გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქალაქ რუსთავში ვეფხვი იპოვეს არ დასტურდება. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს.
შსს-ში აცხადებენ, რომ ქალაქ რუსთავიდან 112-ში რამდენიმე ზარი შევიდა, რომ ქალაქში ვეფხვი შენიშნეს, თუმცა გამოძახებაზე მისულმა სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა ვერც მტაცებელი და ვერც მისი კვალი ვერ აღმოაჩნიეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ვეფხვს თბილისში ვაკე-საბურთალოს რაიონებში ეძებდნენ, თუმცა ძებნა უშედეგოდ დასრულდა.
ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამჟამად მხოლოდ ორი მტაცებელი ცხოველი იძებნება, ვეფხვი და აფრიკული აფთარი.