https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სუროგაციის გზით დაბადებულმა უცხოელების შვილმა, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვოს

15:01; 27.01.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მოქალაქეობის არმქონე პირად დარჩენის პრევენციის მიზნით, შესაბამისი პუნქტი “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანულ კანონში ჩაიდება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ავტორობით და მთავრობის ინიციატივით პარლამენტს “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” სრულიად ახალი კანონპროექტი წარედგინა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებასთან, შეწყვეტასთან და აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები გადაიხედა.

 

პროექტით ერთ-ერთი სიახლე სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მოქალაქეობის საკითხია. ამასთან დაკავშირებით კანონში იწერება, რომ დაბადებით საქართველოს მოქალაქეობას მოიპოვებს საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული არასრულწლოვანი პირი, თუ მისი ორივე მშობლის მოქალაქეობის ქვეყანა მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს. აღნიშნულ სიახლეზე იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ ეს გამოწვეულია არსებული პრაქტიკით და სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მოქალაქეობის არმქონე პირად დარჩენის პრევენციას ემსახურება.

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობა ძირითადად სისხლის პრინციპს ეფუძნება და საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევს ბავშვს, რომლის დაბადების მომენტისთვის ერთ–ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა. კანონის მოქმედი რედაქციით კი, ბავშვი, რომლის ორივე მშობელი მისი დაბადების მომენტისათვის საქართველოს მოქალაქეა, საქართველოს მოქალაქედ ითვლება, დაბადების ადგილის მიუხედავად.

მოქმედი კანონით, ბავშვის მშობლების სხვადასხვა მოქალაქეობისას, თუ ბავშვის დაბადებისას ერთ–ერთი მათგანი საქართველოს მოქალაქეა, ბავშვი საქართველოს მოქალაქედ ითვლება, თუ საქართველოს მოქალაქე მშობელს საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივი საცხოვრებელი აქვს. ბავშვის მიერ დაბადებით საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად, საქართველოს მოქალაქე მშობელთან მიმართებაში, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების პირობას აუქმებს.

 

გარდა ამისა, მოქმედი კანონის გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ბავშვი, რომლის ორივე მშობელი უცნობია, საწინააღმდეგოს დადგენამდე საქართველოს მოქალაქედ ჩაითვლება. როგორც ამასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვის მშობლები ცნობილია, თუმცა გაურკვეველია მათი მოქალაქეობრივი კუთვნილება. ბავშვის ინტერესების დაცვის მიზნით, აღნიშნული ნორმის მოქმედება ფართოვდება და თუნდაც მშობელთა ვინაობის იდენტიფიცირების შემთხვევაში, მათი განუსაზღვრელი მოქალაქეობრივი კუთვნილებისას, ბავშვი საქართველოს მოქალაქედ ჩაითვლება.

 

პროექტით შემოღებულია იმ ბავშვის საქართველოს მოქალაქეობის განსაზღვრის რეგულაცია, რომლის ერთ–ერთი მშობელი მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე განუსაზღვრელი მოქალაქეობრივი კუთვნილებისაა. ამ შემთხვევაშიც, ბავშვი საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევა, თუკი ის საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა.

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ ნოვაციებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით: დიფერენცირებულია სრულწლოვანი და არასრულწლოვანი პირების საქართველოს მოქალაქედ მიღების პირობები. კერძოდ, სრულწლოვანი პირის მოქალაქედ მისაღებად უცვლელად დარჩა პირობები – საქართველოს ტერიტორიაზე 5 წლიანი ცხოვრება, სახელმწიფო ენის და სამართლის საფუძვლების ცოდნა და სამუშაო ადგილის ან საწარმოში წილების ფლობა, ხოლო ბავშვმა შეიძლება მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, თუ მისი ერთ–ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა და მას დაბადებით არ მოუპოვებია საქართველოს მოქალაქეობა.

 

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული მოქალაქეობის არმქონე და ლტოლვილის სტატუსის მქონე არასრულწოვანი პირის შესაძლებლობას, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებაზე უარის თქმის პირობების გადამოწმების გარეშე მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, თუ ის საქართველოში ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრობს.

სადღეისოდ მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს გამონაკლისს ქმედუუნარო და ფიზიკური ნაკლის მქონე პირების საქართველოს მოქალაქეებად მიღებისას სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის საფუძვლების ტესტირების გათავისუფლების თაობაზე, რაც, როგორც იუსტიციის სამინისტროს განმარტავს, მრავალ პრაქტიკულ პრობლემას ქმნის. აღნიშნულის გამოსწორების მიზნით, კანონპროექტით ტესტირებისგან თავისუფლდებიან ქმედუუნარო პირები და პირები, რომელთა ფიზიკური ნაკლის გამო შეუძლებელია ენისა და ისტორიის ცოდნის დონის შემოწმება.

კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია, რომ ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი საქართველოს მოქალაქეობის მიღებისას თავისუფლდება საქართველოში სამუშაო ადგილის ან უძრავი ქონების ქონის, საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობას განახორციელებს ანდა საქართველოს საწარმოში წილის ან აქციების ფლობის ვალდებულებისგან.

“ცენტრ მომავლის ინიციატივების” ხელმძღვანელი, იურისტი ლევან ალაფიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ეს ინიციატივა არა საქართველოს მოქალაქეების პრობლემას, არამედგლობალურ პრობლემას ეხება.

“კარგი იქნებოდა ინიციატივის ავტორებს უფრო მეტად დაესაბუთებინათ და პრობლემა ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის ამ საკითხზე. მუხლი საქართველოს მოქალაქეებს არ ეხებათ. ეს არის შემთხვევა, როდესაც, მაგალითად, ავსტრალია არ აძლევს მოქალაქეობას სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვს, მაგრამ მშობლებს შეუძლიათ ჩამოვიდნენ საქართველოში, გააჩინონ შვილი და მას საქართველოს მოქალაქეობა ექნება. ეს, სამწუხაროდ, მხოლოდ “დემოგრაფიულ ტურიზმს” გაზრდის ქვეყანაში და ამით მოქალაქეთა რიცხოვნობაც შეიძლება გაიზარდოს. ამ ჩანაწერით გამოდის, რომ ჩვენი სახელმწიფო არა საკუთარი მოქალაქეების მტკივნეული პრობლემის მოგვარებაზე, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ფიქრობს. თუ სახელმწიფო პოლიტიკის მისაღებობაზე ვისაუბრებთ, პატრიარქის ეპისტოლეს შემდეგ, როდესაც მმართველი გუნდის წევრები ამ ეპისტოლეს ნაწილს მისაღებად თვლიდა, მაშინ ეს ინიციატივა როგორ გაჩნდა? საინტერესო ეს არის. კანონი იმისთვის იქმნება, რომ თუკი მნიშვნელოვანი საკითხი სხვა აქტებით არ რეგულირდება, ეს პრობლემა გადაჭრას. თუკი ჩვენთან პრობლემა არ არსებობს, მაშინ რატომ უნდა მივიღოთ ასეთი კანონი. გლობალურად ბევრი პრობლემაა, მაგრამ ამას საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს. ეს პრობლემა კი საქართველოს ფარგლებს სცილდება. დღევანდელი მდგომარეობით, მოქალაქეობის კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, უცხოელების შვილის (იქნება ბუნებრივი გზით მოვლენილი თუ სუროგაციით) მოქალაქეობა წყდება არა ჩვენი, არამედ შესაბამისი სახელმწიფოს კანონმდებლობით. ამდენად, თუკი რომელიმე ქვეყანა ზღუდავს სუროგაციის გზით მოვლენილი ბავშვების მოქალაქეობას, ეს ბავშვი არ იქნება არც საქართველოს და არც იმ ქვეყნის მოქალაქე. შემოთავაზებული ცვლილების შემთხვევაში კი მოქმედი წესიდან დაიშვება გამონაკლისი და ის ბავშვი გახდება საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობას მოიპოვებს დაბადებით,” _ აღნიშნავს ალაფიშვილი.

რა კონკრეტული რეგულაციები დაწესდება ამასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ მსგავსი ინიციატივა ჯერჯერობით იუსტიციის სამინისტროს მხრიდან პარლამენტში არ შესულა, თუმცა პარლამენტის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ პროექტი საკანონმდებლო ორგანოში 22 იანვარს არის ინიცირებული.

“ეს ინიციატივა ჯერჯერობით პარლამენტში შემოსული არ არის და მეც არ ვიცი, რით ხსნის ამ მუხლის საჭიროებას იუსტიციის სამინისტრო. აქ საუბარია ბავშვის უფლებების დაცვაზე, რომ ბავშვს ჰქონდეს მოქალაქეობა, რადგან ეს მთელი რიგი უფლებების დაცვას ნიშნავს სახელმწიფოსგან და რადგან ის საქართველოში იბადება, არა აქვს მნიშვნელობა ბუნებრივი თუ სუროგაციის გზით, როგორც ჩანს იუსტიციის სამინისტრო ამ ლოგიკას მიყვება, რომ თუ კონკრეტული ქვეყანა ამბობს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს, შესაძლებელია იქ ეს კანონით იკრძალებოდეს და ა.შ. ბავშვის უფლებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება ჩვენმა სახელმწიფომ. მე სხვა ახსნას ამ საკითხს ვერ მოვუძებნი, გარდა იმისა, რითაც ამას იუსტიციის სამინისტრო ხსნის. კანონი პირადად არ მინახავს და კონკრეტულად საკითხზე მსჯელობა გამიჭირდება.

როგორ მოხდება ბავშვის გაყვანა ქვეყნიდან და რა რეგულაციები იქნება ამისთვის, კობახიძე ვერ ხსნის.

“არ იცი, შესაძლოა, მეურვეობის ორგანო ჩაერთოს საქმეში. ძალიან ზოგადია ეს ყველაფერი.. სანამ საკითხი პარლამენტში განსახილველად არ შემოვა, ჩემი კომენტარი სწორი არ იქნება,” _ აცხადებს კობახიძე.

რამდენიმე დღის წინ გადაცემა “პოზიციაში” სტუმრობისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სუროგაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მალე ეს საკითხი საქართველოს კანონმდებლობით დარეგულირდება, რაც, მისივე თქმით, “ევროპელმა კოლეგებმა მოითხოვეს”.

“ბევრ ქვეყანაში სუროგაცია არის აკრძალული, ჩვენ ქვეყანაში ეს აკრძალული არ არის. მაგრამ, ძალიან ბევრი ოფიციალური ვიზიტის დროს, თუნდაც ბრიტანეთში და ევროკავშირის ქვეყნებში, ჩემთვის დაუსვამთ კითხვა, თუ რატომ არ არის რეგულირებული ჩვენთან სუროგაცია. კანონპროექტი ჩვენთან მზადდება. მე ამ ეტაპზე მისი პრინციპების თქმისგან თავს შევიკავებ. ჩვენ არ ვისახავთ მიზნად ავკრძალოთ სუროგაცია, რადგან ბევრი უიმედოდ განწყობილი წყვილისთვის ეს არის ბოლო შველა. ჩვენ გვინდა საბოლოოდ გამოვრიცხოთ საქართველოში, რომ სუროგაცია იყოს ბიზნესი და ფულის კეთების წყარო. ჩვენ გვინდა დავაწესოთ რეგულაციები. ევროპელმა კოლეგებმა მოითხოვეს ამის რეგულაცია, რადგან ჩვენ ვხვდებით ევროპული სივრცის ნაწილი. ადამიანის სიცოცხლის ყიდვა უნდა იყოს გამორიცხული,” _ აღნიშნა წულუკიანმა და სხვადასხვა კლინიკას მოუწოდა
გამორიცხონ გაუგებარი SMS-ების გზავნა ქალებისთვის სუროგაციის შეთავაზებაზე.

“ყველა იმ კლინიკას მინდა მოვუწოდო, რომელიც ამით არის დაკავებული, გამორიცხონ გაუგებარი SMS-ების გზავნა. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ქალბატონები ღებულობენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და სთავაზობს ესა თუ ის კლინიკა, რომ გახდნენ სუროგატი დედები ამა თუ იმ ფასის ნაცვლად. ეს არ არის აკრძალული, მაგრამ სანამ აიკრძალება, მე მათ ამისკენ მოვუწოდებ,” _ აღნიშნა წულუკიანმა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს დაფინანსების მისაღებად რეგისტრაციის ვადა გაუხანგრძლივდათ

საქართველოს ხელისუფლებას სირიელი სომხების სამცხე-ჯავახეთში ჩასახლებას სთხოვენ

ყველა სიახლე

პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10.09.2026
საზოგადოება

მელექედურის საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

განათლებიდან შესაძლებლობებამდე – რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი

14:20; 10.09.2026
ფინანსები

აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები

13:28; 10.09.2026
სამართალი

დღეს ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

12:56; 10.09.2026
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

11:40; 10.09.2026
საზოგადოება

საჭამიასერი _ სოფელი გზის, წყლისა და ახალი სკოლის მოლოდინში

10:35; 10.09.2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10.09.2026
საზოგადოება

სად შემცირდა და სად მოიმატა სოციალურად დაუცველთა რიცხვმა გურიაში

10:23; 10.09.2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10.09.2026
საზოგადოება

პენიტენციური სამსახური თამაზ ელიზბარაშვილის შიმშილობისა და პატიმრობის პირობების შესახებ განცხადებას ავრცელებს

9:37; 10.09.2026
სამართალი

აზერბაიჯანში საბაგიროზე მომხდარ ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

9:28; 10.09.2026
სამართალი

ავტომობილი ახალგაზრდას დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა

9:20; 10.09.2026
მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო