გავრცელებული ინფორმაციით, კუდისა და სოდის 7 თანამშრომელი იყო დაკავებული, მათგან მხოლოდ ორის, ლევან ქარდავასა და გიორგი ყავლაშვილის ვინაობა სახელდებოდა. მოგვიანებით დადგინდა, რომ მოწმის სტატუსით 5 სამართალდამცველი იმყოფებოდა დაკითხვაზე.
მეგის ქარდავას ძმას, ლევან ქარდავას თავისუფლების უკანონო აღკვეთაში და უფლებამოსილების გადამეტებაში ედება ბრალი. მისი ადვოკატის განცხადებით, საუბარია ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესო სურმავას უკანონოდ დაკავებაზე. რაც შეეხება გიორგი ყავლაშვილს, მას საარჩევნო პერიოდში “ქართუ ჯგუფის” კუთვნილი ქონების დაზიანებაში ადანაშაულებენ, საუბარია ფიგურირებს უფლებამოსილების გადამეტებაზეც. დაკითხვას შინაგან საქმეთა მინისტრი და პროკურორიც ესწრებოდნენ.