სტუდენტურ აქციაზე იმყოფებოდა საბურთალოს წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის მოძღვარი, მამა დავით რიხაძე, რომელიც სტუდენტების მრავალათასიან აქციას მთელი დღის განმავლობაში არ მოსცილებია და სიმშვიდისკენ მოუწოდებდა. სწორედ მამაომ მიმართა თხოვნით მოდულის შენობასთან დარჩენილ რამდენიმე სტუდენტს, დაეტოვებინათ აქციის ადგილი, რადგან უკვე გვიანი იყო.
_ ვგულშემატკივრობ ამ ბავშვებს. ესენი არიან სამშობლოზე შეყვარებული და გულანთებული ბავშვები. ეს აქცია მართლაც გულწრფელი ქმედება იყო ამ ნაძირლობის შედეგად.
_ თქვენ მათ სახლში წასვლისკენ მოუწოდეთ. სტუდენტებმა დაგიჯერეს?
_ მე კი არა, ერთმანეთს დაუჯერეს. რამდენადაც აქციამ ამოწურა თავისი შესაძლებლობა. უკვე დრო იყო, რომ არ გამწვავებულიყო სიტუაცია, აქცია მშვიდობით დაშლილიყო და არ გადაზრდილიყო ცუდ რაღაცეებში.


































































