https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მრავალსართულიანი ბინების მცხოვრებელები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ

14:11; 10.11.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქალაქ ოზურგეთში მრავალსართულიანი ბინების საკითხი კვლავ რთულია, კორპუსებში არსებული პრობლემები კი _ სხვადასხვაგვარი: ზოგს დაზიანებული სახურავი, ზოგს _ კანალიზაციის არქონა, ზოგს კი უვარგისი ფუნდამენტი აწუხებს.

ქალაქ ოზურგეთში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე #127 მრავალსართულიანი კორპუსების მცხოვრებლებმა, რომელთაც კანალიზაცია არ აქვთ და შენობის საძირკველი გაბზარულია, დახმარებისთვის ქალაქ ოზურგეთის მერიას 22 ოქტომბერს მიმართეს.

აღნიშნული ბინების მცხოვრებლები "გურია ნიუსთან" კორპუსში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ.

ნანული ჩომახიძე: _ რამდენიმე წელია, რაც ჩვენს ბინას საძირკველი გაბზარული აქვს. წლებია, არ არის კანალიზაცია, გასაკეთებელია ლიფტის უჯრედი. ჩვენი ბინები 2 წლის წინ გადახურეს, მაგრამ უსახურავოდ დატოვეს კიბისა და ლიფტის უჯრედი. ამასთან დაკავშირებით, ერთი წლის წინ, აგვისტოში, განცხადებით მივმართეთ მუნიციპალიტეტის გამგეობას და შესაბამის კომისიას, მაგრამ უშედეგოდ. ახლა, 22 ოქტომბერს, ისევ შევიტანეთ წერილი ქალაქის მერიაში.

ირმა ჯაველიძე: _ ბზარია გაჩენილი ფუძეზე, მალე დაიშლება ბინა. თავდაპირველად, 4 წლის წინ მივმართეთ გამგეობას. მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ საშიშია, მაგრამ არაფერი. განცხადების შეტანის შემდეგ, ქალაქის მერიიდან მოვიდნენ ალეკო ბურჭულაძე და შუქრი გაბრიჩიძე. გვითხრეს, რომ საშიში და საპრობლემო არაფერი არაა, მაგრამ მაინც გავამაგრებთო ფუნდამენტსო.

ნათია ჯაველიძე: _ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები რომ მოვიდნენ, გვითხრეს, გასასახლებელი ხართ აქედან, მალე დაინგრევა ეს ბინა და საშიშიაო. მართლაც ცუდ მდგომარეობაში ვართ. ორი წლის წინ წინა ხელისუფლებამ შენობა გადახურა და დაგვიტოვა კიბისა და ლიფტის უჯრედი ღია. წვიმის დროს ისეთი მდგომარეობაა, შეიძლება ლიფტში ყოფნის დროს დენი გადმოვიდეს და ადამიანი მოკვდეს.

მანანა ლომინეიშვილი: _ კანალიზაცია ცუდ მდგომარეობაშია _ ეზოში ვერ გაივლი, ისეთი სუნი დგას. ძველია მილები, ვერ ატარებს ფეკალურ მასებს, რომელიც იღვრება სახლის ქვეშ. ეს პრობლემა წლებია გვაწუხებს. ხანდახან მოდიან წყალკანალიდან, წმენდენ, მაგრამ ჩვენც მოგვყავს ჩვენი ხარჯებით მანქანა და ვწმენდთ. პირველ და მეორე სართულზე ისეთი სიტუაციაა, შეიძლება ადამიანები მოიწამლონ.

ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, რუსთაველის ქუჩა #6-ში მდებარე ოთხსართულიანი ბინის მცხოვრებლები, წლებია, დახმარებას ამაოდ ითხოვენ. რამდენიმე წლის წინ დაწყებული სარემონტო სამუშაოები ჯერაც არ არის დასრულებული. რაც გაკეთდა, მოსახლეობის განცხადებით, უპასუხისმგებლოდ არის გაკეთებული _ ბინები, რემონტის შემდეგ კიდევ უფრო დაზიანდა და ოთახებში ისე წვიმს, როგორც გარეთ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირი არ ჩანს. ყოფილი ხელისუფლება "გურია ნიუსთან" აცხადებდა, რომ პასუხისმგებელი პირი თვითონ არ იყო, ამასობაში კი მოსახლეობა წვიმას ოთახებში თასებით ებრძვის.

"გურია ნიუსი" ქალაქ ოზურგეთში აღნიშნული ბინების სარემონტო სამუშაოებთან და მოსახლეობის პრობლემებთან დაკავშირებით არაერთხელ წერდა. მას შემდეგ ორი წელი გავიდა. მიუხედავად ხელისუფლების შეცვლისა, ბინებში კვლავ ისეთი მდგომარეობაა _ ოთახებში ისევ ჩამოდის წვიმა, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, თუმცა, მათივე თქმით, ამაოდ.

მარკრიტ სარუხანიანი: _ ვცხოვრობ მეოთხე სართულზე. სახლში მიცვალებული მესვენა და წყალი პირდაპირ ოთახში ჩამოდიოდა. 50 წელია, ამ ბინებში ვცხოვრობ და არ გვახსოვს, წყალი ჩამოსულიყოს. ესაა გაკეთებული? არც ერთი ხელისუფლება ჩვენთვის არაა. რამდენჯერმე ვიყავი შესული მერთან, რომელიც მპირდება, რომ აუცილებლად დამეხმარება, მაგრამ როდის, არ აკონკრეტებს. მითხრა, ახალ წლამდე აღარ მოხვიდე, ეს პრობლემა მანამდე მაინც ვერ მოგვარდებაო. ახალ წლამდე ორი თვეა, ამ ზამთარში რა გვეშველება? არჩევნები სანამ იქნებოდა, ჩვენთან შეხვედრაზე განაცხადა ბეგი სიორიძემ, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, ამ ბინებს დახურავდა. ახლაც კი მპირდება, მიმიღო, მაგრამ როდის გაკეთდება, არ ვიცით.

"გურია ნიუსი" ამ პრობლემებთან დაკავშირებით ქალაქ ოზურგეთის მერის მოადგილეს ალეკო ბურჭულაძეს ესაუბრა:

_ არის დაზიანებები, სწავლობს კომისია. როცა შეისწავლის და დადებს დასკვნას, იმის საფუძველზე ვიმოქმედებთ. დაზიანებები ნამდვილად ჩანს. უნდა გაკეთდეს ხარჯთაღრიცხვა. ამის შემდეგ შეგვეძლება ზუსტი კომენტარის გაკეთება.

_ ბატონო ალეკო, მოსახლეობა ამბობს, რომ მათ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა უთხრეს, საშიში მდგომარეობის გამო, აქედან უნდა გამოგასახლოთო, ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს კი მიაჩნიათ, რომ საშიში არაფერია.

_ მე ვერ გეტყვით, წინა ხელისუფლებამ რის საფუძველზე უთხრა იქ მცხოვრებლებს მსგავსი რამ, ან რა გამოსახლებაზე იყო საუბარი. ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე როგორ შეიძლება განაცხადო ეს?! თუ ასეთი საშიშროება იყო და არსებობს ახლაც, ეს სიტყვიერად კი არ უნდა ეთქვათ, შესაბამისი დასკვნა უნდა დაედოთ და რეაგირებაც მოეხდინათ ამაზე. ვიზუალური დათვალიერების შემდეგ რაც ვნახეთ, იმის მიხედვით იქ მცხოვრებლებს პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ. თუმცა, ჩვენ აუცილებლად შევისწავლით აღნიშნულ საკითხს და შესაბამისად, ვიმოქმედებთ კიდეც.

_ ბატონო ალეკო, აღნიშნული ბინაში მოუწესრიგებელია კანალიზაცია, არ არის დახურული ლიფტის უჯრედი, რამაც შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ადამიანებს.

_ ამგვარი პრობლემები მარტო მაგ ბინის მცხოვრებლებს არ აქვთ. ანალოგიური პრობლემების წინაშეა გაგარინის ქუჩაზე მდებარე ბინები, ასევე, ე.წ. "ზვანის" ბინები, ყველა შესასწავლია და ეტაპობრივად მოხდება ამ პრობლემების აღმოფხვრაც.

_ რუსთაველის ქუჩაზე #6-ში მდებარე ბინებზე რას გვეტყვით? წლების განმავლობაში მოსახლეობას თავზე აწვიმს. მათ იმედი არ აქვთ, რომ ეს პრობლემა ახალი ხელისუფლების მიერ მოგვარდება…

_ ვიცი, ვიცი… გუმბათის დადგმის დროს წარმოიშვა ეს პრობლემა. ტექნიკურად რთული შესასრულებელი სამუშაოა და არასწორად გაკეთდა. თარიღს ვერ დავასახელებ, როდის მოგვარდება პრობლემა, მაგრამ ვმუშაობთ აღნიშნულ საკითხზე, მზადდება პროექტი სამინისტროსთან შეთანხმებით და ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოგვარდეს. ანალოგიური პრობლემების წინაშე დგანან ქალაქ ოზურგეთში ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი ბინების მცხოვრებლებიც. ვმუშაობთ და ეტაპობრივად ყველაფერს გავაკეთებთ, _ გვითხრა ალეკო ბურჭულაძემ.

ამ თემაზე ქალაქ ოზურგეთის მერის ოფიციალური კომენტარი მოგვაწოდა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილებამ:

"ქალაქში სახურავის პრობლემა აქვს სულ 187 ოჯახს (მათ შორის, 28 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლია). ამის შესახებ, ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ პირადად ესაუბრა და წერილობით მიმართა ინფრასტრუქტურის მინისტრს. მერიის შესაბამისმა სამსახურებმა შეისწავლა მსგავსი ოჯახების მდგომარეობა, შეადგინეს მათი სია, მოამზადა ხარჯთაღრიცხვა, რომელიც, დაახლოებით, 700 000 ლარს შეადგენს და გადასცა შესაბამის სამინისტროს. მგონი, გასაგებია, რომ აღნიშნული პრობლემა საკმაოდ რთული გადასაჭრელია და ამას ადგილობრივი ბიუჯეტით ვერ შევძლებთ. მივიღეთ შესაბამისი პასუხი ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ საკითხის მოგვარება 2015 წლის ბიუჯეტიდან მოხდება. ასე რომ, ქალაქის მერია უყურადღებოდ არც ერთ ოზურგეთელს არც ერთი მიმართულებით არ ტოვებს და ყველა სამსახური სრული დატვირთვით მუშაობს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად აღმოფხვრას ყველა ის პრობლემა, რომელიც, ამა თუ იმ კუთხით, მძიმე პირობებს უქმნის თითოეულ ოზურგეთელს", _ აღნიშნულია ოფიციალურ კომენტარში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

რას არ ეკითხებიან ბიძინა ივანიშვილის მეგობარ საკრებულოს თავმჯდომარეს

"კვირის თემა" _ იმართება თუ არა ქვეყანა კულისებიდან

ყველა სიახლე

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო