სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში მოხალისეები კვლავ აქტიურად მონაწილეობენ. მოხალისეობრივი საქმიანობის ფარგლებში, ახალგაზრდები შესაბამისი რაოდენობით, განაწილებულნი არიან რამდენიმე ლოკაციაზე.
კერძოდ, მერიის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, "მზიურის" ტერიტორიაზე 300 მოხალისე მუშაობს, სვანიძის ქუჩაზე – 60, ალიევის მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე – 100 ეგნატაშვილის ტანვარჯიშის დარბაზსა და სანაპიროს ქუჩაზე – 80, ხოლო ვაკე-საბურთალოს გზაზე – 120.
მერიის ინფორმაციით, მოხალისეთა რაოდენობა ლოკაციებზე დღის განმავლობაში იზრდება. მადლობას ვუხდით მოხალისეებს იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მათ შეაქვთ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის საქმეში და კიდევე ერთხელ მოვუწოდებთ სიფრთხილის ზომების დაცვისკენ. ანტიტეტანური ვაქცინაცია უფასოა.