https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მსაჯები სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა შეიარაღებულმა პირებმა სცემეს

3:04; 24.04.2012
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

14 აპრილს, ზუგდიდში, “ბაია” _ “დინამოს” მატჩის დასრულების შემდეგ, მსაჯები სცემეს. მატჩს ფიფას მსაჯი ლაშა სილაგავა სჯიდა. მართალია, წარსულში საქართველოში უარესებიც მომხდარა, მაგრამ ვგონებთ, ეს პირველი შემთხვევაა, რაც ხელისუფლებაში “ვარდოსანი ხელისუფლების” მოსვლის შემდეგ, მსაჯებს შეიარაღებული ხალხი სცემდნენ. მანამდე ორი გახმაურებული ფაქტი მაინც მოხდა და ორივეში ხელისუფლების მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ _ პირველად, ქვემო ქართლის გუბერნატორმა, დავით კირკიტაძემ გაიწია მსაჯებისკენ და მათ რომ ვერაფერი გააგებინა, ტრიბუნაზე ავარდა და ვიპ-ლოჟაში მყოფი მატჩის დელეგატი ამირან კაჭახიძე ისე სცემა, როგორც ამბობენ, ტვინის შერყევაც მიაღებინა. მაშინ პოლიციური წარსულის მქონე კაჭახიძე არა მხოლოდ მატჩის დელეგატი იყო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სამსაჯო განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ითქვა, რომ კირკიტაძემ წასვლის შესახებ განცხადება დაწერა, მაგრამ პრეზიდენტმა არ დაუკმაყოფილა. სამაგიეროდ, დასაჯეს დაზარალებული კაჭახიძე _ სამსაჯო განყოფილებას კი არა, მთლიანად ფეხბურთს ჩამოაშორეს! მეორე ფაქტი, სპორტის სასახლეში მოხდა, როცა შსს-ს კალათბურთელთა გუნდის წევრმა მატჩის მსაჯ ქალბატონს, მაკა კუპატაძეს სახეში უთავაზა. კალათბურთელს მხარი თბილისის საპატრულო პოლიციის ბოსმა გიორგი გეგეჭკორმა აუბა და მსაჯისკენ რომ არ გაუშვეს, დაცვის თანამშრომელს გაარტყა. რა თქმა უნდა, არც გეგეჭკორი დასჯილა.

“მატჩის დამთავრების შემდეგ, მაყურებელი აგრესიულად იქცეოდა, იყო გინება მსაჯების მიმართ, რის გამოც დაგვჭირდა მინდორზე ლოდინი უსაფრთხოების მიზნით, სანამ საჯარისო ნაწილი უზრუნველყოფდა უსაფრთხო კორიდორს გასახდელამდე. გზაში გასახდელისკენ სამოქალაქო სამოსში მყოფმა ძალოვნებმა, რომელთაც ქამარში იარაღები ჰქონდათ გაჩრილი, იმის მაგივრად, რომ წესრიგი დაეცვათ, დაგვიწყეს გინება და ფურთხება. ამის შემდეგ, იგივე პირები, დაახლოებით 6 კაცი, შემოიჭრა მსაჯთა ოთახში ასევე გინებით და სახეში ფურთხებით. პირადად მე, ერთ-ერთმა მათგანმა მაგიდაზე მდგარი ჭურჭლიდან შემომასხა წყალი და დამიპირა ცემა, მაგრამ ოთახში მყოფმა მატჩის დელეგატმა ენუქი თევზაძემ და მეოთხე არბიტრმა ალექსი კრიჭაშვილმა სცადეს ჩემი დაცვა. ამის გამო, ბატონ ენუქის ერთ-ერთმა მათგანმა სახეში გაარტყა ხელი, ხოლო ალექსი კრიჭაშვილს ურტყეს წიხლები. ამის შემდეგ ისინი გინებ-გინებით გავიდნენ ოთახიდან,” _ ფიფას არბიტრის ლაშა სილაგავას მიერ დაწერილ ზუგდიდური მატჩის პატაკს სპორტულ ინტერნეტგამოცემა “მსოფლიო სპორტი” აქვეყნებს.

ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რა მოხდა ზუგდიდში 14 აპრილს და ვინ შეუვარდა გასახდელში მსაჯებს _ მორიგი ტურის შეხვედრაში ერთმანეთს “მეგობარი პრეზიდენტების” გუნდები დაუპირისპირდნენ _ ზვიად სიჭინავას “ბაია” რომან ფიფიას “დინამოს” მასპინძლობდა. მაპინძლებისთვის შედეგს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან არც უმაღლესიდან ვარდება და ვერც ევროსაგზურისთვის იბრძვის. სამაგიეროდ, ზედიზედ 6 მოუგებელი შეხვედრის შემდეგ, მორიგი წარუმატებლობა ხელს არ აძლევდათ ჯერაც ჩემპიონობისთვის მებრძოლ დედაქალაქელებს.

მატჩი “დინამოსთვის” კატასტროფულად დაიწყო და “ბაია” 2:0 იგებდა, თუმცა, “დინამომ” გაყაიმება მოახერხა და ეს დაუჯდათ მსაჯებს ძვირად. ზუგდიდელი ქომაგები მსაჯობით უკმაყოფილო დარჩენილან, არადა, სილაგავა, როგორც ვთქვით, ფიფას არბიტრია და მაღალი კვალიფიკაცია აქვს. როგორც ამბობენ, “ბაიასა” და საერთოდ, ფეხბურთის დიდი ქომაგია ადგილობრივი პოლიცმაისტერი და სხვა რამდენიმე მაღალჩინოსანი პოლიციელი, შესაბამისად, მსაჯობით ისინიც განაწყენებული ყოფილან. არავინ იცის, კონკრეტულად პოლიცმაისტერი შეუვარდა თუ არა მსაჯებს გასახდელში, მაგრამ აშკარაა, რომ “შავოსნებს” შავი დღე ადგილობრივმა სამართალდამცველებმა აყარეს. კულუარებში იმასაც ამბობენ, მსაჯმა, ტოტალიზატორების დაკვეთით, “დინამოს” მე-7 ფრე “დასვაო”, მაგრამ ეს ლოგიკას ძირითადად მოკლებულია, რადგან ასეთი რამ მართლაც რომ ყოფილიყო, მხოლოდ მსაჯის იმედზე ვერავინ გააკეთებდა. თანაც გასათვალისწინებელია, რომ სილაგავა საქართველოში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი პატიოსანი არბიტრი, რომელიც კარიერაზე ფიქრობს.

აქ ისმის ლოგიკური კითხვაც _ როგორ გაბედა ან თუნდაც რატომ გარისკა ლაშა სილაგავამ ამ ფაქტის გახმაურება? ქართველ მსაჯებს უარესიც გადაუყლაპიათ. ამ გახმაურებით კი იგი, ფაქტობრივად, ქართულ ფეხბურთს და მის მესვეურებს სკანდალში ხვევს. არაფერს ვამბობთ სამართალდამცველთა რეპუტაციის შელახვაზე. თქმა არ უნდა, სილაგავა სწორად მოიქცა, მაგრამ მან კარგად იცის დავით კირკიტაძისა და გიორგი გეგეჭკორის “საგმირო საქმეები” და ისიც, რომ 14 აპრილის ზუგდიდური მატჩის პატაკი მისი კარიერისთვის, შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს. ამის დასტურად თუნდაც მისი ყოფილი შეფის, ამირან კაჭახიძის შემთხვევაც კმარა!

რატომ გახმაურდა 14 აპრილის შემთხვევა რამდენიმე დღის დაგვიანებით? როგორც ჩანს, ამისთვის დრო თავად ლაშა სილაგავას დასჭირდა. სხვა შემთხვევაში, მომხდარ ფაქტზე ის 14 აპრილსვე ჩააყენებდა საქმის კურსში ფედერაციას. მსაჯი არ ასახელებს შეიარაღებული პირების ვინაობებს. არაა გამორიცხული, არც იცნობდეს მათ, თუმცა, შესაძლოა, უბრალოდ, სრულ გამწვავებაზე უარი თქვა.

თუმცა, მას ჩვენების მიცემა და დამნაშავე პირების ამოცნობა მოუწევს, რადგან ფაქტი რეზონანსულია და სამართალდამცველები იძულებულები არიან, გამოძიება დაიწყონ. ამასთან, ახსნა-განმარტებებს ფიფა-უეფაც მოითხოვს.

თუ როგორ დასრულდება ზუგდიდური სკანდალი, ამას მალე შევიტყობთ. ისე კი, დამნაშავე პირების დასჯაზე მეტად მსაჯის “ჩამოლაბორანტება” უფრო მოსალოდნელი რომაა, ეს არაერთხელ დამტკიცებულა “ვარდოსან საქართველოში”. ახლა ოფიციოზი მეტად რთულ სიტუაციაშია _ წესით, იძულებულია მსაჯებზე თავდასხმისთვის პასუხი მოთხოვოს დამნაშავე სამართალდამცველებს, ანაც აღიაროს, რომ სამეგრელოში ნამდვილად მოქმედებს არაოფიციალური შეიარაღებული ფორმირება.

ჩვენ კომენტარისთვის ერთ-ერთ დაზარალებულს, მატჩის დირექტორს ენუქი თევზაძეს დავუკავშირდით:

_ ბატონო ენუქი, ზუგდიდში მომხდარი სკანდალის შესახებ გირეკავთ. რა მოხდა?

_ თამაშის შემდეგ სამსაჯოში შემოვიდნენ პირები, რომლებმაც დაიწყეს გინება და შეურაცხყოფის მოყენება.

_ პირადად თქვენ მოგაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა?

_ არა, მე ვაშველებდი და თუ რომელიმეს დარტყმული შემთხვევით მომხვდა… ჩემს მიმართ არ ყოფილა აგრესია.

_ თქვენ ხობელი ხართ და მსაჯებზე უკეთ შეძლებდით ამოცნობას.

_ სამწუხაროდ, ვერ ამოვიცანი, ზუგდიდში ყველას ნამდვილად არ ვიცნობ.

_ რას ფიქრობთ, პოლიციელები იყვნენ?

_ ვერ გეტყვით! სამოქალაქო ფორმაში იყვნენ.

_ თან იარაღი ჰქონდათ ხომ?

_ სამოქალაქოში იყვნენ და იარაღი რატომ ექნებოდათ? არ დამინახავს. რაც დავინახე, იმას გეუბნებით.

ქართულ ფეხბურთში ისეთი შემთხვევებიც გვქონია, მსაჯები ქალაქებისა თუ რაიონების მერებს, გამგებლებს, პოლიციის უფროსებს, პროკურორებს უცემიათ, რიგით ჩინოვნიკებზე საუბარი არც არის. თავად ფეხბურთელთა მხრიდან მსაჯების ცემა კი საერთოდ “მიღებული” ამბავია, “ცხრა სართულს” გადაცილებული გინება და ახლობელ-ნათესავების “თბილად” მოხსენიება, ლამის ტრადიციადაა ქცეული. საფეხბურთო თემიდის მსახურები ცემა-გინებას ყველასგან (ფეხბურთელი, მწვრთნელი, გულშემატკივარი, პოლიციელი, ქალი, ბავშვი…) და ყოველთვის (მატჩამდე, მატჩის დროს და ნამატჩევს) უნდა მოელოდნენ. განსაკუთრებით მძიმე ამბები თამაშის შემდეგ, ე. წ. “მესამე ტაიმში” ხდება, “უფასო პლასტიკური ოპერაცია” არა ერთ მსაჯს გაუკეთეს, ტვინის შერყევაც ბევრს “აკიდეს”, დასისხლიანება-“დასინიაკების” შემთხვევებიც მრავლად იყო.

ალბათ, მკითხველს დააინტერესებს იმის გახსენება, თუ რა ხდებოდა ზემოთ აღნიშნულ ინციდენტამდე ქართულ სტადიონებზე.

თბილისი _ პროვინციულ ქალაქებთან შედარებით, დედაქალაქის სტადიონებზე ექსცესები ნაკლებად ხდება. თავიდან “სინათლის” სტადიონი “აქტიურობდა” _ იქ მსაჯები ორჯერ მაშინ სცემეს, როცა ამისთვის გუნდებს ქულებს აკლებდნენ და საკუთარ “მერანს” მინუს 7 ქულაც “აჰკიდეს”, თუმცა, თბილისური მატჩების მთავარი სკანდალი ეროვნულ სტადიონზე _ “დინამო”-“ლოკომოტივის” შეხვედრაში დაფიქსირდა: გურამ ასკარ-ოღლის პენალტის დანიშვნა ცემად დაუჯდა _ მას გვარიანად ურტყეს და უხერხულ ადგილზეც ამოარტყეს, რის გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ქუთაისი _ ბოლო დროს, ქუთაისელი გულშემატკივრები გამოსწორების გზას ადგანან და რაიმე განსაკუთრებული არეულობა ქუთათურთა არენაზე არ მომხდარა, მაგრამ საწყის ჩემპიონატებში იმერეთის მთავარ ქალაქში სტუმრობა იოლი არავისთვის იყო _ იქ მსაჯების გარდა, მეტოქე გუნდებსაც არ ინდობდნენ, განსაკუთრებით ლიდერებს არ წყალობდნენ _ ჯერ იყო და ლანჩხუთელ ფეხბურთელებს ნამატჩევს “რეიკები” და არმატურები ურტყეს, რის შედეგადაც “გურიის” კაპიტანმა ბადრი დანელიამ გონება დაკარგა და მკვდარიც ეგონათ. ეს ამბავი ქუთათურებს შერჩათ, სამაგიეროდ, მკაცრად დაისაჯნენ მაშინ, როცა “დინამოს” ფეხბურთელებს გასახდელში შეღწევამდე “ქვების წვიმაში” მოუხდათ გავლა.

წყალტუბო _ საკურორტო ქალაქში რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა, თუ კურიოზულ შემთხვევას არ ჩავთვლით _ “სამგურალი” 0:4-ს აგებდა და ერთ ეპიზოდში, გიორგი კალანდიამ მასპინძლები დააჯარიმა. წყალტუბოელი მუშკუდიანი მსაჯს მიეჭრა შეძახილით _ თავს მოგაჭამო! და ლოყაზე ისე უკბინა, კალანდიას სისხლი წამოუვიდა და შესაცვლელი გახდა. “კანიბალი” მოთამაშე ერთი წლით “დაასვენეს”, რაზეც ცნობილმა კომენტატორმა, ნუგზარ ჯუღელმა შენიშნა _ ერთი წელი მსაჯები თავის მოჭმისგან დაზღვეულები იქნებიანო.

სამტრედია _ ეროვნულ ჩემპიონატებში პირველი სკანდალი სწორედ ამ ქალაქში დაფიქსირდა: “სანავარდო” _ ხობის “კოლხეთის” მატჩის შემდეგ, იმერელმა ფანებმა მსაჯების ლინჩის წესით გასამართლება მოისურვეს. საბედნიეროდ, ვერ მოახერხეს. აქ სიკვდილს გადაურჩა თამაზ ლაცაბიძე _ იგი მოედნის დამწრეტ ქვის ვიწრო არხში ჩააგდეს და უმოწყალოდ სცემეს. იმ დღეს “სამტრედია” უმაღლესიდან გავარდა, თამაზ ლაცაბიძე კი _ საავადმყოფოში მოხვდა.

ლანჩხუთი _ გურული ქომაგის მოთმინებიდან გამოყვანა ძნელია, მაგრამ თუ განაწყენდნენ, ვაი… მსაჯებს! “ევგრაფი შევარდნაძეზე” განსაკუთრებით მათ არ წყალობენ. პირველი სკანდალი პირველივე ჩემპიონატში დაფიქსირდა, როცა ქუთათურებზე განაწყენებულმა გურულმა ფანებმა “ტორპედოს” ავტობუსს მინები ქვებით ჩაულეწეს. მსაჯებიდან ლანჩხუთში სასტიკად სცემეს ქვეყნის #1 არბიტრი თამაზ ლაცაბიძე. სხვა მცირე ექსცესებიც ყოფილა, მაგრამ “ძველი ბლატებისა” და მერაბ ჟორდანიას პერსონის გათვალისწინებით, “გურია” ყოველთვის იოლად გამოდიოდა ამ ამბებიდან. კიდევ ერთი “კურიოზული” შემთხვევა ახსოვს “ევგრაფი შევარდნაძეს” _ ერთ-ერთ შეხვედრაში მოედანზე შეიჭრა წარმოშობით ლანჩხუთელი და იმ დროს სტუმართა გუნდის _ წნორის “მილანის” პრეზიდენტის მეუღლე და ქალბატონმა არბიტრს ავთო შალამბერიძეს ისეთი სილა გააწნა, მსაჯს სახე სისხლით შეეღება!

ოზურგეთი _ გურიის მთავარი ქალაქი თავიდანვე სიმშვიდით გამოირჩეოდა, თუ არ ჩავთვლით კენჭების სროლას და მცირე ექსცესს, მაგრამ მესამე ჩემპიონატში “სამტრედიასთან” შეხვედრაში ფანებმა ისეთი ამბავი ატეხეს, “დედა შვილს არ აიყვანდა”. ამის გამო “მეგობრობას” სეზონის ბოლომდე დისკვალიფიკაცია მისცეს, რაც იმ სეზონში გურულთა ქვედა ლიგაში დაქვეითების მთავარი მიზეზი გახდა.

ზუგდიდი _ სამეგრელოში ყველაზე ცხელ წერტილად ეს ქალაქი მიიჩნევა. ზუგდიდში მსაჯებსაც უჭირთ და სტუმარ გუნდსაც. 1991-ში აქ მასპინძელი და ხობელი ქომაგები ერთმანეთს წაეკიდნენ, ჩხუბში მოთამაშეებიც ჩაერთნენ და შეხვედრა შეწყდა. 1999 წელს კი ახალგაზრდა არბიტრს, ალექსანდრე კრიჭაშვილს უხერხულ ადგილას ჩაარტყეს და იგი შესაცვლელი აღმოჩნდა _ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხობი _ როცა ხობელებს კლუბი უმაღლეს ლიგაში ჰყავდათ, ყველაზე “ცხელი წერტილი” სწორედ ეს ქალაქი გახლდათ. მეგრელებს მსაჯები ორჯერ შემოელახათ, ბოლო შემთხვევა ყველაზე შემაშფოთებელი იყო _ მსაჯი ალექსანდრე მეშკოვი ჯერ დაუნდობლად სცემეს, შემდეგ კი მსაჯებსა და მატჩის ინსპექტორს გაუპატიურებით დაემუქრნენ. მაშინ ეს საქმე პოლიცია-პროკურატურას გადაეცა, “კოლხეთის” არენას კი გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია “გამოუწერეს”.

ფოთი _ აქაური გულშემატკივრები თავისებური ტემპერამენტით გამოირჩევიან და ერთი შეხედვით, აგრესიულებიც არიან. თუმცა, “ფაზისის” “ცხელ წერტილად” შერაცხვა მაინც არ გამოვა _ აქ ქომაგებმა სულ რამდენჯერმე შესცოდეს. პირველად ჩემპიონობაზე მებრძოლ “სამტრედიასთან” სტადიონზე “ბეტეერი” აამუშავეს (არეულობის დრო იყო) და მსაჯებსა და მეტოქეზე გავლენა მოახდინეს, ერთხელაც კი “თეთრპლაშჩიანმა პროკურორმა” იგივე გურამ ასკარ-ოღლის მოედანზევე მოუწყო ცემა-ტყეპა. ერთხელ კი, “კოლხეთი”-“გურიის” მატჩის შესვენებაზე, ელგუჯა სილაგავას პირში ავტომატის ლულა ჩაუდეს და მანაც მეორე ტაიმში “გურიის” კარში პენალტი “გამოიგონა”.

ბათუმი _ აჭარის მთავარ არენაზე მოსული ქომაგი აგრესიულობით არასდროს გამოირჩეოდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იქაური სამართალდამცველები ყოველთვის მობილიზებულები არიან და მსაჯები და ფეხბურთელები მოედნიდან უვნებლად გაჰყავთ. თუმცა, ერთხელ, ბათუმში ლანჩხუთელ არბიტრს ოთარ გუნთაძეს მაინც “მოხვდა”.

თელავი _ კახელმა ფანებმა ერთი ორიგინალური შემთხვევით დაიმსახურეს ყურადღება _ ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ, თელაველებმა მერაბ მალაღურაძეს “მასწავლებლობა მოუნდომეს” და “ცუდად მსაჯობისთვის” არც მეტი, არც ნაკლები, ყური აუწიეს. კახეთში სტუმრებს ტრადიციულად უჭირდათ, აი, მაგალითად, წნორში, ერთ სეზონში მხოლოდ “გურიამ” მოიგო და იქაური “მილანს” უმაღლესის საგზური საკუთარი ქომაგების წინ აართვა. კახეთიდან მშვიდობიანად გამოღწევას “გურია” მაშინ შს მინისტრის გურულ მოადგილეს _ ზურაბ ჩხაიძეს უნდა უმადლოდეს, რომელსაც წნორში სპეცრაზმის გაგზავნა, როგორც ამბობენ, ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა, მერაბ ჟორდანიამ თხოვა.

რუსთავი _ კირკიტაძის მიერ კაჭახიძის ცემის გარდა, რუსთაველი ქომაგი სიმშვიდით გამოირჩეოდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ აქამდე არც ერთი გუბერნატორი მსაჯებისა და მათი დამკვირვებლის ცემაში არ დაუდანაშაულებიათ!

ბოლნისი _ ერთ-ერთი რთული ქალაქია მსაჯებისთვის. რამდენჯერმე ისინი უცემიათ კიდეც, ყველაზე სკანდალური კი მაინც ის შემთხვევა იყო, როცა ლაინსმენი ისე სასტიკად სცემეს, შესაცვლელი გახდა. კურიოზული შემთხვევებიდან იმ ფაქტის გახსენება ღირს, როცა გულშემატკივარი შუა თამაშზე მოედანზე შეიჭრა და მსაჯს ჭკუის დარიგება დაუწყო.

გორი _ აქაური ქომაგები რომ აქტიურობენ, ასეთი, ალბათ, საქართველოში არსად არ ხდება. გინება, იცოცხლეთ, “ათეულობით სართულებიანი” იციან. მსაჯებთან ერთად, მეტოქე გუნდის წევრებსაც აგინებენ და ამას ნომრების მიხედვით აკეთებენ. ასეთი უწმაწურ პუბლიკას, სხვაგან, ნაკლებად ნახავ, თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვან ექსცესამდე საქმე არ მისულა და მხოლოდ გინებისთვის სტადიონებს რომ სჯიდნენ, ეროვნული ჩემპიონატების ჩატარება საზღვარგარეთ მოგვიწევდა.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10 სექტემბერი, 2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლაშა ტალახაძე დიდ სპორტს დაუბრუნდა – ცნობილია, სად იასპარეზებს ქართველი ძალოსანი

10:24; 6 სექტემბერი, 2026
სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი მოიგო

00:45; 1 სექტემბერი, 2026
სპორტი

ოქროს მედალი და მე-6 ადგილი: ლევან ძიმცეიშვილმა და გიორგი კეკელიძემ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს

21:34; 23 აგვისტო, 2026

მინდია გულუას განცხადებით, მას უთვალთვალებენ

კონტროლის პალატამ დაკითხვების ახალი ტალღა დაიწყო

ყველა სიახლე

პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10.09.2026
საზოგადოება

მელექედურის საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

განათლებიდან შესაძლებლობებამდე – რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი

14:20; 10.09.2026
ფინანსები

აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები

13:28; 10.09.2026
სამართალი

დღეს ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

12:56; 10.09.2026
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

11:40; 10.09.2026
საზოგადოება

საჭამიასერი _ სოფელი გზის, წყლისა და ახალი სკოლის მოლოდინში

10:35; 10.09.2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10.09.2026
საზოგადოება

სად შემცირდა და სად მოიმატა სოციალურად დაუცველთა რიცხვმა გურიაში

10:23; 10.09.2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10.09.2026
საზოგადოება

პენიტენციური სამსახური თამაზ ელიზბარაშვილის შიმშილობისა და პატიმრობის პირობების შესახებ განცხადებას ავრცელებს

9:37; 10.09.2026
სამართალი

აზერბაიჯანში საბაგიროზე მომხდარ ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

9:28; 10.09.2026
სამართალი

ავტომობილი ახალგაზრდას დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა

9:20; 10.09.2026
მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო