https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვაკანტური ადგილები, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს

19:11; 18.11.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

არის თუ არა შესაძლებელი ვებ-გვერდებზე გამოცხადებული ვაკანსიით სამუშაოს მაძიებელმა სამსახური იპოვოს, რა ვითარებაა დასაქმების ბიზნესში, აქვს თუ არა კონკურსანტს ტესტირების შედეგის გასაჩივრების უფლება ამ და სხვა საკითხებზე “გურია ნიუსი” სპეციალისტებს და დასაქმების მაძიებლებს ესაუბრა.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ “საკითხი საკმაოდ რთულია და საჯარო უწყებებში სხვადასხვა თანამდებობის დასაკავებელი კონკურსები პირობითად და რიტუალურად ითვლება, რის გამოც, ვაკანტურ ადგილებზე უფრო გავლენიან პირთა ახლობლები ინიშნებიან, ვიდრე შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანები”.

“ამის შესახებ წლებია საუბრობენ, თუმცა, გარკვეული პოზიტიური ეფექტი არავის შეუტანია. სრულიად ბუნებრივია, რომ ის დღესაც მიმდინარეობს და ვერც გამოვრიცხავ, რომ არაერთი შემთხვევაა, სადაც საკონკურსო პროცესი და მისი შინაარსი ფრიად საეჭვოდ მოჩანს. მე უფრო ორ ძირითად პრობლემას გამოვყოფდი: ერთი, ეს არის არასახელმწიფოებრივი მიდგომები და მეორე, ეს არის რეკომენდაციათა სისტემისა და ნდობის ფაქტორის დეფიციტი. პირველი მასობრივი მოვლენაა, სახელმწიფო ჯერ კიდევ არ აღიქმება ჩვენს საზოგადოებაში, როგორც რაღაც საკუთარი განზომილება, სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის კონფლიქტია, სახელმწიფოც თითქოს მხოლოდ საზოგადოების, მოსახლეობის გამოყენებაზეა ორიენტირებული, მძიმე გადასახადებზე და ა.შ. ხოლო თავად ნაკლები თვითვალდებულებით გამოდის საზოგადოების წინაშე, ეს არის ხელისუფლებათა მუდმივი სიცრუე საზოგადოების მიმართ, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების ორიენტირი არა ადამიანებზე, არამედ კონკრეტულ პირთა მიმართ და ა.შ. შესაბამისად, საზოგადოების წევრები სახელმწიფო ინსტიტუტებში საკუთარი, კერძო ინტერესების რეალიზაციას უფრო ხედავენ, ვიდრე საკუთარ ვალდებულებებს. შესაბამისად, შედეგიც ბუნებრივია, სახელმწიფო უწყებებში პროცესები სიმბოლურად რჩება და კონკრეტულ ადამიანთა ინტერესებს ემსახურება, შესაბამისად, ამ ინტერესებშია, როგორც შიდა სივრცული ლობი, ასევე უბრალოდ, დაუსაქმებელი ახლობლების დასაქმება,” _აცხადებს გამზარდია.

მისივე თქმით, “პრობლემის მეორე მხარე, უკვე ადამიანურ დეფიციტს მოიცავს, ეს არის ნდობისა და ავტორიტეტული წყაროების დეფიციტი”.

“ერთი მხრივ, ადამიანები სხვადასხვა დონეზე ცდილობენ სანდო პირთა გარემო შეიქმნან, რომელიც ე.წ. ახლობლებს მოიცავს, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოში ძალიან ცუდად მუშაობს ე.წ. “რეკომენდაციათა” სისტემა; რეკომენდაციები ჩვენთან “სიმბოლური” და “საბუთების შესავსები” საშუალებაა… ამდენად, რეკომენდაციების შესაძლებლობებს შესაბამისი პირები არ იყენებენ და ცდილობენ “პირადი წყაროებით” მოიძიონ სასურველი ადამიანები. ეს “გვირგვინდება” ნეპოტიზმის შესაბამისი გამოვლინებებით, რაც უკვე არაერთი წელიწადია საქართველოშია. ამას კიდევ ემატება პარტიული მოღვაწეობისას “დავალებული” აქტივისტების დასაქმების აუცილებლობა და საერთო ჯამში იქმნება “ქართული ეიჩარი” ანუ ადამიანური რესურსების მართვა ქართულად,” _ აცხადებს გამზარდია.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ჩვენ საქართველოს მოქალაქენი”, რომელიც აღნიშნულ საკითხს იკვლევდა, რამდენიმე ძირითად პრობლემას ასახელებს, რაც ხშირ შემთხვევაში დასაქმების მაძიებელსა და დამსაქმებელ კომპანიას ექმნება. ორგანიზაციის გამგეობის წევრი არჩილ წაქაძე “გურია ნიუსთან”საუბრისას აცხადებს, რომ ხშირ შემთხვევაში როგორც ვაკანსიის, ასევე კონკურსანტისთვის სავალდებულო მოთხოვნები, არაკომპეტენტურად და არაკვალიფიციურად არის ჩამოყალიბებული.

“საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან კონსტიტუციით აქვს მინიჭებული უფლება დასაქმდეს საჯარო სამსახურში და მიიღოს გაწეული სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურება, სახელმწიფო კი ვალდებულია თითოეული მოქალაქისათვის თანაბრად უზრუნველყოს ამ უფლების მისაწვდომობა. ნებისმიერ საჯარო სამსახურში კადრების შერჩევისას, არსებობს გარკვეული პროცედურები, თუმცა მთავარი ისაა, რამდენად სწორად მიმდინარეობს ეს პროცესი. რიგი ვაკანსიების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან გაცნობის შემდეგ, საფუძვლიანი ეჭვი გაგვიჩნდა თვითონ მოთხოვნების შემდგენი პირების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. უმეტეს შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნების სავალდებულო ნუსხაში ჭარბობს კონსტიტუციის და მთელი რიგი საკანონმდებლო აქტების ცოდნა, რაც ნებისმიერი საჯარო სამსახურის საატესტაციო კომისიას აშკარად ვერ შეუქმნის ნათელ წარმოდგენას აპლიკანტის პროფესიულ კვალიფიკაციაზე; უმეტესწილად, მოთხოვნებში ჭარბობს საჯარო სამსახურში ხელმძღვანელ თანამდებობებზე სხვადასხვა ვადით მუშაობის გამოცდილება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მოთხოვნა დისკრიმინაციულია და ზღუდავს იმ მოქალაქეთა უფლებას, რომლებმაც აქამდე ამა თუ იმ მიზეზით არ ისურვეს, ან ვერ შეძლეს საჯარო სამსახურში დასაქმება, რაც სულაც არ ნიშნავს მათ ნაკლებ კვალიფიციურობას და პროფესიონალიზმს; ამასთან თითქმის ყველა ვაკანსიაზე მოთხოვნაა, რომ კონკურსანტმა უცხო ენა აუცილებლად უნდა იცოდეს. კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენად აღიარებულია ქართული ენა. ამდენად, ეს მოთხოვნა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. გვხვდება ისეთი შემთხვევები, როცა ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნები ძირეულად წინააღმდეგობაში მოდის თანამდებობის სპეციფიკასთან. საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე განთავსებულ ვაკანსიებში შესარჩევად უმეტესად მითითებულია მხოლოდ ერთი ეტაპი, რაც თითქმის არასდროს შეესაბამება სინამდვილეს, რამდენადაც შერჩევა ძირითადად 3 ან მეტი ეტაპისგან შესდგება – აპლიკაციებით შერჩევა, ტესტირება, გასაუბრება. დამსაქმებლის შეხედულების მიხედვით შეიძლება იყოს დამატებითი ეტაპები,” _ აცხადებს წაქაძე.

მისივე თქმით, გასაუბრების პროცესიც კითხვებს აჩენს.

“საატესტაციო კომისიის კომპეტენტურობა რომც არ დავაყენოთ ეჭვქვეშ, უცნობია აპლიკანტის შეფასების პარამეტრები. გასაუბრების შემდეგ, აპლიკანტს არ განემარტება რა კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა და კონკრეტულად რა გახდა მისთვის უარის თქმის მიზეზი. ან აძლევენ სრულიად ბუნდოვან პასუხს და კონკრეტულად უარის თქმის გარეშე აცხადებენ კონკურსს ჩაშლილად, რაც თუნდაც ერთი აპლიკანტის არსებობის შემთხვევაში უკანონოა. აქედან გამომდინარე, მოქალაქეთა შორის, რომელთა მცდელობებიც დასაქმდნენ საჯარო სამსახურში, უშედეგოა, იზრდება უკმაყოფილება ზოგადად ხელისუფლების მიმართ. მათში ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნაცნობობით, სატელეფონო ზარებით, პროტექციით და ათასგვარი არაწესიერი მეთოდით ხდება დასაქმება. ამასთან, ვაკანსიაზე აპლიკაციის შეტანის ვადის ამოწურვიდან გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი პასუხი წერილობით აცნობოს აპლიკანტს. რაც უარის შემთხვევაში არ ხდება, ან ეგზავნება სტანდარტული, არაინფორმაციული, ბუნდოვანი შინაარსის წერილი. ხდება აპლიკანტისაგან განმარტების მოთხოვნის იგნორირება, რაც შემდგომში შეუძლებელს ხდის საპრეტენზიო წინადადების ჩამოყალიბებას. იზრდება ნეგატიური დამოკიდებულება და უიმედობა სამართლიანობის აღდგენისა და სასიკეთო ცვლილებების მიმართ და რაც ყველაზე მთავარია, სამსახურების გარეთ რჩება რეალურად პროფესიონალი კადრი. გაუგებარია, არაკომპეტენტური კადრის გამოსავლენად რატომ არ ტარდება შიდა ატესტაციები საჯარო სამსახურებში. რატომ იღებს ის ადამიანები კონკურსში მონაწილეობას, რომლებიც წლობით იკავებენ გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილს?! უმეტეს შემთხვევაში კონკურსები ფორმალურ სახეს ატარებს. ანუ, ვაკანტურ ადგილებზე რჩებიან ისევ ის ადამიანები, ვინც ვაკანსიის გამოცხადებამდე იკავებდა ამ ადგილს. ხოლო ის ადამიანები, ვისაც პრეტენზია აქვს აღნიშნული თანამდებობის დაკავებაზე, წარმატებით გაივლიან კონკურსის ეტაპებს, რჩებიან მოტყუებული და გაწბილებული. აღნიშნულზე ზუსტი სტატისტიკა უბრალოდ არ არსებობს, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე 7 500-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული, აქედან მხოლოდ 400-500 თუ იქნება ახალი კადრი და ისიც დაბალ თანამდებობაზე. კონკურსით და სამართლიანად მაღალ თანამდებობაზე მოხვედრა მით უფრო ფანტასტიკის სფეროა,” _ აცხადებს წაქაძე და დასძენს, რომ “თავის წილს სამსახურის მაძიებელი ადამიანებიც სცოდავენ – რატომღაც უბრალოდ ხელის ჩაქნევას და ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების გამოხატვას უფრო იოლ გზად მიიჩნევენ, ვიდრე თავისი მოქალაქეობრივი უფლებების სრულად გამოყენებას”.

“ძალიან იშვიათად ხდება, რომ აბსოლუტურად გაუგებარი უარის შემდეგ უარყოფილმა პასუხი, დასაბუთება მოითხოვოს. იბრძოლოს, იპოვოს ასეთივე რეალობაში მყოფი სხვა მოქალაქეები და გააპროტესტოს ნებისმიერი მიღებული ფორმით. იქნებ საზოგადოების ასეთ ნაწილს ერთობლივად გაცილებით მეტის მიღწევა შეუძლია და უსამართლობის დამკვიდრებასაც ხელს შეუშლიდნენ. რა თქმა უნდა, არსებობს ნეპოტიზმის შემთხვევებიც, როცა მაღალი თანამდებობის პირებს თავიანთი ნათესავები და ნაცნობ-მეგობრები მიჰყავთ სამსახურებში. თითქოს ტრაგიკული აქ არაფერია – იცნობს, ენდობა და გვერდით ასეთი ადამიანები სჭირდება, მაგრამ რა ვუყოთ იმ შემთხვევებს, როცა ნაცნობობით დანიშნული კადრი დაბალი კვალიფიკაციისაა ან საერთოდ არანაირი კვალიფიკაცია არ გააჩნია?! ხომ ცხადია, რომ ამ შემთხვევაში შესაძლო პროფესიონალი იბლოკება?! მსგავსი შეცდომებისგან თავის ასარიდებლად კარგი იქნებოდა სავალდებულო იყოს რეკომენდატორის მითითება, არსებობდეს საჯარო სამსახურებში დასაქმებული თანამშრომლების საქმიანობის შეფასების ქმედითი და მოქნილი სისტემა, სამსახურებში პერიოდული ატესტაცია. ასეთი მექანიზმების საშუალებით მოხდება სამსახურთან შეუთავსებელი კადრის გამოვლენა, რის საფუძველზეც უნდა დგებოდეს როგორც რეკომენდატორის, ასევე რეკომენდირებულის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ჩვენმა ორგანიზაციამ არაერთგზის ვცადეთ აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იმ თანამდებობის პირებთან, ვისაც ხელეწიფება მათი გადაჭრა, პრესკონფერენცია, ღია წერილი პრემიერ-მინისტრის სახელზე, სიტუაციის კონკრეტული შეფასება და მოკლე სამოქმედო გეგმა გავუგზავნეთ სახალხო დამცველს, მაგრამ უშედგოდ, ვერც ერთი მათგანის ყურადღების მიპყრობა ვერ შევძელით,” _ აცხადებს წაქაძე.

სამსახურის ერთ-ერთი იმედგაცრუებული მაძიებელი, რომელიც “გურია ნიუსს” დაუკავშირდა აცხადებს, რომ ერთ-ერთ საჯარო უწყებაში (რესპონდენტი ასახელებს კონკრეტულ სამინისტროს, თუმცა ჯერჯერობით ამ სამინისტროს დასახელებისგან თავს ვიკავებთ) ვაკანსიის გამოცხადებას უწყების პრესსამსახურის უფროსი კატეგორიულად უარყოფდა, მაშინ, როდესაც HR.gov.ge-ს საიტზე განთავსებული ინფორმაციით, სწორედ პრესსამსახურში იყო ვაკანტური ადგილები.

“უკვე 5 წელია ჟურნალისტად ვმუშაობ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის პრესსამსახურში თუ მედიასაშუალებაში. ვფიქრობ, საკმაო გამოცდილებაც მაქვს და ამბიციაც, რომ მსგავს სამსახურში ვიმუშავო. დაახლოებით ერთი თვის წინ, ერთ-ერთმა სამინისტრომ საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურში რამდენიმე ვაკანსია გამოაცხადა მთავარი და წამყვანი სპეციალისტების თანამდებობებზე. რა თქმა უნდა, CV გავაგზავნე და ველოდებოდი პასუხს. ვაკანსიაზე მითითებული იყო, რომ კონკურსანტს სამი ეტაპი უნდა გაევლო – აპლიკაციების გადარჩევა, ტესტირება და გასაუბრება. დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში გაგრძელდა აპლიკაციების და ტესტირებების ეტაპები. ტესტირებაზე გადასალახი ზღვარი 60 ქულა იყო, მე კი 79 ქულა ავიღე, რაც საკმარისი აღმოჩნდა გასაუბრების ეტაპზე გადასასვლელად. ოფიციალური წერილიც მივიღე, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასული ვიყავი და დროს მაცნობებდნენ. თუმცა, ამ წერილის მიღებიდან რამდენიმე დღეში მეილზე განსხვავებული შინაარსის წერილი მომივიდა: ბოდიშს გიხდით, მაგრამ მოხსნილი ხართ გასაუბრების ეტაპიდან. არც კი ვიცი, რატომ მივიღე ურთიერთგამომრიცხავი წერილები და რა გახდა ჩემი გასაუბრებიდან მოხსნის მიზეზი. ამის შემდეგ ნაცნობის საშუალებით დავუკავშირდი უწყების პრესსამსახურის უფროსს, რომელიც თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ სამინისტროში არანაირი ვაკანსია გამოცხადებული არ იყო. ვერ ვხვდები, რატომ აკეთებს ესა თუ ის საჯარო უწყება მსგავს განცხადებას, თუ თანამშრომლების აყვანა არ სურს, ან რატომ დაგვიბარეს გასაუბრებაზე, რატომ აგროვებენ მონაცემებს, სადაც ძალიან წვრილად ითხოვენ ინფორმაციას ვაკანსიის მაძიებლის და მისი ოჯახის წევრების სამუშაო ადგილების შესახებ,” _ აცხადებს სალომე ჭულუხაძე.

სამსახურის კიდევ ერთი მაძიებელი მაიკო სვანიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ საუკეთესო სიტუაცია არც საბანკო სექტორში დასაქმების მხრივ არის, რადგან, შესაძლოა, ყველა ეტაპის გადალახვის მიუხედავად კონკურსანტმა მუშაობა აქაც ვერ დაიწყოს.

“საქართველოს ბანკის” ვაკანსია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საიტზე ვნახეთ, მე და ჩემმა მეგობარმა. იმ სემესტრში HR-ის კურსს გავდიოდით და CV-ები გავაგზავნეთ. ხელმძღვანელმა სარეკომენდაციო წერილებიც დაგვიწერა. პირველი ეტაპი ნუცუბიძის ქუჩაზე ტრენინგცენტრში იყო, უნარ-ჩვევების ტესტირება გავიარეთ და სპეციალური წერილები დაგვაწერინეს, თანამშრომელი ტრენინგზე როგორ უნდა მოგვეწვია, ტესტირების პასუხების შეტყობინება როგორ გაგვეგზავნა და “ექსელის” ცხრილში მონაცემები როგორ შეგვეტანა. მეორე ეტაპი უკვე “საქართველოს ბანკის” სათაო ოფისში იყო, სადაც ჯგუფური გასაუბრება და კონკრეტული ქეისის განხილვა გვქონდა. მესამე ეტაპი კი ინდივიდუალური გასაუბრება იყო ისევ ტრენინგ-ცენტრში. სადაც “ექსელის” პროგრამაში გასაკეთებლად ისევ დავალება მოგვცეს. ისევ ინდივიდუალური და ჯგუფური პრეზენტაციები გვქონდა ცალ-ცალკე. ბოლო ეტაპზე სულ ოთხი ადამიანი დავრჩით. ყველა ეტაპის გადალახვის მიუხედავად, ოთხივეს დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე თვენი კანდიდატურა აღნიშნული ვაკანსიისთვის არ გამოგვადგებაო. იმის საშუალებაც არ მოგვეცა გაგვერკვია რატომ დაიწუნეს ჩვენი კანდიდატურები, თუ ყველა ეტაპი გადავლახეთ,” _ აცხადებს მაიკო სვანიძე.

“გურია ნიუსი” შეეცადა გაერკვია ასაქმებს თუ არა რეალურად დასაქმების საიტები სამსახურის მაძიებლებს, აქვთ თუ არა კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები, დაახლოებით რამდენი ადამიანი დასაქმდა საიტის მეშვეობით და ა.შ. თუმცა, 3 საიტის ადმინისტრაციასთან (hr.gov.ge, jobs.ge, hr.ge) წერილობითი შეტყობინებების არაერთგზის გაგზავნის და სატელეფონო ზარების მიუხედავად მათგან საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ვერ მივიღეთ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

აუქციონი ქართულად ანუ პირობების მორგება სააკაშვილის ხელისუფლების მეთოდებით?!

ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა – „პარვუს ჯგუფის“ მილოცვა კოლეგებს, დარგის სპეციალისტებსა და მომავალ ენერგეტიკოსებს

20:39; 10.09.2026
21-ს ქვევით

96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

20:24; 10.09.2026
საზოგადოება

3.5 მილიონი ლარი ორი საბავშვო ბაღისთვის _ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ახალი ტენდერი გამოცხადდა

19:53; 10.09.2026
საზოგადოება

სეს-მა აჭარაში, იმერეთსა და შიდა ქართლში დარღვევები და არალეგალური საწარმო გამოავლინა

17:57; 10.09.2026
პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10.09.2026
საზოგადოება

მელექედურის საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

განათლებიდან შესაძლებლობებამდე – რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი

14:20; 10.09.2026
ფინანსები

აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები

13:28; 10.09.2026
სამართალი

დღეს ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

12:56; 10.09.2026
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

11:40; 10.09.2026
საზოგადოება

საჭამიასერი _ სოფელი გზის, წყლისა და ახალი სკოლის მოლოდინში

10:35; 10.09.2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10.09.2026
საზოგადოება

სად შემცირდა და სად მოიმატა სოციალურად დაუცველთა რიცხვმა გურიაში

10:23; 10.09.2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო