https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კაპიტანი ეროვნული გვარდიიდან

10:02; 15.02.2016
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

_ გენერალმა მოგიკითხათ.

_ ძალიან დიდი მადლობა გადაეცით _ მიპასუხა და კმაყოფილს ოდნავ გაეღიმა. შევატყვე, ძალიან გაუხარდა.

გვარდიის გენერალ ლევან გამყრელიძის მოკითხვა ბიჭებს მალევე გადასცა…

საქართველოს ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების მეორე ოცეულის მეთაური 39 წლის კაპიტანი, თენგიზ თეთრაშვილია. დინჯი, გაწონასწორებული, მკაცრი გამომეტყველებით და სპორტული აღნაგობით. მოხდენილად ატარებს სამხედრო ფორმას…

ისეთია, ჩვენში რომ იტყვიან, "ჯიგრიანი, "ჯიშიანი… მშვიდი და აუღელვებელი. იშვიათად და ძალიან ცოტას ლაპარაკობს. ენაწყლიანი თანამოსაუბრის შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს, მაგრამ ნდობისა და კეთილგანწყობის მოპოვებას საუბრის პირველივე წუთიდან ახერხებს. ხვდები, რომ ზუსტად იცის, რა უნდა და რატომ.

ერთმანეთი ავღანეთში, "ბაგრამის" სამხედრო ბაზაზე გავიცანით. თანამებრძოლ "გვარდიელებთან" ერთად "სწრაფი რეაგირების ჯგუფშია. გვარდიელებს" ბაგრამზე "გარე სწრაფებს" ეძახიან. ბაზის პერიმეტრის უსაფრთხოებაზე აგებენ პასუხს და ამოცანას პირნათლად ასრულებენ. ამოცანა იოლი ნამდვილად არ არის. რამდენიმე კვირის წინ ჩვენი პარტნიორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლე იხსნეს.

ეს ინტერვიუ კი მორიგ დავალებაზე (შემოვლა, როგორც თავად ეძახიან) გასვლის წინ ჩავწერეთ.კაპიტან თენგიზ თეთრაშვილს ვთხოვე,  რამდენიმე წუთი დაეთმო.

თენგიზ თეთრაშვილი: _ სკოლა სოფელ დიღომში დავამთავრე 1996 წელს. შემდეგ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი _ 2001 წელს. სავალდებულო სამსახური საზღვრის დაცვის დეპარტამენტში გავიარე 1999 წელს _ მოტოსამანევრო ქვედანაყოფში. ორი წელი, 2003-2005 შინაგანი ჯარების მთავარ სამმართველოში ვიმსახურე. მას შემდეგ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ვმსახურობ… სხვადასხვა თანამდებობაზე… მყავს მშობლები, ერთი ძმა, მეუღლე და 7 წლის გოგო."

_ სამხედრო სამსახური რატომ აირჩიე, წინაპირობები ჰქონდა ამ ნაბიჯს?

_ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ მივხვდი, რომ გეგმა, რომელიც შეიარაღებულ ძალებში ჩემს დარჩენას არ ითვალისწინებდა 180 გრადუსით უნდა შემომებრუნებინა. უკვე ვიცოდი, რომ მინდოდა ქვეყნისა და საკუთარი ხალხის სამსახური. გამიჭირდება ახსნა, რას განიცდი ამ დროს, მაგრამ დამიჯერეთ, "სავალდებულოს" შემდეგ ეს ნაბიჯი არ გამჭირვებია… მშობლებმაც მხარი დაუჭირეს ჩემს გადაწყვეტილებას. დროც ისეთი იყო… შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ ქვეყნის მოქალაქემ არ უნდა გამოტოვოს ეს ეტაპი, იმის მიუხედავად, დარჩება თუ არა სამხედრო სამსახურში… ბავშვობაში ჩემს წარმოდგენებში, ხშირად დამინახავს საკუთარი თავი სამხედრო ფორმაში, შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ოცნება, რომელიც ამისრულდა. ახლა საკუთარ თავზე ვმუშაობ, რომ ღირსეულად ვიარო ამ მეტად საპასუხისმგებლო გზაზე.

_ როგორ შეაფასეს შენი გადაწყვეტილება მეგობრებმა?

_ მეგობრების ნაწილი ჩემს ნაბიჯს დადებითად შეხვდა. რამდენიმეს ჰქონდა კითხვები, მაგრამ დღეს ყველა ხვდება ჩემი გადაწყვეტილების სიმტკიცეს…  აქ ვიპოვე ჩემი თავი, აქ დავრწმუნდი ჩემს შესაძლებლობებში და მხოლოდ მე არა, ზოგადად, ჯარი არის ასეთი ადგილი…

_ გვარდიაში როგორ მოხვდი?

_ საქართველოს ეროვნულ გვარდიაში 2010 წლის დასაწყისიდან ვმსახურობ… 2011 წელს გამიშვეს (ეღიმება)… 2013 დავბრუნდი. უკვე სულ სხვა სიტუაცია დამხვდა გვარდიაში. დღეს თავს ჯარისკაცად ვგრძნობ… ზოგადად, ეროვნული გვარდიის ისტორია რად ღირს?! გზა საბჭოთა იმპერიიდან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. თითქმის არ არსებობს კონფლიქტი, რომელმაც ეროვნული გვარდიის მონაწილეობის გარეშე ჩაიარა. ეროვნული გვარდიის ბრძოლების მატიანე არის მატიანე ქართული საზოგადოების მრავალი თაობის ძალიან ნათელი არჩევანისა _ დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული საქართველოს სასარგებლოდ. ეს არის დიდი ისტორია, ერთი დიდი ოჯახი…

_ ავღანეთში როგორ მოხვდი?

_ ჩემი სურვილი და  ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება დაემთხვა. აქ ერთ-ერთი სერიოზული მისიის შესრულება გვაქვს დავალებული. ჩვენი პარტნიორების _ ამერიკელების, ჩეხების თუ სხვა ქვედანაყოფების დახმარება, რომლებიც ბაზა `ბაგრამზე~ იმყოფებიან… დაჭრილების ევაკუაცია და სხვა ნებისმიერი სახის ჩართულობა, რომელიც სიცოცხლის გადარჩენას უკავშირდება.

_ შენს თანამებრძოლებზე მომიყევი…

_ რაც შეეხება ჩემს თანამებრძოლებს, ჩემი ოცეულის ჯარისკაცებს, ჩემს მეგობრებს. ესენი არიან ბიჭები, რომლებსაც ვეყრდნობი და ყოველთვის მექნება მათი იმედი ბრძოლის ველზე. მათ ჩემს სიცოცხლეს ვანდობ. ეს ბედნიერებაა ჯარისკაცისთვის… ყველამ ზედმიწევნით ზუსტად იცის საკუთარი საქმე. ღირსეული ჯარისკაცები არიან. ჯერ არ ყოფილა ამოცანა, ვერ შეესრულებინოთ ან შესრულებაზე უარი ეთქვათ. პირიქით, როდესაც ერთი ჯგუფი დავალების შესასრულებლადაა, `დამსვენებელი ჯგუფი~ ყოველთვის ითხოვს, რომ დასახმარებლად გაუშვან. აქ ბევრი რამ ვისწავლეთ, ერთმანეთი ხელახლა აღმოვაჩინეთ, ერთმანეთი შევიძინეთ. დავაგროვეთ დიდი გამოცდილება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას უნდა მოვახმაროთ.

_ რა უხარიათ და რა სწყინთ ჯარისკაცებს ყველაზე მეტად და ადვილად?

_ რთული შეკითხვაა. არის ასეთი შეფასება "კარგი მებრძოლია. ჯარისკაცისთვის ეს, ალბათ, ყველაზე დიდი მოტივაციაა… ისე, ცოტა გვწყინს და ცოტა გვიხარია…

_ გსურს, რამე დაამატო იმ ყველაფერს, რაც უკვე გვითხარი?

_ ჩვენს დასაცავს, ჩვენს საომარს არავინ იომებს… ყველას ჩვენი წვლილი გვაქვს ქვეყნის დაცვის საქმეში. 

(R)

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10 სექტემბერი, 2026

ქართველები ავღანეთის "ცხელ მიწაზე"

არსებობს თუ არა ნაგავსაყრელის პრობლემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ყველა სიახლე

სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო