ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლის წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა ლუკა ჩხარტიშვილმა ეროვნულებზე ინგლისურში მაქსიმალური 70 ქულა აიღო.
შეგახსენებთ, რომ ლუკამ ქართულში 60-დან 58, მათემატიკაში კი 51-დან 46 ქულა დაიმსახურა.
ვულოცავთ მიზანდასახულ, შრომისმოყვარე ბიჭს წარმატებას და მიზნებისა და ოცნებების ასრულებას ვუსურვებთ.



































































