრიდან არავინ თუ მას წინ არ დაუყოლოს თურქული. ამით რაღაცნაირად დაკნინებას ცდილობენ, რაც სრული აბსურდია. “ზეტორი” თავის ქვეყანაში, ჩეხეთშიც კი ვერ ყიდის “ნიუ ჰოლანდზე” მეტ ტრაქტორს.

_ როგორ მონაცემებიდან ირკვევა, თქვენ ვერც 130 ცხენის ძალიანი ტრაქტორი შესთავაზეთ და ამ ლოტზე წარადგინეთ 126ცძ და 141 ცძ ტრაქტორები, რაც არ აკმაყოფილებდა მოთხოვნას.

_ ჩვენი 126-ანი არის გაცილებით ძლიერი ყველა პარამეტრით. უკეთესი ვიდრე მაგათი… სულ სხვა დონის ტექნიკა არის. თვისი ჰიდრავლიკის ძალით,  ტვირთამწეობით და თავისი წონით…

_ მეცნიერებზე მინდა გკითხოთ, ოთარ ქარჩავა, ზაზა მახარობლიძე, ომარ თედორაძე, ძალიან ცნობილი და საპატივცემულო ადამიანები არიან,  რომლებსაც ქვეყნისთვის არაერთი კარგი საქმე უკეთებიათ. ფიქრობთ, რომ ისინი გარიგებაზე წავიდნენ?

_ მე ვერ გეტყვით როგორ და რანაირად ხდებოდა ეს, მაგრამ ფაქტია, არსებობდა რაღაც ჯგუფის ინტერესები, რაც მათ გაითვალისწინეს. ფაქტია, რომ ისინი დათანხმდნენ იმ დირექტივებს, რომლებიც მიიღეს რეალურად.

_ თქვენი დაანგარიშებით მოცემულ ლოტზე “ზეტორისთვის” უპირატესობის მინიჭებით, რა ზარალი ნახა სახელმწიფომ?

_ დაზოგავდნენ მილიონ შვიდასიათასამდე და შეიძენდნენ 62 ტრაქტორით მეტს. ეს მხოლოდ ერთ ლოტზეა საუბარი.

_ შეგიძლიათ განმიმარტოთ, საიდან  დაიანგარიშეთ  1 700 000-მდე ევროს ზარალი? შესყიდული იქნა 50 ერთეული “ზეტორ პროქსიმა პაუერ 120″ მარკის 117 ცხენის ძალის ტრაქტორი. ერთი ერთეულის ფასი 35 989 ევრო. ჯამური ფასი იყო მთლიანად 1 799 450 ევრო. ფასთა შორის სხვაობა 117ცძ ზეტორსა და 110ცძ ნიუჰოლანდს შორის იყო 7 489 ევრო. 7489 ევრო უნდა გამრავლდეს 50 ერთეულ ტრაქტორზე, საიდანაც ამ თანხას ვერ მიიღებდით. თქვენს მიერ მოწოდებულ დოკუმენტში კი 1 726 950 ზედმეტად გადახდილ ევროზეა საუბარი. როგორ მიიღეთ ეს თანხა?

_ გიორგი აბჟანდაძე (გაყიდვების მენეჯერი) _ ჩვენ მარტო 50 ერთეულ ტრაქტორზე არ ვსაუბრობთ. ეს დაანგარიშება არის ზოგადად. როგორც ბატონმა ლევანმა თქვა,  ჩვენ ჯერ კიდევ ნოემბერში ფიფიას გავუგზავნეთ წერილი და ჩვენს ხედვას ვთავაზობდით. ანალოგიური ტიპის ტრაქტორებს ვთავაზობდით, რომელიც გაცილებით იაფი ღირს, 30 000 ევროს ქვევით. სიტყვაზე, იმ სპეციფიკაციებშიც რომ მოხვედრილიყო ჩვენი ტრაქტორი…

_ მაგრამ აქ საუბარია, კონკრტულ ფაქტებსა და  ციფრებზე, რის გამოც 9 ადამიანი დააკავეს და არა იმაზე, სავარაუდოდ რა შეიძლებოდა მოხდარიყო და სავარაუდოდ რომელ ლოტში გქონდათ შანსი. ბრალში ფაქტებია მოყვანილი…

_ ჯერ ერთ ძალიან ლოგიკურია და რატომ არის იცით ლოგიკური? 27 850 ათას ევროდ რომ ეყიდათ 150 ტრაქტორი, რასაც ჩვენ ვთავაზობდით, ხომ იყიდეს ამ ლოტზე ამდენი ტრაქტორი, ფასთა შორის სხვაობა გამოვიდოდა 10 793 ევრო და შესაბამისად, გადაამრავლეთ ეს რიცხვი…

_ არა, იმ ლოტზე, სადაც “ზეტორმა” გაიმარჯვა და რაზედაც თქვენ დავობთ, სამინისტრომ 50 ტრაქტორი იყიდა და არა 150.

_ 50 იყიდეს ზეტორი, მაგრამ 100 კლაასი იყიდეს.

_მაგრამ “კლაასის” ფირმა რა შუაშია აქ. თქვენ ხომ მათთან არანაირი პრეტენზია არ გაქვთ?

_ კლაასს ჩვეულებრივად დაუმატებ  “ზეტორის” ტრაქტორების რაოდენობას.

_ რატომ უმატებთ? “კლაასზე” ხომ არავინ ამბობს, რომ ტენდენციურად მოაგებინეს ტენდერი? თქვენვე განაცხადეთ რამდენიმე წუთის წინ, რომ “კლაასმა” ტრაქტორები სახელმწიფოს ძალიან შეღავათიან ფასად მიყიდა.

_ გიორგი აბჟანდაძე: ჩვენ ვამბობთ სხვა რაღაცას.  ჩვენი მოდელი რომ არ ამოვარდნილიყო სპეციფიკაციიდან, ჩვენ მოვიგებდით ამ ლოტს. ვერც “კლაასი მოგებდა” და ვერც “ზეტორი”. სახელმწიფო ვერ მიიღებდა… არ ვთვლი რომ იმ მოდელის ტრაქტორი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობდით, უარესი იყო კლასის იმ მოდელზე, რომელიც იყიდეს. მთელი დანაშაული ამ შესყიდვაში არის ის, რომ “ზეტორი” მოიწვიეს. ვის მოუნდა ეს, რატომ მოუნდა და რომელ ტვინში მოიხარშა.  სად, რომელი მონაცემი ნახეს, ეს უკვე სხვა თემაა…

სხვა თემებსა და კონკრეტულ ბრალდებებზე არგუმენტებსა და კონტრარგუმენტებს უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ინფრასტრუქტურის სამინისტროს პასუხი: "პრეზიდენტი, როგორც ყოველთვის, ცრუობს!"

"თქვენი მოყვანილი ხალხი "დრუჟბებით" თიბავდა ტყეს"

ყველა სიახლე

საზოგადოება

10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა – „პარვუს ჯგუფის“ მილოცვა კოლეგებს, დარგის სპეციალისტებსა და მომავალ ენერგეტიკოსებს

20:39; 10.09.2026
21-ს ქვევით

96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

20:24; 10.09.2026
საზოგადოება

3.5 მილიონი ლარი ორი საბავშვო ბაღისთვის _ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ახალი ტენდერი გამოცხადდა

19:53; 10.09.2026
საზოგადოება

სეს-მა აჭარაში, იმერეთსა და შიდა ქართლში დარღვევები და არალეგალური საწარმო გამოავლინა

17:57; 10.09.2026
პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10.09.2026
საზოგადოება

მელექედურის საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

განათლებიდან შესაძლებლობებამდე – რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი

14:20; 10.09.2026
ფინანსები

აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები

13:28; 10.09.2026
სამართალი

დღეს ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

12:56; 10.09.2026
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

11:40; 10.09.2026
საზოგადოება

საჭამიასერი _ სოფელი გზის, წყლისა და ახალი სკოლის მოლოდინში

10:35; 10.09.2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10.09.2026
საზოგადოება

სად შემცირდა და სად მოიმატა სოციალურად დაუცველთა რიცხვმა გურიაში

10:23; 10.09.2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო