https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ჟურნალისტებს საკრებულოს შენობაში შესვლა აუკრძალეს

18:08; 14.08.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ხელმძღვანელობამ გვიბრძანა, არ შემოუშვათო, მე ამ შენობის დაცვა ვარ და ხელმძღვანელობის ბრძანებას ვასრულებ, _ დაცვის პოლიციის თანამშრომელმა, დავით ჭეფხოძემ წინააღმდეგობა გაგვიწია და 9 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მისაღებში შესვლის შესაძლებლობა არ მოგვცა.

მანამდე კი მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს და გურიის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის შესასვლელში, ასევე დაცვის სამი თანამშრომელი, ჩვენი შენობაში შესვლის მიზეზით დაინტერესდა.

“სად მიდიხართ? ვისთან? რომელ სართულზე?”, _ გვეკითხებოდნენ და კიბეზე ჩქარი ნაბიჯებით გვისწრებდნენ.

სანამ საიდუმლო შეხვედრის დეტალებს მოგიყვებოდეთ, გეტყვით, რომ “გურია ნიუსმა”, როცა დაცვის თანამშრომელმა საკუთარ სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადააჭარბა, მაშინვე საკრებულოს კანცელარიაში წერილობითი განცხადება შეიტანა და მოითხოვა, დაუყონებლივ ეცნობებინათ, იყო თუ არა სხდომა დახურული, და თუ სხდომა დახურული იყო, შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის ასლი მოეწოდებინათ.

საკრებულოს თავმჯდომარის ხელწერით დამოწმებულ ოფიციალური წერილიდან გაირკვა, რომ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2011 წლის 9 აგვისტოს გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა, ვინაიდან იმართებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა ერთობლივი სამუშაო თათბირი”. ეს, ოფიციალური წერილის თანახმად, თორემ “გურია ნიუსის” ობიექტივმა “დახურული” სხდომის დასრულების შემდეგ, დარბაზიდან გამომსვლელი ყველა პირის დაფიქსირება მოახერხა. პირველი, ვინც სხდომათა დარბაზი დატოვა მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი იყო. მას უკან ვიცე-გუბერნატორი ლელა თავართქილაძე და გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი მოჰყვებოდნენ ფეხდაფეხ.

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დაცვის თანამშრომელმა საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა და “წესრიგის დამცველები” “ბრძანების” შესრულებას ცდილობდნენ, “გურიის თეთრ სახლად” წოდებულ შენობაში, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, რამაზ ნიკოლაიშვილის სტუმრობა იყო. იგი, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, გამგეობის სამსახურების უფროსებს და საკრებულოს თანამდებობის პირებს, გურიის გუბერნატორთან და მის მოადგილეებთან ერთად, თათბირს უტარებდა. შეხვედრის მთავარი თემა, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული გამგებლის საქმე იყო.

როგორც ჩვენი წყარო ამბობს, “მინისტრმა საჯარო მოხელეების დატუქსვა მსუბუქი ფორმით დაიწყო: _ რაა, ეს მაგიდები ასე მოშორებით რომ დაგიდგამთ, ხალხთან სიახლოვეს ერიდებითო (საუბარია, იმ მაგიდებზე, რომლებთანაც მუნიციპალიტეტის პირველი პირები სხვადასხვა ღონისძიებების დროს სხდებიან)”.

წყაროს ნაამბობის მიხედვით, “ხელისუფლების მსუბუქი დატუქსვის შემდეგ, ნიკოლაიშვილი ლანძღვაზე გადასულა და განსაკუთრებით შეჭრილა როლში ტაკიძის “დახასიათებისას” (სიტყვებს, რომლებმაც იმ დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიჟღერა, სამწუხაროდ, შემოკლებითაც ვერ დავწერთ. რედ.).

“… შოკში ვარ, რა გვიქნა ამ ბიჭმა, გვიღალატა! მე დღედაღამე წელებზე ფეხს ვიდგამ, ვმუშაობ და ეს რა გააკეთა კაცმა, მე პირადად, მაქსიმალურად შევეცდები, სასჯელის უმაღლესი ზომა მიესაჯოს და არანაირი საპროცესო გარიგება არ შედგეს”, _ დაუკონკრეტებია ნიკოლაიშვილს.

მას, ასევე, ყველა იქ მყოფისთვის კატეგორიულად აუკრძალავს ჟურნალისტებთან კომენტარების გაკეთება და ამის შემდეგ, გამგებლის მოადგილეები წამოუყენებია ფეხზე: _ რა ინტერვიუებს იძლევით? კაცი ხუთი წუთის დაჭერილი არ იყო და თქვენ ტელევიზიებს კომენტარები უკეთეთ!

გარდა ამისა, როგორც წყარო ამბობს, “აქცენტი გამგებლის კანდიდატურების შერჩევაზეც გაკეთდა: მინისტრს პარლამენტარ გოჩა შანიძისთვის უთქვამს: _ “ჩამოდი აქ და დაჯექი გამგებლადო”. თუმცა, ვიღაცას, დარბაზში მჯდომს, დაბალი ხმით შეუბედავს, არ შეიძლება, ბატონო მინისტროო.

_ “მაშინ შენ, საკრებულოს თავმჯდომარევ, შეითავსე გამგებლის მოვალეობაო”, _ ისევ ჩაულაპარაკიათ, კანონის თანახმად, ესეც არ შეიძლებაო.

მერე კი იქვე, მის გვერდით მჯდომ, გურიის გუბერნატორისთვის უთქვამს: _ შენი მოადგილე, შაფაქიძე ჩამოიყვანე და დასვიო. ისიც დაუყოლებია, _ როცა მოგეცი იმის უფლება, რომ შენი მეგობარი ტაკიძე გამგებლად დაგენიშნა, ხომ ხედავ, რაც გვიქნა და დაგვმართაო.

“ვალერ, ახლა ყველაზე ცუდ დღეში შენ ხარ, მაგრამ მე მაინც არ მჯერა, რომ შენ რამეში იქნები გარეული. პრეზიდენტთან თავი მომჭერით და არც გეღირსებათ მისი აქ ჩამოსვლა. მე როცა თათბირი ჩაგიტარეთ, ხომ გითხარით, რომ მქონდა ინფორმაცია, რაც მზადდებოდა, მაგრამ თქვენ არც ჩემი დარიგება გაითვალისწინეთ. ახლა კიდევ ხუთ ორგანიზაციაში შევლენ”, _ საუბრობდა საკმაოდ მკაცრი და ხმამაღალი ტონით ნიკოლაიშვილი, რომელიც, თურმე, შემცბარი ჩანდა”, _ ამბობს წყარო.

ბოლოს კი, წყაროს თქმით, “მინისტრმა ყველას თავგადადებული მუშაობისკენ მოუწოდა და ბრძანა: _ არავითარი შვებულება, ყველანი სამსახურში! თან დაუყოლებია _ მე მაინც არ მივატოვებ გურიას და თქვენ გვერდით ვიქნებიო. ასე დატოვა ნიკოლაიშვილმა საკრებულოს სხდომათა დარბაზი და მესამე სართულზე, გუბერნატორის სამუშაო ოთახში გადაინაცვლა, სადაც კიდევ ერთი თათბირი გამართა, თუმცა ამჯერად ვიწრო წრეში” (მანამდე, გრიგოლეთში, მინისტრის თაოსნობით კიდევ ერთი შეხვედრა შედგა გურიის გუბერნატორებთან, მის მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარეებთან და გამგებლებთან).

ჩვენი წყარო გვიყვება, რომ “ზემოთ” ძალიან დიდი დაპირისპირებაა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ და სწორედ დაპირისპირების “მსხვერპლი” გახდა გიორგი ტაკიძე. ახლა წყარო ვარაუდობს, რომ ჯერი ნიკოლაიშვილის ახლო მეგობარზე, მისი წყალობით და მფარველობით არაერთხელ გადარჩენილ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელზე მიდგება: _ მისთვის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებს პასუხიც კი მოუთხოვია იმის გამო, რომ რამდენიმე თვის ხელფასი აღებული არ ჰქონდა და პირად ანგარიშზე ედო, _ ამბობს ჩვენი წყარო. მისი თქმით, საუბარია 23 000 ლარზე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ არ ისურვა ესაუბრა ან კომენტარი გაეკეთებინა საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართული “მუშა თათბირის” თაობაზე.

“რესპუბლიკური პარტიის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მარინე სუნგულია აღშფოთებულია რამაზ ნიკოლაიშვილის მიერ მედიით გავრცელებული კომენტარით, რომელშიც მინისტრი ტაკიძის მკაცრად დასჯას მოითხოვს:

_ რა აკავშირებს გურიასთან და რა სტატუსით არის დანიშნული გურიის მეურვედ რამაზ ნიკოლაიშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი?! როგორც ვიცი, მეურვეს უნიშნავენ ან გონებასუსტ ადამიანებს ან არასრულწლოვნებს. მაინტერესებს, ამ შემთხვევაში, გურია არასრულწლოვნად განიხილება თუ გონებასუსტად? გარდა ამისა, მე როგორც ვიცი, არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია, რომლის მიხედვითაც სასამართლოს ჩატარებამდე და დანაშაულის დამტკიცებამდე, არც ერთ მოკვდავს არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ აქვს ეჭვმიტანილის სასჯელზე გააკეთოს კომენტარი. ბატონი რამაზი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს გიორგი ტაკიძის დასასჯელად. ვინ არის _ მოსამართლე, პროკურორი თუ ბელადი? იგი ყოველგვარი თავშეკავების გარეშე აკეთებს განცხადებებს. ბატონი ვალერი ჩიტაიშვილი, მაგალითად, გამოძიების დასრულებამდე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. ვერ დავიჯერებ, რომ ბატონმა რამაზმა არ იცოდეს, როგორ ირჩევენ გამგებელს. გამგებლის არჩევა მიმდინარეობს გარკვეული წესითა და კანონით. ის კი პირდაპირ აცხადებს, “მე ჩამოვალ გურიაში და მე და ვალერი შესაფერის გამგებელს შევარჩევთო”. ეს განცხადება აბორიგენული ტომის ბელადის განცხადებას ჰგავს. აქ ყველანაირი კანონი უგულებელყოფილია. მსგავსი ქმედება შეურაცხყოფაა, _ გამოთქვამს თავის მოსაზრებას “გურია ნიუსთან” საუბარში მარინე სუნგულია.

“სახალხო კრების” ოზურგეთის რაიონული კომიტეტის ხელმძღვანელი, თამარ ნადირიძე მიიჩნევს, რომ “რამაზ ნიკოლაიშვილი მიუხედავად დაწინაურებისა, გურიას მაინც ვერ შეელია; ამას მოწმობს მისი ხშირი ვოიაჟი და მის მიერ გატარებული საკადრო პოლიტიკა. მისმა საახლობლო კლანმა ისე ღრმად გაიდგა ფესვები, რომ გარე ნათესავების დასაქმებაც კი დაიწყეს. დღეს გურიაში მისი “ერთგულია” ერიც და ბერიც; არავის ავიწყდება საპარლამენტო არჩევნების დროს მის მიერ ჩამოტანილი 10 მილიონი, რომელიც შემდგომ ცხვირში ძმრად ამოადინა გურულებს და კაპიკ-კაპიკ უკან წაიღო. ვთვლით, რომ გამგებლის დაკავებაც მის სინდისზეა, “განტევების ვაცად” გამოჰყავს. თან ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა უმკაცრესად დაისაჯოსო, მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული”, _ ამბობს ნადირიძე.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ცვლილების მოსურნე ალასანია გურიის უცვლელ სოფლებში

ურეკში დამსვენებელთა შესამჩნევი სიმცირეა

ყველა სიახლე

საზოგადოება

10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა – „პარვუს ჯგუფის“ მილოცვა კოლეგებს, დარგის სპეციალისტებსა და მომავალ ენერგეტიკოსებს

20:39; 10.09.2026
21-ს ქვევით

96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

20:24; 10.09.2026
საზოგადოება

3.5 მილიონი ლარი ორი საბავშვო ბაღისთვის _ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ახალი ტენდერი გამოცხადდა

19:53; 10.09.2026
საზოგადოება

სეს-მა აჭარაში, იმერეთსა და შიდა ქართლში დარღვევები და არალეგალური საწარმო გამოავლინა

17:57; 10.09.2026
პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10.09.2026
საზოგადოება

მელექედურის საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

განათლებიდან შესაძლებლობებამდე – რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი

14:20; 10.09.2026
ფინანსები

აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები

13:28; 10.09.2026
სამართალი

დღეს ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

12:56; 10.09.2026
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

11:40; 10.09.2026
საზოგადოება

საჭამიასერი _ სოფელი გზის, წყლისა და ახალი სკოლის მოლოდინში

10:35; 10.09.2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10.09.2026
საზოგადოება

სად შემცირდა და სად მოიმატა სოციალურად დაუცველთა რიცხვმა გურიაში

10:23; 10.09.2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო