https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პატიმართა წამების შემთხვევების გამოძიების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია ხელმიუწვდომელია- IDFI

15:12; 12.12.2014
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის – IDFI განცხადებით, სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაცია პატიმართა წამების შემთხვევების გამოძიების შესახებ კვლავაც ხელმიუწვდომელია.

აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაცია კვლევას აქვეყნებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"წლების განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველი, ისევე როგორც უფლებადამცველები, მრავალი არასამთვრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაცია, მიუთითებდა საქართველოს ხელისუფლებას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პატიმართა მძიმე ყოფაზე, პრობლემებზე, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ გამოცემული მასშტაბური კვლევის თანახმად გამოკითხულ პატიმართა უმრავლესობა (50-85%) აცხადებს, რომ მათ შეემთხვათ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, რესპოდენტთა 75,4% აცხადებდა, რომ მათ ფიზიკურად აწამებდნენ, ხოლო 84,2% კი მიუთითებს, რომ ისინი იყვნენ ფსიქიკური წამების მსხვერპლნი. ჩატარებული გამოკითხვის ფარგლებში დაფიქსირდა, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების ფაქტები არ წარმოადგენდა ერთი რომელიმე კონკრეტული სასჯელაღსრულებითი ან სხვა დაწესებულების პრაქტიკის ნაწილს, არამედ გავრცელებული იყო საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებსა თუ სტრუქტურებში. სახალხო დამცველის ანგარიშებში ხაზგასმით ხდებოდა მითითება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მიმართ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობის კონკრეტულ ფაქტებზე. 

2012 წელს გავრცელებულმა ციხის ვიდეო კადრებმა, რეალურად დაადასტურა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა წამების პრაქტიკის არსებობა. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საზოგადოება, განსაკუთრებით კი ყოფილი და ამჟამინდელი პატიმრები იმედოვნებდნენ, რომ ერთის მხრივ აღმოიფხვრებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დანერგილი წამებისა და სასტიკი არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, ხოლო მეორეს მხრივ გასამართლდებოდა ყველა ის პირი რომელიც უშუალოდ თუ სხვისთვის განკარგულების მიცემის გზით ჩართული იყო დანაშაულებრივ საქმიანობაში, რითაც მოხდებოდა მსგავსი პრაქტიკის შემდგომი პრევენცია.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერსის საგანს, სამწუხაროდ ინფორმაცია ციხეებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური და სასტიკი მოპყრობისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობის, აგრეთვე დეტალები მათი საქმეების შესახებ დღესაც არ არის გამოქვეყნებული და საზოგადოებას არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის ცნობილია მხოლოდ რამდენიმე გახმაურებული საქმის ირგვლივ არსებული მონაცემები. მაგ. პატიმრების წამების საქმეზე დაკავებული იქნა 17 პირი საიდანაც მხოლოდ 2-ი გასამართლდა წამების მუხლით, ნაწილს – გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ხოლო ვლადიმერ ბედუკაძე სრულად გათავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან. წამების ბრალდებით გასამართლდნენ არა მხოლოდ, სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლები, არამედ პატიმრებიც. მაგ. იხილეთ IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია სასამართლო განაჩენები ციხეში წამების ფაქტებზე, რომელიც ეხება პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეს. IDFI-ი ასევე მოუწოდებდა ხელისუფლებას გამოძიებული ყოფილიყო სახალხო დამცველის ანგარიშში 2011 წელს აღწერილი პატიმართა გარდაცვალების საეჭვო შემთხვევები (იხილეთ ჩვენი სტატია: სიკვდილიანობის სტატისტიკა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში). თუმცა, საერთო ჯამში ჩვენთვის დღემდე არ არის ცნობილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების მასშტაბი და გამოძიების შედეგებით დამდგარი საერთო სურათი. შესაბამისად, კითხვა პრობლემის სისტემურობასთან დაკავშირებით კვლავ პასუხ-გაუცემელია.

სწორედ ამ ინფორმაციის მოპოვებისა და საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით 2014 წლის ნოემბრის დასაწყისში "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ წერილობით განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ და სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურს“, მოთხოვნით მოეწოდებინათ ჩვენთვის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის, აგრეთვე წამების მუქარის შემთხვეებზე სხვადასხვა სახის სტატისტიკური ინფორმაცია.მათ შორის უწყებებში შესული განცხადებების/საჩივრების რაოდენობა, თანამშრომელთა რაოდენობა რომლებიც მიცემულ იქნენ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში, ასევე ინფორმაცია აღნიშნული დანაშაულის შედეგად დაზარალებულ მსჯავრდებულთა რაოდენობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურამ, ისვე როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მოთხოვნილი ინფორმაცია სამწუხაროდ მოგვაწოდა არასრულყოფილი სახით. კერძოდ არა იმ პერიოდისთვის და არა იმ სახით როგორც ამას ინსტიტუტი ითხოვდა.

რაც შეეხება სსიპ “იურიდიული დახმარების სამსახურს“, აღნიშნულმა უწყებამ საერთოდ არ მოგვაწოდა ინფორმაცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებზე დახმარების თხოვნით მიმართვების რაოდენობის შესახებ იმ მიზეზით, რომ სამსახური არ აწარმოებდა აღნიშნულ სტატისტიკას.

–  საქართველოს პროკურატურა 

საქართველოს პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პოლიციის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და პროკურატურის თანამშრომელთა მხრიდან განხორცილებული ცემა–წამების, მუქარისა და იძულების ფაქტების შესახებ გამოძიების დაწყების შესახებ შევიდა 2787 საჩივარი/განცხადება.

ამასთან, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2013 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მიმართ განხორცილებული არასათანადო მოპყრობისა და მასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 48 თანამშრომლის მიმართ, საიდანაც გამამტყუნებელი განაჩენი 28 თანამშრომლის, ხოლო გამამართლებელი კი ერთი თანამშრომლის მიმართ დადგა. დევნა შეწყდა ერთი პირის მიმართ. ამასთან ინფორმაცია არ მოგვეწოდა იმის შესახებ თუ რა ბედი ეწია დანარჩენ 18 ბრალდებულს, წერილის ტექსტიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ შემთხვევაში დადგა ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი.

საქართველოს პროკურატურამ არ მოგვაწოდა ინფორმაცია ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულ პატიმართა რაოდენობის შესახებ, აღნიშნულის მიზეზად კი სტატისტიკური მონაცემების არქონა დაასახელა.

–  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2012 წლის 20 ოქტომბრიდან წერილის მიღების მომენტამდე სამინისტროს სისტემაში თანამდებობიდან სულ გათავისუფლდა 116 პირი. მათგან 32 გათავისუფლდა წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავ მოპყრობის ფაქტზე, რომლებსაც ადგილი ქონდათ 2012 წლის 20 ოქტომბრამდე. აღნიშნულ პირთა გათავისუფლება მოხდა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ შესაბამისი დასკვნის შედგენისა და მისი საქართველოს პროკურატურაში გადაგზავნის შემდეგ.

სამინისტრომ მოგვაწოდა ასევე ინფორმაცია არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის, წამებისა და მუქარის შემცველი შინაარსის ფაქტებთან დაკავშირებით რეგისტრირებული განცხადებების/საჩივრების შესახებ. ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად სამწუხაროდ ინფორმაცია მოგვეწოდა მხოლოდ 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის „პირველ პერიოდამდე“ (ინსტიტუტი ინფორმაციის მოწოდებას ითხოვდა 2014 წლის ნოემბრამდე პერიოდისთვის). კერძოდ, სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ამ პერიოდის განმავლობაში უწყებაში შევიდა "დაახლოებით" 1000-მდე განცხადება, საიდანაც 200 შემთხვევაში გამოიკვეთა არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის სავარაუდო ფაქტები და შესაბამისად ეს მასალები გადაიგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში.

–  სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, იმ განმცხადებელთა რაოდენობა, რომლებმაც მიმართეს ცენტრს და თავს მიიჩნევდნენ წამებისა და სხვა სასტიკი არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და წამების მსხვერპლად შეადგენდა 65–ს. ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად თითოეულ განმცხადებელს გაეწია შესაბამისი სამართლებრივი დახმარება, ასევე საჭიროებიდან გამომდინარე კონკრეტულ შემთხვევებში ბენეფიციარებს მოუგვარდათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, გადაეცათ უფასო მედიკამენტები, მათ მიიღეს ფსიქოლოგის და ფსიქიატრის მომსახურება, უფასოდ დაუმზადდათ ID ბარათები, დაუფინანსდათ მცირე ბიზნესი, გაეწიათ უფასო იურიდიული კონსულტაცია, ჩართულნი იყვნენ სოციალური უნარების განვითარების, აგრესიის, კონფლიქტის მართვისა და დასაქმების ხელშეწყობის ტრენინგებსა და პროგრამებში.

დასკვნა

2012 წელს გავრცელებული ციხის ვიდეო კადრების შემდგომ საზოგადოებაში შეიქმნა წარმოდგენა იმის შესახებ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების წინააღმდეგ ჩადენილი წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ჰქონდა სისტემური ხასიათი. ამ წარმოდგენის დამკვიდრებას ხელი შეუწყო მათ შორის მოქმედი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა მიერ არაერთხელ საჯაროდ გაკეთებულმა განცხადებებმა და კომენტარებმა. თუმცა, დღეის მდგომარეობით საზოგადოებას კვლავაც არ აქვს ზუსტი და ყოვლისმომცველი ინფორმაცია საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში გამოკვეთილ დანაშაულებებსა და გადაცდომების შესახებ, გამოძიების მასშტაბებისა და გამოვლენილი ფაქტების შესახებ.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ხელისუფლებას (პროკურატურისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახით) აკისრია ვალდებულება მიაწოდოს საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ, მათ შორის უწყებებში შესული განცხადებებისა და საჩივრების რაოდენობის, აგრეთვე გატარებული შესაბამისი ზომებისა და იმ პირთა რაოდენობის შესახებ, რომლებსაც დაეკისრათ პასუხიმგებლობა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლით.

მიუღებელია როდესაც, საჯარო უწყებები უარს ამბობენ ინფორმაციის გაცემაზე იმაზე მითითებით, რომ უწყება არ აწარმოებს შესაბამის სტატისტიკურ ინფორმაციას. ჩვენი აზრით მნიშვნელოვანია საქართველოს პროკურატურამ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მოცემულ განსაკუთრებით სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით აწარმოონ სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაცია. ამ გზით უზრუნველყოფილი იქნება ამ განსაკუთრებით მაღალ საჯარო ინტერესის საგანზე საზოგადოების ინფორმირება, არსებული პრობლემების შეფასება და მათი აღმოფხვრის გზებზე საჯარო დებატის გამართვა", _ აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.

წყარო

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12 სექტემბერი, 2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12 სექტემბერი, 2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12 სექტემბერი, 2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12 სექტემბერი, 2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12 სექტემბერი, 2026

ბრიტნი სპირსს გამელოტების საფრთხე ემუქრება

"ახალგაზრდა ადვოკატებმა" ინსტიტუციათა ნდობაზე სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარეს

ყველა სიახლე

სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო