ოზურგეთის საკათედრო ტაძარში პარაკლისი ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა ცერცვაძემ დაგვიდასტურა. "დღის სამ საათზეა დაგეგმილი პარაკლისის გადახდა." – თქვა "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბრის დროს ხათუნა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ასევე თბილისში, "ოჯახის სიწმინდის" დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაში მიიღებენ მონაწილეობას გურიიდან ჩასულ მრევლი და სამღვდელოება.
მსვლელობა ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ აწყურის ღვთისმშობლის ხატით გაიმართება.