https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომა უკანონოდ დახურა

3:04; 24.04.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მიუხედავად იმისა, რომ დახურვის მიზეზის განმარტებას ხუნდაძეს კანონი ავალდებულებდა, განკარგულებაში ამაზე არაფერია ნათქვამი. ჩვენს ოფიციალურ წერილზე, რა გახდა სხდომის დახურვის მიზეზი, ხუნდაძის პასუხი ასეთია: “გაცნობებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების 51-ე მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად, რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვისთანავე სხდომა ცხადდება დახურულად (იხურება).”

საკრებულოს დებულების 51-ე მუხლში წერია: “საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს კვარტალური სამუშაო გეგმით გაუთვალისწინებელი საკითხის (საკითხების) განსახილველად: ა) საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით; ბ) საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით; გ) საკრებულოს ფრაქციის წინადადებით; დ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%-ის მოთხოვნით.

2. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა წერილობითი ფორმით გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთებას, დღის წესრიგს და რიგგარეშე სხდომის ჩატარების თარიღს”.

რაც შეეხება ხუნდაძის მიერ მითითებულ მეხუთე პუნქტს, მასში წერია: “საკრებულოს რიგგარეშე სხდომა განიხილავს მხოლოდ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს. რიგგარეშე სხდომა იხურება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვისთანავე”.

როგორც გავარკვიეთ, აღნიშნული რიგგარეშე სხდომა საკრებულოს თავმჯდომარემ მოიწვია: “გაცნობებთ, რომ “ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ” მიღებულ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 12 მარტის #2/2-477 მომართვის და საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის გამო, საკრებულოს დებულების 51-ე მუხლის 1 პუნქტის საფუძველზე, მოვიწვიე საკრებულოს რიგგარეშე სხდომა,” _ გვწერს ხუნდაძე.

სხდომაზე კი შემდეგი საკითხები განიხილეს: “ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 დეკემბრის #65 დადგენილებაში “ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” (მომხსენებელი ზურაბ ჩანტლაძე); ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 დეკემბრის #76 განკარგულებაში “ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე” (მომხსენებელი ვლადიმერ გოგიბერიძე) და “ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე” (მომხსენებელი მალხაზ დოლიძე).”

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისი ხელმძღვანელი, თამაზ ტრაპაიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სხდომის დახურვისას, აუცილებლად მითითებული უნდა იყოს კონკრეტული მიზეზი; საჯარო სხდომის დახურვა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ განიხილება საიდუმლო ინფორმაცია ან მიიღება გადაწყვეტილება საიდუმლო ინფორმაციაზე დაყრდნობით: _ საკრებულოს სხდომა, როგორც წესი ღიაა, მაგრამ, შესაძლებელია, სხდომა გამოცხადდეს დახურულად საკრებულოს განკარგულებით, თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მონაცემების გახმაურება აკრძალულია ან შეზღუდულია კანონით.

როგორც გამოთხოვილი ინფორმაციიდან ჩანს, ჩოხატაურის საკრებულოს მიერ 2012 წლის 14 მარტის დახურულად გამოცხადებული რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით განსახილველი საკითხები საჯაროა. ამ მონაცემების გახმაურება არა თუ აკრძალული ან შეზღუდულია კანონით, არამედ, საკრებულოს კანონით ევალება მისი საჯაროდ განხილვა.

_ ბატონო თამაზ, როგორია სხდომის დახურულად გამოცხადების წესი?

_ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოაცხადოს მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას _ აგრეთვე მისი დახურვის შესახებ. თუ საკითხი მოითხოვს სწრაფად განხილვას, ანუ სახეზეა გადაუდებელი აუცილებლობა, კოლეგიური საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, ჩაატაროს სხდომა ზემოაღნიშნული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას _ აგრეთვე მისი დახურვის შესახებ.

ამასთან, კოლეგიურმა საჯარო დაწესებულებამ რეესტრში უნდა შეიტანოს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად გამართული სახელობითი კენჭისყრის შედეგები; აგრეთვე, სხდომის ოქმის მონაცემები შემდეგი წესით _ კოლეგიური საჯარო დაწესებულების დახურული სხდომის ოქმის გონივრულ ფარგლებში გამოცალკევებადი ნებისმიერი ნაწილი უნდა გამოქვეყნდეს. ასეთ შემთხვევაში ინფორმაციის გამოქვეყნებისას მიეთითება პირი, რომელმაც გაასაიდუმლოვა ინფორმაცია, ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევის საფუძველი და გასაიდუმლოების ვადა.

მარტივი ენით რომ ავხსნათ, დახურული სხდომა შეიძლება გაიმართოს იმ შემთხვევაში, თუ განიხილება საიდუმლო ინფორმაცია ან მიიღება გადაწყვეტილება საიდუმლო ინფორმაციაზე დაყრდნობით. ამასთან, კოლეგიალურ ორგანოს კანონი ავალდებულებს, რომ ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევის საფუძველი და ვადა მაინც, ყველა შემთხვევაში უნდა იქნას გამოქვეყნებული.

_ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნავს, რომ სხდომა დახურულად გამოცხადდა საკრებულოს დებულების 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. წარმოადგენს თუ არა ეს მუხლი სხდომის დახურვის საფუძველს?

_ რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ, ნონსენსია, ზემოხსენებული ნორმა წარმოვადგინოთ, როგორც სხდომის დახურვის საფუძველი. აღნიშნული პუნქტში იკითხება შემდეგი: საკრებულოს რიგგარეშე სხდომა განიხილავს მხოლოდ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს. რიგგარეშე სხდომა იხურება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვისთანავე.

როგორც ვხედავთ, ნორმით განსაზღვრულია, რომ რიგგარეშე საკრებულოს სხდომა შემოიფარგლება მხოლოდ დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხით და ამის შემდეგ სხდომა იხურება, ანუ მთავრდება. “სხდომა იხურება” _ არანაირად არ ნიშნავს სხდომის დახურულად გამოცხადებას.

_ თქვენი აზრით, რამ განაპირობა დებულების ამ მუხლის ასეთი სახით გაგება?

_ არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში დასაშვებია რამდენიმე ვარიანტი: უკეთეს შემთხვევაში, დაბალი კვალიფიკაცია. უარეს შემთხვევაში, კანონის შეგნებული იგნორირება და თავისთავზე მორგების მცდელობა. ყოველ შემთხვევაში, სახეზეა გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩაურთველობის მცდელობა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ავტორიზაცია წარმატებით გაიარეს

მსაჯები სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა შეიარაღებულმა პირებმა სცემეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

საჭამიასერი _ სოფელი გზის, წყლისა და ახალი სკოლის მოლოდინში

10:35; 10.09.2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10.09.2026
საზოგადოება

სად შემცირდა და სად მოიმატა სოციალურად დაუცველთა რიცხვმა გურიაში

10:23; 10.09.2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10.09.2026
საზოგადოება

პენიტენციური სამსახური თამაზ ელიზბარაშვილის შიმშილობისა და პატიმრობის პირობების შესახებ განცხადებას ავრცელებს

9:37; 10.09.2026
სამართალი

აზერბაიჯანში საბაგიროზე მომხდარ ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

9:28; 10.09.2026
სამართალი

ავტომობილი ახალგაზრდას დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა

9:20; 10.09.2026
მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9.09.2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9.09.2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9.09.2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9.09.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო