https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ხურჩის ინციდენტზე შესაძლოა მერაბიშვილისა და სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს

12:10; 24.10.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ღარიბაშვილის ვერსია

2008 წლის 21 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, რომან შამათავამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა და განახორციელა ტერორისტული აქტი. საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მობილიზებული იქნა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსახლეობა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეშვეობით აპირებდა ზუგდიდში გამგზავრებას.

ჩასაფრებულმა რომან შამათავამ, მალხაზ მურღულიამ და მათმა თანამზრახველებმა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მშვიდობიან მოსახლეობაში გამოიწვიეს პანიკა, აგრეთვე, მალხაზ მურღულიამ “ერ პე გე”-ს ტიპის ყუმბართმტყორცნიდან განხორციელებული ორი გასროლით ააფეთქა ხალხის გადასაყვანად მობილიზებული ავტობუსები.

აფეთქების შედეგად სრულად განადგურდა ორივე სატრანსპორტო საშუალება, ხოლო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო მოქალაქე ნანი ქარდავამ.

ტერორისტული აქტის განხორციელების შემდეგ, ორგანიზატორებმა სატრანსპორტო საშუალების მძღოლებსა და დაჭრილ მოქალაქეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარული ასიგნებებიდან აუნაზღაურეს მიყენებული ზიანი.

გაეროს სკანდალური მოხსენება

ხურჩას ინციდენტთან დაკავშირებით კითხვები იმთავითვე გაჩნდა. ოფიციალური თბილისის მტკიცების მიუხედავად, რომ მშვიდობიან ქართველ ამომრჩევლებს ცეცხლი აფხაზმა და რუსმა სამხედროებმა გაუხსნეს, საერთაშორისო ორგანიზაციებმა არაერთი საეჭვო გარემოება დააფიქსირეს.

23 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ხურჩის ინცინდენტს მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო. გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის მოხსენებაში ნათქვამია: “ქართული უშიშროების ძალები შემთხვევის ადგილას მალევე მივიდნენ და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ისროდნენ ნეიტრალური ტერიტორიის მიმართულებით. ინციდენტი სრულად გადაიღეს ქართული მასმედიის წარმომადგენლებმა. ქართულმა მხარემ ამ ინციდენტზე პასუხისმგებლობა მაშინვე აფხაზურ მხარეს დააკისრა. აფხაზურმა მხარემ უარყო ამ ინციდენტთან ყოველგვარი კავშირი. მისიის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, დადგინდა, რომ ადგილი, საიდანაც თავდამსხმელები ისროდნენ – ავტობუსებიდან დაახლოებით 100 მეტრით იყო დაშორებული და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობდა. ჯერ კიდევ ვერ აღმოვაჩინეთ მყარი მტკიცებულებები თავდამსხმელთა ვინაობის შესახებ. ინციდენტთან დაკავშირებით ბევრი შეუსაბამობაა. კერძოდ კი, ის ფაქტი, რომ ინციდენტი ისე გადაიღეს, თითქოს წინასწარ იცოდნენ, როგორ განვითარდებოდა მოვლენები . ვითხოვთ, რომ UNOMIG-მა გააგრძელოს გამოძიება”.

ხურჩის ინციდენტთან დაკავშირებით ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენლებმა ივარ დალემ და ოგე ბორჩგრევინკიმ “ადამიანის უფლებათა ცენტრთან”  ერთად კვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგები იმ დროს გავრცელებული ოფიციალური ვერსიის საწინააღმდეგო აღმოჩნდა.

23 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ივარ დალე ამბობდა: “ავტობუსები ხურჩის სტადიონზე გაჩერდნენ, სადაც მოგვიანებით აფეთქება მოხდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აფეთქებამდე იქ უკვე იმყოფებოდნენ ტელეჟურნალისტები. ხოლო სროლისთანავე ადგილზე სამხედროებიც მოვიდნენ. მოგეხსენებათ, სოფელი ხურჩა დემილიტარიზებულ ზონაში მდებარეობს. უახლოესი სამხედრო ბაზა 20 წუთის სავალზეა. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა, როგორ მოახერხეს შეიარაღებულმა ძალებმა ასე სწრაფად შემთხვევის ადგილზე მისვლა. კიდევ ერთი რამ აეჭვებს ჩვენთან ერთად ადგილზე მისულ გაეროს სამხედრო ექსპერტს. იმ ყუმბარის სროლა, რომელიც ავტობუსებს მოხვდა, განსაკუთრებულ ოსტატობას მოითხოვს. თან მისი სროლა მხოლოდ ახლო მანძილიდან არის შესაძლებელი”.

ივარ დალეს ასევე მიაჩნდა, რომ აფეთქების ტრაგიკული სცენარი წინასწარ იყო მომზადებული იმისთვის, რომ ყურადღება არჩევნებიდან სხვა საკითხზე გადაეტანათ. შემთხვევის დღეს ტელეკომპანიები: პირველი არხი და რუსთავი 2 გადმოსცემდნენ, რომ ცეცხლი აფხაზმა სეპარატისტებმა გახსნეს, რომლებსაც რუსი მშვიდობისმყოფელები უმაგრებდნენ ზურგს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა სურდა, აფხაზეთის მთავრობამ გზა გადაუკეტა და ენგურის ხიდზე გავლის საშუალებას არ აძლევდა. საქართველოს ხელისუფლებამ ნაბაკევის მოსახლეობას შეუთვალა, რომ თუ ისინი ფეხით გადმოსვლას მოახერხებდნენ, სოფელ ხურჩაში მათ ავტობუსები დახვდებოდათ და მათთვის სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბანზე გადაიყვანდნენ.

დაახლოებით 14:40 საათზე ამომრჩევლები უკვე ხურჩაში იყვნენ და ავტობუსებში ჩასხდომას აპირებდნენ, როდესაც ცეცხლი გაიხსნა. ავტობუსებს ჭურვები მოხვდა და აფეთქდა,სამი ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის ერთი- ნანი ქარდავა მძიმედ.

თავისუფალი ჟურნალისტი პაულ რიმპლი ზუგდიდის საავადმყოფოში დაჭრილი ქალბატონების მოსანახულებლად ჩავიდა. პაციენტები მას შორიდან აჩვენეს, მათთან გასაუბრების უფლება კი არ მისცეს. ჟურნალისტი რიმპლი იხსენებს: “ამ დროს ჰოსპიტალში რუსთავი 2 -ის ჟურნალისტი მოვიდა, რომელიც ხურჩის ინცინდენტს იღებდა. მან მომხდარის მოყოლა დაიწყო: პირველად ისინი რუსული ბლოკპოსტიდან ისროდნენ, ( მოგვიანებით გავარკვიეთ, რომ ბლოკპოსტი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 1 კილომეტრით იყო დაშორებული). შემდეგ ისინი გვესროდნენ ბუჩქებიდან, რომელიც მათ მიერვე ამომრჩევლების გასატარებლად მოწყობილი კორიდორი იყო.ისინი ისროდნენ ყველა სახის იარაღიდან, ყუმბარმტყორცნებიდან, ავტომატებიდან. ისროდნენ ჭურვებს.

-ვინ იყვნენ?

-აფხაზები.

-საიდან იცი?

-მათ განსხვავებული სამხრეები უკეთიათ.

– შენ დაინახე?

-არა.”

ჟურნალისტმა ნანა ფაჟავამ, რომელიც ამ პერიოდში “ადამიანის უფლებათა ცენტრისათვის” მუშაობდა ინცინდენტის რამდენიმე თვითმხილველი ჩაწერა.

შორენა თორია იხსენებდა: ორი მამაკაცი მოვიდა ჩვენს სამეზობლოში, სახეები არ დამინახავს, მაგრამ მესმოდა რომ ვარდიშა ესართიას და მის ქალიშვილს სთხოვდნენ სტადიონზე გაყოლას, სადაც მათ ორი ავტობუსი ელოდებოდა.როგორც მივხვდი მათ სურდთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეეკრიბათ სტადიონზე. მიზანი იყო ჩვენება თუ როგორ ექცევიან აფხაზები ქართველებს, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს. ჩემი მეზობლები მართლაც წავიდნენ სტადიონზე, 5 წუთის შემდეგ კი სროლის ხმა გაისმა.

ვარდიშა ესართია: ჩვენ ამ მამაკაცებს ვუთხარით, რომ უკვე ვიყავით არჩევნებზე და ხმაც მივეცით. მაგრამ მიპასუხეს: ეგ ვიცით, დახმარებას გთხოვთო. პროცესისი გადაღება გვინდა, ჟურნალისტებიც გელოდებიან და წამობრძანდითო .სტადიონამდე მისვლა ვერც მოვახერხეთ , სროლა ატყდა

ჩანაწერში, რომელიც “რუსთავი 2”-ის ეთერით გადაიცა კარგად ისმის დაზარალებულ ნანი ქარდავასა და ნაბაკევის მინუციპალიტეტის ხელმძღვანელ ზაალ ელიავას საუბარი:

-მადლობა, ზაალ, მადლობა, აქ ამისთვის მომიყვანე?

ელიავა: ნუ გეშინია, არ მოკვდები.

ქარდავა: მე უკვე მკვდარი ვარ, ზაალ.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე ზუგდიდის სამმართველოში აღიძრა, დაიკითხნენ მოწმეები, მათ შორის ავტობუსების მძღოლები – იური ჭიავა და ნესტორ ახვლედიანი. მათი განმარტებით ავტობუსები ზაალ ელიავამ დაიქირავა. 11 საათზე ტრანსპორტი უკვე ხურჩაში იყო და სტადიონთან ელოდებოდა ამომრჩევლების გადმოსვლას. რამდენიმე საათში ისინიც გამოჩნდნენ და ავტობუსებში ჩასხდნენ, თითოულში დაახლოებით 20-20 მგზავრი. შემდეგ კი მძღოლების მონაყოლის მიხედვით ხდება საინტერესო ფაქტი. 13.30 საათზე ავტობუსებთან მიდიან ჟურნალისტები და ამომრჩევლებს ავტობუსებიდან ჩამოსვლას და გამგზავრებამდე კომენტარის გაკეთებას სთხოვენ. ავტობუსები იცლება, ჩამოდიან მძღოლებიც და დაახლოებით 20 მეტრით შორდებიან ტრანსპორტს.სწორედ ამ დროს ისმის პირველი გასროლა ნაბაკევის მხრიდან . 10 წუთში უშიშროების და სპეციალური ოპერაციების ძალები შემთხვევის ადგილზე ჩნდებიან და “თავმდამსხმელებს” საპასუხო ცეცხლს უხსნიან. სროლა დაახლოებით 20 წუთს გრძელდება.

გავრცელებული ინფორმაციით ამომრჩევლებს შორის მრავლად იყვენ სამოქალაქოფორმიანი უშიშროების სამსხურის თანამშრომლები, რომლებსაც სიმულაციურ ბრძოლაში მონაწილეობა ევალებოდათ. ასევე გავრცელდა ინფორმაცია რომ მომხდარიდან მოკლე ხანში ხურჩაში მაშინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილიც გამოჩნდა.

ღარიბაშვილის უწყება გამოძიების დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა როგორც ამბობენ მომხდარზე პასუხს რამდენიმე მაღალჩინოსანიც აგებს, მათ შორის მერაბიშვილი და დიდი ალბათობით სააკაშვილი. საქმეში არსებობს რამდენიმე მოწმის ჩვენება, რომლებიც ადასტურებენ რომ ნაბაკევის მოსახლეობაზე თავდასხმა ქართველმა სამაართალდამცავებმა განახორციელეს წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"თუ არჩევნები არ გაყალბდა მარგველაშვილს ჯავახეთშიც უპირატესობა ექნება"

ლანჩხუთის საარჩევნო სიაში 30 132 ამომრჩეველი ფიქსირდება

ყველა სიახლე

საზოგადოება

10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა – „პარვუს ჯგუფის“ მილოცვა კოლეგებს, დარგის სპეციალისტებსა და მომავალ ენერგეტიკოსებს

20:39; 10.09.2026
21-ს ქვევით

96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

20:24; 10.09.2026
საზოგადოება

3.5 მილიონი ლარი ორი საბავშვო ბაღისთვის _ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ახალი ტენდერი გამოცხადდა

19:53; 10.09.2026
საზოგადოება

სეს-მა აჭარაში, იმერეთსა და შიდა ქართლში დარღვევები და არალეგალური საწარმო გამოავლინა

17:57; 10.09.2026
პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10.09.2026
საზოგადოება

მელექედურის საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

განათლებიდან შესაძლებლობებამდე – რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი

14:20; 10.09.2026
ფინანსები

აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები

13:28; 10.09.2026
სამართალი

დღეს ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

12:56; 10.09.2026
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

11:40; 10.09.2026
საზოგადოება

საჭამიასერი _ სოფელი გზის, წყლისა და ახალი სკოლის მოლოდინში

10:35; 10.09.2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10.09.2026
საზოგადოება

სად შემცირდა და სად მოიმატა სოციალურად დაუცველთა რიცხვმა გურიაში

10:23; 10.09.2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო