https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“კატასტროფულ რეალობას ხელისუფლება თვალს არ უსწორებს!”

19:02; 20.02.2011
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“მაშინ, როცა მსოფლიო ბანკის სტატისტიკის თანახმად, მილიონ რვაასი ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე  სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, მაშინ, როდესაც ფასები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე კატასტროფულად იზრდება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 900 მილიონით არის განსაზღვრული, ხოლო სოფლის მეურნეობისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტში ამჟამად 62 მილიონია გათვალისწინებული. რა “ქამრების შემოჭერაზეა” საუბარი, როცა პრეზიდენტს  საკუთარი თვითმფრინავი ჰყავს და საკუთარი კომფორტისთვის მილიონებს ხარჯავს?!”, _ ამბობს ირაკლი ალასანია.
“გურია თავისი სიღატაკით მეოცე საუკუნის დასაწყისს უბრუნდება. დღეს სჭირდება გურიას პატრონი, დღეს სჭირდება სწორი ხედვა და თანადგომა”, _ ეს განცხადება “თავისუფალი დემოკრატების” გურიის რეგიონის ლიდერმა თემურ სალუქვაძემ თავისი პარტიის აგროსასურსათო სტრატეგიის განვითარებაზე საუბრისას, 16 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე გააკეთა და საზოგადოებას “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას გურიაში ვიზიტის მიზანი გააცნო: “გავაძლიეროთ სოფელი, დავძლიოთ სიღარიბე, ქართული პროდუქტი აგრარულ ბაზარზე, ხელმისაწვდომი ტექნიკა და ფინანსები,”  _ ეს იყო მთავარი საკითხები, რაზეც ირაკლი ალასანია მეცნიერ-მუშაკებს, პროფესორებს, ფერმერებს, გლეხებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და საკუთარ აქტივისტებს, თითქმის სამი საათის განმავლობაში, ესაუბრებოდა.
ალასანიას განმარტებით, სტრატეგიის მიზანი, აგროსასურსათო დარგის მდგრადი განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნა, აგროსამრეწველო პროდუქციის სტაბილური ზრდა, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სოფლად  სიღარიბის დაძლევაა. მისივე თქმით, ამ პროგრამის ერთ-ერთი მიზანი, ტრადიციულ ბაზრებზე, მათ შორის რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნება და ახალი ბაზრების ათვისებაა:
_ ზედმეტია, დეტალურად ვისაუბრო, რა მდგომარეობაშია ჩვენი სოფლები. შვიდი წლის განმავლობაში პოლიტიკა, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ სოფლის მეურნეობის მესვეურნი, იყო შემდეგი _ რატომ უნდა დავეხმაროთ გლეხს?! რასაც თვითონ აწარმოებს, აწარმოოს, რასაც არა _ შემოვიტანთ გარედან. ანუ, ფულის ჩადება, მხარდაჭერა გლეხებისთვის და ფერმერებისთვის არ ხდებოდა. ამას ელემენტარული სტატისტიკაც ცხადყოფს – სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მხოლოდ 1% იხარჯებოდა. არ არსებობს სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი არც ერთი დოკუმენტი, რომელშიც იქნებოდა ხელისუფლების ხედვა ამ  მიმართულებით. თუ კი სოფელი არ გავაძლიერეთ, თუ კი გლეხებს და ფერმერებს არ შევუქმენით პირობები, არ ავაღორძინეთ სოფლის მეურნეობა, ვერც უმუშევრობას დავძლევთ და ვერც _ სიღარიბეს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 55 პროცენტი დასაქმებული იყო სასოფლო-სამეურნეო სექტორში. მსოფლიო ბანკის სტატისტიკის თანახმად, მილიონ რვაასი ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე  სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ეს მაშინ, როდესაც ფასები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე კატასტროფულად იზრდება, შიდა ბაზარს კი შემოტანილი პროდუქციის 80% იკავებს. დღეს კატასტროფული რეალობაა, რომელსაც თვალს არ უსწორებს ხელისუფლება. ჩვენ არამარტო ვაკრიტიკებთ დღეს არსებულ პოლიტიკურ რეალობას, არამედ ვთავაზობთ ჩვენს ხედვას მათ, თუ როგორ შეიძლება ამ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა, _ თქვა შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ და დასძინა, რომ მისი გუნდი გაითვალისწინებს მსოფლიოს წამყვანი სასოფლო-სამეურნეო ქვეყნების გამოცდილებას.
_ სოფლის მეურნეობა სტრატეგიული დარგია და ამიტომაც მიგვაჩნია, რომ პირველ ეტაპზე უნდა შეიქმნას სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი. ჩვენ გავთვალეთ და დღეს არსებული ბიუჯეტიდან არის შესაძლებლობა, პირველ რიგში გამოიყოს სამასი მილიონი და ამ ფონდში ჩაიდოს. მქონდა შეხვედრები მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, რომლებმაც პირდაპირ მითხრეს, რომ მზად არიან, თუკი ასეთი ფონდი შეიქმნება, ჩადონ ფული.  ისინი თვლიან, რომ საქართველოში არ არის გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი და ამბობენ, რომ ამ კუთხით ხელშეწყობა უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევაში დაგვეხმარება.
რეგიონებში ურთულეს პრობლემად რჩება წყლით მომარაგება; ნათესი ფართობები განახევრდა _საქართველოში მოყვანილი ხორბალი, 8 წლის წინ, ადგილობრივი მოთხოვნის 35-% აკმაყოფილებდა, დღეს კი მისი წარმოება 5-ჯერ შემცირდა და თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელმა 7-%-მდე დაიწია. უნდა მოხდეს ხარისხიანი სასუქისა და შხამქიმიკატების ხელმისაწვდომობა გლეხებისთვის. ჩვენ, ასევე ვსაუბრობთ ტექნიკაზე, რომელიც აბსოლუტურად არ არის საკმარისი და ხელმისაწვდომი. ერთი ჰექტარი მიწის დამუშავება გლეხს 1 000 ლარი უჯდება, რისი საშუალებაც არ აქვთ. სწორედ მის ხელშესაწყობად უნდა შეიქმნას ფონდი, რომელზეც ვისაუბრე. ეს გლეხს მისცემს საშუალებას,  გარანტირებულად ჰქონდეს ფინანსური რესურსი _ შეღავათიან კრედიტებს ვგულისხმობ, _ აღნიშნა ალასანიამ და ქართული ბაზრის დაცვასა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებაზე გააგრძელა საუბარი, _ ჩვენ უნდა დავიცვათ საკუთარი ბაზარი და ხელი შევუწყოთ ჩვენი პროდუქციის წარმოება-რეალიზაციას. როცა ეს ვთქვი, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა მითხრა, შენ როგორ აკრძალავ პროდუქციის შემოტანასო? კი არ ავკრძალავთ, ხელს შევუწყობთ საკუთარი, ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაცია-რეალიზაციას. სწორედ იმ დროს, როცა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება სურს და ამას ჩვენი თანხმობის გარეშე ვერ მიაღწევს, უნდა ვაიძულოთ რუსეთი, რომ აღდგეს ჩვენი პროდუქციის მის ბაზარზე დაბრუნება. რუსეთის ბაზარი ერთ-ერთი მსხვილი ბაზარია და ამ ბაზარზე დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი მთავარი თემა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაა. მე მქონდა მსხვილ ბიზნესმენებთან შეხვედრა ნიუ-ორკში და მითხრეს, რომ თუ დააკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს ჩვენი პროდუქცია, მაშინ მოხდება მისი გატანა სხვადასხვა ბაზრებზე.
ანტიმონოპოლიური სისტემით მსოფლიოში საქართველო 134-ე ადგილზეა. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბიზნესის წამოწყების კუთხით, საქართველო პირველ ადგილზეაო. შეიძლება, პირველ ადგილზეა _ მიხვალ და დაარეგისტრირებ, მაგრამ შემდეგ ნაბიჯს ვეღარ გადადგამ, _ დასძინა მან.
ამის შემდეგ, ალასანიამ შეკრებილ საზოგადოებას მოსაზრებების გაზიარება სთხოვა. გურულებმა პრიორიტეტად მეჩაიეობის განვითარება დაასახელეს. ისაუბრეს ციტრუსის რეალიზაციაზე და იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, რაც რეგიონში და, არა მარტო გურიაში, დგას:
_ მეგონა, რომ მეტ ყურადღებას გაამახვილებდით ჩაის წარმოებაზე. როცა ჩაის წარმოება ხდებოდა, გურია ყველაზე ძლიერი რეგიონი იყო და ამ კუთხით, ყველაზე მეტი ფული შემოდიოდა აქ. ისე წავიდა საქმე, რომ დღეს საქართველო ჩაის ყიდულობს, ის საქართველო, რომელიც ნახევარ მსოფლიოს ამარაგებდა ამ ნედლეულით. ახლა რაც ჩვენს ბაზარზე შემოდის, ეს ჩაი ხომ არ არის? ეს არის რაღაც ქიმია და შხამი. საქართველოს პარლამენტში დიდი ხანია, შეტანილია პროექტი, საქართველოში ჩაის  განვითარების შესახებ, თუმცა, არავის მოსვლია აზრად მისი განხილვა. საქმე იმაშია, რომ  ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები უზარმაზარ ფულს აკეთებენ ჩაის შემოტანით და ქართული ჩაის კულტურის ჩაკვლით, _ აღნიშნა როლანდ თავაძემ.
_ შენიშვნა მიღებულია. რატომღაც არ გავამახვილე ამ პრობლემაზე ყურადღება, მაგრამ აუცილებლად იქნება ეს ჩვენს სტრატეგიაში აღნიშნული. მოვიკითხავთ იმ საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, _ უპასუხა თავაძეს ალასანიამ.
_ არავინ ზრუნავს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებაზე. ნაგომარი ერთ-ერთი ძლიერი, მოწინავე სოფელი იყო. ახლა კი უკანასკნელია. მეტი ყურადღება გვჭირდება გლეხებს. ვანო ჩხარტიშვილმა საკუთარი ფულით კი არ ააშენა ეკლესია, არამედ თითოეული ჩვენგანის ანაბრებით, _ თქვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომრის ერთ-ერთმა მკვიდრმა.
_ არ მეგულება მსოფლიოში რომელიმე ქვეყანა ან ერი, რომელმაც ერთი გოჯი მიწაც კი გაიმეტოს სხვისთვის. საუბარია ბურების ჩამოსახლებაზე. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? _  იკითხა ოზურგეთელმა ანზორ დოლიძემ.
_ ეს სააკაშვილის მორიგი ახირებაა. ასეთ პირობებში ჩვენი ბიზნესმენები ტოვებენ ქვეყანას და ბურები გაჩერდებიან აქ? _ უპასუხა ალსანიამ, რომელიც პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლასაც შეეხო და სამარცხვინო უწოდა, როგორც თავად პრეზიდენტის, ასევე გურამ ჩახვაძის უკან დახევასაც.
_ როცა ვსაუბრობთ ელიტარულ კორუფციაზე, უნდა მოვიხმოთ  მაგალითები: პრეზიდენტის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, პირდაპირი მიყიდვის წესით, გადაეცა არაბულ კომპანიას სტრატეგიული ობიექტი _ ფოთის პორტი, ასევე, “თბილწყალი”, 100 საავადმყოფოს ინიციატივა ინიციატივად რჩება. სააკაშვილი წყვეტს ყველაფერს _ ვისგან ამოიღონ, ვის შეაწერონ ფული, ვინ გაუშვან საპროცესო გარიგებით და ა.შ. სააკაშვილი წარსულის პოლიტიკოსია და ყველამ იცის, რომ ის ქვეყანას წინ ვერ წაიყვანს, _ უთხრა გურულებს “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა.
ალასანია პატიმრების თემასაც შეეხო და არსებული სტატისტიკა მოიშველია: _ 300 ათასი ადამიანი ნასამართლევია, 36 ათასი პატიმარია და აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პოლიციური, რეპრესიული ქვეყანაა, თუმცა, კიდევ ერთხელ ხელისუფლების ძალადობრივი  გზით შეცვლა დაანგრევს ჩვენს ქვეყანას. რევოლუციას ისევ მოჰყვებიან ვიგინდარები ხელისუფლებაში, ისევ წავა ძალაუფლების ძალადობის გზით გადანაწილება. ადვილია, აიღო კომბალი, შევარდე რუსთაველზე, სისხლი დაღვარო, მაგრამ ამით ქვეყანა დაიღუპება, _ თქვა მან.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

“ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს”

18:54; 19 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“საკანონმდებლო ცვლილებით “ოცნება” ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარებაზე უარს ეუბნება”

14:24; 19 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – ის, რაც წითელმა არმიამ ხიშტით გააკეთა, ახლა კაია კალასი ცდილობს, რომ სიტყვით გააკეთოს

12:01; 19 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძემ რუსთავის ციხე დატოვა

10:10; 19 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში დებატებზე – გუშინ ვნახეთ არაადეკვატური, რეალობას აცდენილი ტექსტები

12:31; 18 დეკემბერი, 2025

"გურულებო, ფხიზლად ვიყოთ!"

რას წარმოადგენს Creen Co ანუ ვინ იქნება "გურიას" სპონსორი

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს”

18:54; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესისთვის მოლაპარაკების მართვის ვორკშოპი გაიმართა

18:32; 19.12.2025
საზოგადოება

“ყველაფერი ნაცრად იქცა, დაივსო ოჯახი, ვერაფერი გადაარჩინეს” _ ხანძარი ჩოხატაურში

17:54; 19.12.2025
ფინანსები

გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად

17:04; 19.12.2025
სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16:59; 19.12.2025
სამართალი

ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

16:49; 19.12.2025
საზოგადოება

სამეგრელოში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა

16:29; 19.12.2025
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:02; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა

15:42; 19.12.2025
საზოგადოება

უვარგისი გაყინული ქათმის ხორცი საქართველოს საზღვრიდან ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

15:07; 19.12.2025
საზოგადოება

რიონისპირა მდებარე ავარიული სახლის ფრაგმენტი ჩამოიშალა

14:56; 19.12.2025
პოლიტიკა

“საკანონმდებლო ცვლილებით “ოცნება” ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარებაზე უარს ეუბნება”

14:24; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო

14:07; 19.12.2025
საზოგადოება

ისანში საცხოვრებელ სახლში ხანძარია _ კადრებო სოციალურ ქსელში ვრცელდება

13:29; 19.12.2025
სამართალი

პენიტენციური სამსახური ზურაბ ჯაფარიძის საპატიმროდან გათავისუფლების საკითხზე განცხადებას ავრცელებს

13:22; 19.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო