https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მუშთაიდის პარკის 49 წლის ვადით იჯარით გადაცემის საქმეში აღმოჩენილი საეჭვო გარემოებები

16:01; 16.01.2013
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

მხარეები

პირველ რიგში, საეჭვოა ამ საქმეში ჩართული მხარეების წარმომავლობა, საქმიანობის მიზნები და მათი კავშირი რეკრეაციულ ზონებთან (და კონკრეტულად მუშთაიდის პარკთან).

მიუხედავად იმისა, რომ როგორც საჯარო რეესტრში არის მითითებული, შპს „მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკი“ 2005 წლის 29 მარტს შეიქმნა, სინამდვილეში ამ დროს დარეგისტრირებულ საზოგადოებას ერქვა შპს „თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელები“ – რომლის არც წესდება და არც სხვა დოკუმენტაცია დაარსების დღიდან 2010 წლის 29 ოქტომბრამდე საჯარო რეესტრში არ არის ხელმისაწვდომი. ხოლო 2010 წლის 29 ოქტომბერს ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებით საზოგადოებას შეეცვალა სახელწოდება და გახდა შპს „მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკი“ (რომლის წესდებაც ასევე არ არის ხელმისაწვდომი საჯარო რეესტრში).

ამას გარდა, იმავე დადგენილებით ახლა უკვე შპს „მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკს“ პირდაპირი წესით, 5 წლის ვადით გადაეცა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში რიცხული შემდეგი ქონება: ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირი №182-ში მდებარე 37 875 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 8 ერთეული შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 1916,68 კვ.მ, 3093 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სამი ნაგებობა, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული გასართობი საშუალებები, ბიოლოგიური აქტივი და სხვა ძირითადი საშუალებები.

როგორც ირკვევა, 2010 წლის 29 ოქტომბრამდე მუშთაიდის პარკი არ არსებობდა საზოგადოების სტატუსით, ხოლო ასეთი სტატუსის მინიჭებისათვის არა ახალი საზოგადოება დარეგისტრირდა, არამედ უკვე 2005 წლიდან არსებულ საზოგადოებას გადაერქვა სახელი (და სავარაუდოდ, შეეცვალა პროფილიც – ამის მტკიცებას ართულებს როგორც პირველი, ისე მეორე სახელწოდებით არსებული საზოგადოებების წესდებების ხელმიუწვდომლობა).

ეს ვითარება გაცილებით უფრო საეჭვო ხდება იმის გათვალისწინებით, რომ ამ ცვლილებიდან დაახლოებით ორ კვირაში, 2010 წლის 16 ნოემბერს შპს „ჯეო გოლდმა“ მიმართა ქ. თბილისის მერს შპს „მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკის“ წილის მართვის უფლების აღების სურვილით. ხოლო უკვე 2010 წლის 29 დეკემბრის დადგენილებით ქ. თბილისის მთავრობამ მიიღო პირდაპირი განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილება და შესაბამისად შპს-ს დირექტორი ლევან ლაგვილავა შეცვალა ლერი შანიძემ, შპს „ჯეო გოლდის“ გენერალურმა დირექტორმა. ორ მხარეს შორის კომპანიის წილის გადაცემის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2011 წლის 15 თებერვალს. ამ გარემოებების გათვალისწინებით ჩნდება იმის ეჭვი, რომ მუშთაიდის პარკისთვის შეზღუდული პასუხისმგებლობის პირის სტატუსის მინიჭება, შემდგომ მისთვის მუშთაიდის პარკის ქონების გადაცემა და ამ ქმედებიდან დაახლოებით ორ კვირაში შპს „მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკის“ კერძო შპს „ჯეო გოლდისთვის“ იჯარით გადაცემის საკითხის განხილვა ერთი წინასწარ მოფიქრებული სქემის ნაწილი იყო.

ამ ეჭვს აძლიერებს შპს „ჯეო გოლდის“ საქმიანობის მთავარი მიზნებიც. კომპანია 2009 წლის 22 ოქტომბერს დარეგისტრირდა, 10 ლარის ოდენობის საწესდებო კაპიტალით. საზოგადოების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს შორის მითითებულია ოქროს გადამამუშავებელი ქარხნის გახსნა, სასტუმროების, რესტორნებისა და კაფე-ბარების მოწყობა, ნავთობპროდუქტების შესყიდვა და რეალიზაცია, საშენი და მოსაპირკეთებელი მასალების ექსპორტ-იმპორტი და რეალიზაცია და სხვ.

შპს “ჯეო გოლდ”-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მიზანი

მიუხედავად მრავლისმომცველი ჩამონათვალისა, სამეწარმეო რეესტრში მითითებულია შემდეგი მიზნები: ოქროს გადამამუშავებელი ქარხნის გახსნა, დროული გამოტუტვა (ხიპლიჯი), სავაჭრო შემსყიდველი და საშუამავლო საქმიანობა, საექსპორტო, საიმპორტო ოპერაციები. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ გასართობი და დასასვენებელი პარკების რეაბილიტაცია და განვითარება არ მიიჩნეოდა საზოგადოების საქმიანობის მთავარ მიმართულებად. ამას გარდა, შპს „ჯეო გოლდის“ 100% წილის მფლობელი და დამფუძნებელია ალექსანდრე ნიკოლაიშვილი, რომელიც 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა თბილისის საკრებულოში.

იჯარით გადაცემის პროცესი

მხარეების საკითხს მივყავართ თავად იჯარით გადაცემის პროცესამდე, რომელიც ასევე არაერთ კითხვის ნიშანს ბადებს. პირველ რიგში, შპს „მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკის“ წილის 100%-ის მართვის უფლება შპს „ჯეო გოლდს“ გადაეცა პირდაპირი განკარგვის წესით, რაც გულისხმობს იმას, რომ არ გამოცხადებულა კონკურსი სადაც პარკის მართვის უფლების მიღება სხვა იურიდიულ პირებსაც შეეძლებოდათ. როგორც 2011 წლის 15 თებერვალს გაფორმებულ ხელშეკრულებაში არის აღნიშნული, თბილისის მერიამ პარკის მართვის უფლების შპს „ჯეო გოლდისთვის“ გადაცემის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ამ უკანასკნელმა 2010 წლის 16 ნოემბერს შესაბამისი განცხადებით მიმართა თბილისის მერს. აღნიშნულიდან არ ჩანს, რის საფუძველზე მიიჩნია ქ. თბილისის მთავრობამ, რომ საზოგადოება, რომლის ძირითად საქმიანობასაც წარმოადგენდა ოქროს გადამამუშავებელი ქარხნის გახსნა და ნავთობპროდუქტების შესყიდვა და რეალიზაცია, ყველაზე კვალიფიციური და შესაფერისი იყო თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურის პარკის მართვისა და განვითარებისათვის 49 წლის მანძილზე. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ქ. თბილისის ქონების მართვის სააგენტოს კომენტარი ასეთია:

_ „ჩვენ მოვამზადეთ ბიზნეს-პროექტი, თუ როგორ უნდა განვითარდეს და გაკეთდეს პარკები. პროექტი იმას გადავეცით, ვინც გამოთქვა სურვილი და საკუთარ თავზე აიღო ვალდებულებების შესრულება. „ჯეო გოლდის” ადგილას შეიძლება სხვა კომპანია ყოფილიყო, მიკერძოებაზე საუბარი ზედმეტია”

თუმცა, საკითხავია, რატომ არ შეიძლებოდა პარკის იჯარით გადაცემისათვის ღია კონკურსის მოწყობა, რის საფუძველზე მიიჩნიეს თბილისის მთავრობაში, რომ შპს „ჯეო გოლდი“ ყველაზე უკეთ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს – და, რაც ყველაზე მთავარია, რამდენად ქონდა სხვა კომპანიებს მსგავსი სურვილის გამოთქმისათვის საკმარისი ინფორმაცია.

აქ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არსებითი განსხვავება კონკურსსა და პირდაპირი მიყიდვის ფორმას შორის არის ის, რომ, პირველ შემთხვევაში, ობიექტები საპრივატიზაციოდ გამოაქვს სახელმწიფოს, წინასწარ ადგენს სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვან პირობებს და ამ ფარგლებში საუკეთესო წინადადებების შემთავაზებელი ხდება გამარჯვებული. პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში კი, ქონების შესყიდვის მსურველი თავად მიმართავს განცხადებით ადმინისტრაციულ ორგანოს.

სხვა სიტყვებით, ქალაქისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ობიექტის 49 წლით იჯარით გადაცემა კონკურსის გარეშე უკვე თავისთავად ზღუდავს გამჭვირვალობას, რადგან სახელმწიფო არ არის ვალდებული წინასწარ დაადგინოს პირობები და მას გადასცეს ქონება, ვინც საუკეთესო პირობებს შესთავაზებს.

ხელშეკრულების პირობები

ხელშეკრულებაში მითითებული საიჯარო პირობები ასევე ბადებს ეჭვებს. პირველ რიგში, იჯარის საფასურად განისაზღვრა წელიწადში 100 ლარის გადახდა (საფასურის ოდენობა გადაიხედება 15 წლის შემდგომ) – თუმცა არ არის მითითებული, რის საფუძველზე იქნა მიჩნეული ეს თანხა გადაცემული ობიექტის შესაბამის საფასურად. გარდა ამისა, შპს „ჯეო გოლდს“ სხვა უფლება-მოვალეობებს შორის დაეკისრა შემდეგი: მართვის უფლების გადასვლის დღიდან პირველი სამი წლის ვადაში განახორციელოს არანაკლებ 1 000 000 ლარის ინვესტიცია და ამ ინვესტიციით უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობის და თანამედროვე სტანდარტების და ნორმების შესაბამისად პარკის კეთილმოწყობა და გასართობი ატრაქციონების დამონტაჟება და სხვა. გარდა იმისა, რომ კომპანიას საკმაოდ დიდი დრო მიეცა აღნიშნული ინვესტიციის განსახორციელებლად, არსად არის მითითებული, რა სახის ინვესტიცია დაევალება მას ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი წლის შემდეგ. რაც შეეხება თბილისის მთავრობის წინაშე ანგარიშვალდებულებას, ხელშეკრულების მიხედვით, საზოგადოება ვალდებული იქნება მოთხოვნისთანავე წარადგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში, თუმცა მოთხოვნის გარეშე რაიმე განსაზღვრული პერიოდულობით ანგარიშის წარდგენის შესახებ არაფერია ნახსენები (ხელშეკრულების მუხლი 4, 1.13).

საჯაროობა

ის გარემოება, რომ საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის დადგენილებით „თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების თანახმად, რეკრეაციული ზონა 2-ის კატეგორიის ზონაში შესაძლებელი გახდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების, რესტორნების და სხვა მსგავსი ტიპის შენობა-ნაგებობების მშენებლობა“  დამატებითი წუხილის მიზეზი გახდა. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა მუშთაიდის პარკს დაეკარგოს რეკრეაციული სტატუსი. მართალია ხელშეკრულების მე-4 მუხლის 1.6 პუნქტის მიხედვით შპს „ჯეო გოლდი“ „ვალდებულია მართვის უფლების მთელი ვადის მანძილზე უზრუნველყოს პარკის პროფილის შენარჩუნება“, ასეთი ეჭვები გაჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ ხელმოწერის დღიდან, ხელშეკრულება არ იყო საჯაროდ ხელმისაწვდომი. შესაბამისად, პარკის იჯარით გადაცემის პროცესის საჯაროობა კიდევ ერთი საკითხია, რომელიც ეჭვებს იწვევს. ხელშეკრულების ასლის მიღებას უშედეგოდ ცდილობდნენ ჯერ კიდევ 2011 წელს, როდესაც ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ უარი განაცხადა ხელშეკრულების ასლის გაცემაზე იმ მოტივით, რომ ის კომერციულ საიდუმლოს წარმოადგენდა. ქონების მართვის სააგენტოს განცხადებით, მათ არ ქონდათ აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროების უფლება, და შპს „ჯეო გოლდისადმი“ მიმართვის შემთხვევაში ამ უკანასკნელს უნდა გადაეწყვიტა, გაასაჯაროებდა თუ არა ხელშეკრულებას. ამასთან, თხოვნაზე, რომ ეცნობებინათ თუ როდის და ვისი მოთხოვნის საფუძველზე იქნა მიჩნეული ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოს შემცველად, და გატარდა თუ არა ეს მოთხოვნა საჯარო რეესტრში, როგორც ამას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მოითხოვს, ქონების მართვის სააგენტომ ასევე არ გასცა პასუხი. მსგავსი სიტუაცია განმეორდა 2012 წლის თებერვალშიც. უნდა აღინიშნოს, რომ ქონების მართვის სააგენტო წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას, რომელსაც, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, აქვს ვალდებულება დაუყოვნებლივ გასცეს საჯარო ინფორმაცია, ხოლო შპს-ს ასეთი ვალდებულება არ გააჩნია – შესაბამისად, მითითება შპს „ჯეო გოლდისთვის“ მოთხოვნით მიმართვის შესახებ ვერ ჩაითვლება მართებულად.

IDFI-მ ხელშეკრულების მიღება მოახერხა მისი ხელმოწერიდან თითქმის ერთი წლის შემდგომ, 2012 წლის დეკემბრის ბოლოს. აქვე აღსანიშნავია ერთი საინტერესო გარემოება – იმ დღეს, რომლითაც თარიღდება თბილისის მერიიდან ხელშეკრულების ასლის მიღება, 2012 წლის 28 დეკემბერს, ალექსანდრე ნიკოლაიშვილს, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ნაციონალური მოძრაობიდან, ვადაზე ადრე შეუჩერდა დეპუტატის უფლებამოსილება. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მისი საკუთარი განცხადების საფუძველზე მოხდა, და ის ბიზნესში გააგრძელებს მოღვაწეობას.

რაც შეეხება შპს „ჯეო გოლდის“ მიერ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შესრულებას, 2012 წლის მარტში გავრცელებული ინფორმაციით, მუშთაიდის პარკში ინვესტიციის ჩადება და პარკის განახლება უკვე დაწყებულია. ის, რომ პარკს შეუნარჩუნდება პროფილი და მისი აღდგენისათვის სამუშაოების ჩატარება უკვე დაიწყო, დადებითი ფაქტია, თუმცა, გასაკვირია, რისთვის იყო საჭირო ხელშეკრულების გასაიდუმლოება მისი გაფორმებიდან ერთი წლის მანძილზე, და რატომ არ ჩატარდა პარკის ნახევარი საუკუნის მანძილზე იჯარით გადაცემისათვის პირდაპირი კონკურსი.

როგორც გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, თბილისის მერიის გადაწყვეტილება პარკების კერძო პირებისთვის 49 წლით იჯარით გადაცემის თაობაზე თბილისის სხვა პარკებზეც ვრცელდება, ხოლო შპს „ჯეო გოლდს“ მუშთაიდის გარდა წითელი პარკიც გადაეცა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11 სექტემბერი, 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ბექა გოჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით

"კუბლაშვილის სასამართლო კანონიერი ვერ იქნება"

ყველა სიახლე

მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო