როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, შეთანხმება ვერ შედგა ვერც ერთ მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუმცა, კომპანიისაგან მიიღეს რამდენიმე შეთავაზება _ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობა თანახმაა საბუღალტრო გადასახადს, რომელსაც მძღოლები ყოველდღიურად იხდიდნენ, ყოველთვიური სახე მიეცეს. გარდა ამისა, შესაძლოა შეთანხმება მოხდეს გათავისუფლებული მძღოლების სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით. მძღოლები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნები ამ ეტაპზე დაკმაყოფილებული არ არის. ისინი დაშლას არ აპირებენ.
Developed By Web Features 2023 © All rights reserved