https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ღმერთო გადამარჩინე,” “გადაურჩა სიკვტილს?”- გურიაში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა

11:05; 2.05.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა საბამ (ჟღენტი) ტრადიცია არც წელს დაარღვია და აღდგომას დღეს შუხუთელებისთვის ბურთი 17:03 წუთზე ააგდო, მანამდე კი თოფი გავარდა, რაც იმის ნიშანია, ქვემო და ზემო შუხუთელებმა ლელოს თამაში დაიწყეს.

მამა საბამ ბრბო წამებში დატოვა და ეკლესიის ეზოში გადაინაცვლა.

“არ არის გამორიცხული აქ ჩამოვარდეს ბურთი და უცებ უნდა მოვახდინო რეაგირება. ეკლესიის ეზო არ გადათელონ.” – გვითხრა დეკანოზმა საბამ.

მისივე თქმით, 18 წელიწადია შუხუთის ცენტრში აღდგომა დღეს ბურთი გამოაქვს და სოფლის ცენტრში აგდებს.

მისივე თქმით, ამ თამაშს ქრისტიანობასთან არანაირი კავშირი აქვს, უბრალოდ იმ დღეს სოფლის მცხოვრებლებისთვის გამოაქვს ბურთი, რის შემდეგ იწყებს ზემო და ქვემო შუხუთულები პირველობისთვის ბრძოლას.

“სოფლის მრევლია და უყვართ, როდესაც ეს ტრადიციული თამაში ყოველ წელს ტარდება. საერთოდ, ძველად სოფლის თავკაცები აგდებდნენ ბურთს. დღეს ეს თავკაცობა და ბატონ-ყმობა აღარ არის და ასე გამოდის, რომ მე მაქვს ახლა უპირატესობა. თვითონ ახალგაზრდები მთხოვენ ბურთი მე ავაგდო და მათ გასახარებლად ვაკეთებ.” – გვითხრა დეკანოზმა საბამ.

მანვე გაგვიმხილა, რომ ვიდრე მოძღვარი გახდებოდა, ლელო ბურთში აქტიურად იღებდა მონაწილეობას.

                                                                ისტორიის კვალდაკვალ

ისტორული წყაროების მიხედვით ლელოს ტრადიცია სათავეს შუხუთფერდის ბრძოლიდან იღებს. ეს იყო  ბრძოლა რუსეთის იმპერიისა და ოსმალეთის იმპერიის ჯარებს შორის ყირიმის ომის (1853-1856) დროს. ბრძოლა გაიმართა 1854 წლის 20 მაისს, გურიის სოფლების ნიგოითისა და შუხუთის მიდამოებში და რუსეთის იმპერიის ძალების გამარჯვებით დასრულდა.

1854 წელს ოსმალებმა ფართო ფრონტით დაიწყეს შეტევა ბათუმიდან, ანაკლიიდან და სოხუმიდან. ოსმალების ბათუმის კორპუსს, რომელსაც სელიმ-ფაშა მეთაურობდა, ოზურგეთ-ქუთაისის გავლით თბილისის მიმართულებით უნდა ემოქმედა. სელიმ-ფაშა 34 ათასი მებრძოლით მდინარე ჩოლოქს, რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიების საზღვარს მიადგა.

სელიმ-ფაშას რაზმი შედგებოდა მოხალისეთაგან (ბაში-ბუზუკები), რომლებსაც ეთნიკურად ქართველი ჰასან-ბეგი თავდგირიძე მეთაურობდა. რუსეთის იმპერიის მხრიდან ახალციხე-გურიის რაზმის უფროსად დანიშნული იყო გენერალ-ლეიტენანტი ივანე ანდრონიკაშვილი. ნიგოითიდან ქუთაისისკენ მიმავალ გზას იცავდა პოდპოლკოვნიკი ნიკოლოზ ერისთავი 2 ბატალიონითა და 4 ქვემეხით. ოსმალები შეიარაღებულნი იყვნენ ინგლისური იარაღით, ხოლო რუსების რეგულარული ჯარი და ქართველებით დაკომპლექტებული მილიცია _ კაჟიანი თოფებით.

სელიმ-ფაშას 12-ათასიანმა რაზმმა გადაკვეთა მდინარე ჩოლოქი, შემდეგ მდინარე სუფსა, ბრძოლით გაიარა სოფლები აკეთი, მამათი, ლანჩხუთი და შეუტია თავად მაჭუტაძეების სასახლეს ნიგოითში. 27 მაისს ნიკოლოზ ერისთავი მოულოდნელად თავს დაესხა მტერს და ხელჩართული ბრძოლა გაუმართა. ოსმალებმა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს და უკუიქცნენ. რუსეთის იმპერიის რეგულარულმა ჯარმა და ქართველთა მილიციამ მტერს მძიმე მარცხი მიაყენა. ჰასან-ბეგ თავდგირიძე ბრძოლის ველზე აზნაურმა ერასტი ჭყონიამ მოკლა. სელიმ-ფაშამ მოკლულთა და დაჭრილთა სახით 3 ათასი მებრძოლი დაკარგა, ერისთავის რაზმმა _  600.

ნიგოითის ბრძოლამ საშუალება მისცა გენერალ ანდრონიკაშვილს ოზურგეთისკენ დაძრულიყო. სელიმ-ფაშამ ქალაქი მიატოვა და ჩოლოქის მარცხენა მხარეს, გაღმა ქაქუთში დაბანაკდა, რასაც მოჰყვა ჩოლოქის ბრძოლა.

ნიგოითის ბრძოლა და ჰასან-ბეგ თავდგირიძის სიკვდილი ასახულია ხალხურ სიმღერაში “ხასანბეგურა”.

“გადაურჩა სიკვტილს?”

წელს პირველობისთვის ორთაბრძოლა სამი საათზე მეტი გააგრძელდა. ყველა დაიღალა, მაგრამ შუხუთს არავინ  ტოვებდა. ყველას აინტერესებდა  ვინ მოიგებდა თამაშს. თამაში კი მეტად დაძაბულ ვითარებაში წარიმართა.

“გადაურჩა სიკვტილს?”, “ღმერთო გადამარჩინე”, “აი ერთი გადავრჩე და მომავალ წელს ჩემი ფეხი არ იქნება აქ”, “ამდენი ხალხი, რომ გროვდება სათამაშოდ, მუშაობის დროს სად არიან?” – ეს იმ ფრაზების ნაწილია, რომელსაც ლელო ბურთის დროს გაიგონებთ.

“ყანა მაქვს დასამუშავებელი, მაგრამ კაცი-შვილი ჩემი პატრონი არ არის. ყველას ეზარება მუშაობა, სათამაშოდ და სასიკვდილოდ ყველა გამოვიდა შუხუთის ცენტრში და კი ხედავ რა დღეში არიან”, – გვითხრა 70 წლის ქალბატონმა.

“თუ მითამაშია ლელო? ახალგაზრდობაში ამის მეტს რას ვაკეთებდი, სულ ვმონაწილეობდი ლელოში. დღეს, რომ აკეთებენ ახალგაზრდები ისე არ ვაკეთებდით, ერთ წვეთ ღვინოს არ ვსვამდით და ისე გამოვდიოდით სათამაშოდ. მთვრალ კაცს ვერ დაინახავდი.” – თქვა ჩვენთან საუბრის დროს შუხუთში მცხოვრებმა ივანე ორაგველიძემ.

“ფხიზელი ვინ შევა ლელო ბურთის სათამაშოდ აბა?” – ამბობს ზაურ ჭკუასელი.

“ეს უძველესი ტრადიციული თამაშია ჩვენს სოფელში. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი თამაში დასავლეთ საქართველოში მხოლოდ შუხუთში ტარდება. ახლა უფრო ფართო მასშტაბით ტარდება ეს თამაში. შუხუთელების გარდა სხვა სოფლებიდან და რეგიონებიდან არიან ჩამოსულები და თამაშობენ.” – გვითხრა ციული მზეკალავამ.

“ჩვენ  ყოველთვის ვიგებდით ქვემო შუხუთელები და დღესაც ასე იქნება.“ – ასეთი პროგნოზი გააკეთა თამაშის დამთავრებმდე რეზო ორაგველიძემ.

“ვარ ახლა და ვუყურებ, როგორ თამაშობს ჩემი შვილი. 10 წელზე მეტია, რაც თამაშობს. ახლა გამოვიდა წრიდან, წყალი მივაწოდე და შევიდა ისევ სათამაშოდ. დეიხოცენ, ისეთი თამაშია. უმეტესად იგებენ და ვნახოთ დღეს რა იქნება” – გვითხრა თინა ტუღუშმა.

“ორი წელია ეხმარება ჩემი გოგო თამაშის დროს მეგობრებს. საერთოდ ძველად ქალები ეხმარებოდნენ მამაკაცებს თამაშის დროს, აწვებოდნენ, გარედან ხდება ეს დახმარება, აბა შიგ წრეში ვინ შევა ისეთი ამბავი ტრიალებს.” -თქვა სოფლის მკვიდრმა დარეჯან ბაგრატიონმა.

მოყვარული ფოტოგრაფი, დავით დათიაშვილი ლელო ბურთს მეორედ ესწრება.

 “უკვე მეორე წელია დავდივარ შუხუთში. ლელო ბურთზე გადაღებულ ფოტოებს კი ფეისბუქზე ვაქვეყნებ. შარშან ტრაგიკულად დასრულდა თამაში, ერთი ადამიანი გარდაიცვალა თამაშის დროს და ეს ძალიან განვიცადე. საერთოდ მისტიურ თამაშს გავს ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე, ყოველ წელს იზრდება უცხოელების რიცხვი ლელოს საყურებლად.”

 წელს ლელობურთის გამარჯვებული ქვემო შუხუთელები გახდნენ. თამაშის დასრულებისთანავე ლელობურთის მონაწილეებმა  ბურთი ოთარ იმნაიშვილს საფლავზე მიიტანეს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ოზურგეთში ღვთიური ცეცხლი "ქართული ოცნების" კანდიდატმა შემოიტანა

"ფული რომ იყოს და კარგი ამბავი რომ იყოს, არც მივიღებდი მონაწილეობას" _ აკაკი ჩხაიძე სამომავლო გეგმებზე "გურია ნიუსთან" ალაპარაკდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

გოგებაშვილის ქუჩაზე შესრულებული სამუშაოებით უკმაყოფილოები არიან

9:01; 11.09.2026
საზოგადოება

 თხილის ყველაზე ცუდი ფასი ბოლო წლების განმავლობაში

8:57; 11.09.2026
საზოგადოება

10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა – „პარვუს ჯგუფის“ მილოცვა კოლეგებს, დარგის სპეციალისტებსა და მომავალ ენერგეტიკოსებს

20:39; 10.09.2026
21-ს ქვევით

96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

20:24; 10.09.2026
საზოგადოება

3.5 მილიონი ლარი ორი საბავშვო ბაღისთვის _ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ახალი ტენდერი გამოცხადდა

19:53; 10.09.2026
საზოგადოება

სეს-მა აჭარაში, იმერეთსა და შიდა ქართლში დარღვევები და არალეგალური საწარმო გამოავლინა

17:57; 10.09.2026
პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10.09.2026
საზოგადოება

მელექედურის საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

განათლებიდან შესაძლებლობებამდე – რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი

14:20; 10.09.2026
ფინანსები

აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები

13:28; 10.09.2026
სამართალი

დღეს ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

12:56; 10.09.2026
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

11:40; 10.09.2026
საზოგადოება

საჭამიასერი _ სოფელი გზის, წყლისა და ახალი სკოლის მოლოდინში

10:35; 10.09.2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო