საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, ილიაუნში გამოფენილ ღვთისმშობლის სურათის თემას გამოეხმაურა, რომელზეც ღვთისმშობელი პისტოლეტით ხელშია გამოსახული.
"წმინდა ილია მართლის უნივერსიტეტში არის გამოფენა, სადაც გამოსახულია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, რომელსაც პისტოლეტი უჭირავს და თავს იკლავს. ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი სარწმუნოებისა და საქართველოსი.
ძალიან მიკვირს, თუ როგორ დაუშვა ლექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ასეთი მკრეხელობა.
ასეთი შეურაცხყოფა, საქართველოში, ჯერ არ მომხდარა. საქართველო არის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და იმედი მაქვს, რომ გამოსწორდებიან", _ განაცხადა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.
შეგახსენებთ, რომ ნახატის ავტორი მხატვარი ლია უკლებაა, რომელმაც იგი ფემინიზმის თემას და 17 მაისის მოვლენებს მიუძღვნა.