https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“გურულებო, ფხიზლად ვიყოთ!”

8:02; 21.02.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დაქვემდებარებაში გადავიდა, ისევე, როგორც გურიის საპატრულო პოლიციის სამსახური და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეოთხე ქვეგანყოფილება. მალე ავტონომიის დაქვემდებარებაში საჯარო რეესტრიც გადავა. საუბარია, რომ იგივე ბედს გაიზიარებს სააღმსრულებლო ბიუროს გურიის ოფისი და ოზურგეთის რაიონული სასამართლოც. ოპოზიციის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ამ პროცესებით გურიის რეგიონის დაკნინების მცდელობას აქვს ადგილი. გურიის გუბერნატორი კი ამ ყველაფერში, პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ რა მნიშვნელობა აქვს ხელმძღვანელი პირი სად წავა თათბირზე _ სენაკში თუ ბათუმში. ის, რაშიც გურიის გუბერნატორი პრობლემას ვერ ხედავს, ექსპერტები კანონდარღვევას  უწოდებენ.
ყველას კარგად ახსოვს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ გასართობი ცენტრი “ციცინათელა”, თურმე აჭარის ტერიტორიაზე ყოფილა განთავსებული. არადა, ამ განცხადების შემდეგ გურიაში ამბობდნენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ყველაზე უკეთ უნდა იცოდეს, თუ სად და რომელი რეგიონის ტერიტორიაზე იმყოფება. მოტივაცია, რომ აჭარა და გურია საქართველოს შემადგენელი ნაწილებია, საკმარისი არ არის და ხელისუფლება ვალდებულია, აუხსნას საზოგადოებას, რა შეიცვლება ამა თუ იმ უწყების სხვა რეგიონში გადატანით, რა დადებითი თუ უარყოფითი შედეგები შეიძლება მოუტანოს ამ პროცესებმა ჩვენს რეგიონს.
როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა იოსავამ გვითხრა, ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ არ ფლობს _ “მოიკვლევს და  დაგვიკავშირდება”. მანამდე კი კომენტარისთვის, ამავე უწყების პრესსამსახურის თანამშრომელს, ეკა ჩიჩუას ვესაუბრეთ, რომელმაც იოსავასთან დაკავშირება გვირჩია.
როგორც იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, “საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო ოპერატიულ დახმარებას უწევს ჟურნალისტებს სამინისტროდან ინფორმაციისა ან მოხელის კომენტარის მოსაპოვებლად”, თუმცა, გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა, არ ჰქონოდათ ინფორმაცია იოსავასა და ჩიჩუას, მაშინ, როცა მათ ვებ-გვერდზე, ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ განთავსდა.
გურიის “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თემურ სალუქვაძე მიიჩნევს, რომ ამ პროცესებით ხელისუფლებას გურიის, როგორც რეგიონის კიდევ უფრო დაკნინება სურს.
“ძალიან საინტერესო წიგნი აქვს თედო სახოკიას.  განსაკუთრებით მეამაყება ჩემი გურულობა, როცა დიდი მოგზაურის აღტაცებით მონათხრობს ვკითხულობ, რომ გურიაში უმთავრესი რესურსი ყოველთვის გურულების ინტელექტი იყო, რომ ამ კუთხის ყველა სოფელში ფუნქციონირებდა ქოხ-სამკითხველოები. უნიჭობას არც შრომაში იჩენდნენ გურულები. ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში გურიის მეაბრეშუმეთა კოოპერაცია, მეეტლეთა და ხელოსანთა არტელები სამაგალითო იყო მთელ ქვეყანაში. მე-19 და მე-20 საუკუნეების  საქართველოში გურიამ და გურულებმა ქვეყნის პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ცხოვრებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.  საკმარისია ვახსენოთ ისეთი წმინდა და ბუმბერაზი ადამიანების სახელები, როგორიცაა გაბრიელ ეპისკოპოსი, ექვთიმე ღვთისკაცი, მოსე გოგიბერიძე და სხვ. ახლა  გადავხედოთ დღევანდელ რეალობას გურიაში, ჩვენს წინაშეა გულგრილი ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს თავის მოსახლეობას, თავის ხალხს. ეს არის ხელისუფლება, რომელიც  უგულებელყოფს საზოგადოების სურვილს, მისწრაფებებს, ართმევს მას არჩევნის თავისუფლებას; ეს არის ხელისუფლება, რომელმაც თავისი ქვეყანა მწარმოებელი ქვეყნიდან მომხმარებელ ქვეყანამდე მიიყვანა. მომხმარებელ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანის ფსიქოლოგია კი,  ძალიან ახლოს დგას მონურ ფსიქოლოგიასთან, ასეთი საზოგადოების მართვა გაცილებით მარტივი და ადვილია.  არსებული ხელისუფლება მოქალაქეებს უყურებს როგორც საარჩევნო ბიულეტენს. საპრეზიდენტო არჩევნების გურიის რეგიონში  წაგების შემდეგ კი, ხელისუფლება განსაკუთრებული სტრატეგიითა და ტაქტიკით ცდილობს გურიის, როგორც მხარის დაკნინებას და მოსახლეობის უკიდურესად გაღატაკებას. ცდილობს როგორმე დათრგუნოს ინტელექტუალურად დაუმორჩილებელი გურია, გამოსტაცოს რეგიონს ადმინისტრაციული ბერკეტები და გაურთულოს მოსახლეობას ისედაც დუხჭირი ცხოვრება”, _ თქვა “გურია ნიუსთან” საუბარში თემურ სალუქვაძემ და დასძინა, რომ ამის დასტურია, გაუხმაურებლად,  ყოველგვარი საჯაროობის გარეშე,  სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურების გურიის რეგიონიდან სხვა რეგიონებზე მიბმა: _ ეს ჩვენი მხარისთვის მიუღებელი და დამამცირებელია. მხარემ, როგორც ადმინისტრაციულმა ერთეულმა, სრულად უნდა განახორციელოს თავისი სტრუქტურების მეშვეობით უფლებამოსილება. არსებული და (ფაქტობრივად _ არარსებული) თვითმმართველობის ინსტიტუტის პირობებში, ეს კიდევ უფრო არაეფექტურს და უფუნქციოს  ხდის სამხარეო ადმინისტრაციას.
ეს პროცესები მხოლოდ ერთადერთს _  გურიის რეგიონის დაკნინებას ემსახურება. არსებულ ხელისუფლებას რა მოუვა თავში, ამის გათვლა ძალიან რთულია, ის ლოგიკას აღარ ექვემდებარება, მწარე რეალობაში ვიმყოფებით. ერთხელ დავწერე კიდეც და მინდა გავიმეორო: გურულებო, ფხიზლად ვიყოთ! ჩვენი ინტერესების დამცველი, პირველ რიგში, ჩვენვე უნდა ვიყოთ. ასეთი უპასუხისმგებლო და უნიათო ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც არავითარი რესურსი უკვე აღარ გააჩნია, კარგს არაფერს უნდა ველოდეთ,  _ გვითხრა სალუქვაძემ.
_ ბატონო თემურ,  ალბათ გახსოვთ, წინა მოწვევის საკრებულოს გადაწყვეტილება, იმ მიწებთან დაკავშირებით, რომელიც  აჭარის, კონკრეტულად კი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში უნდა გადასულიყო. მაშინ საზოგადოების მხრიდან ამას ადეკვატური რეაქცია მოჰყვა. ამ პროცესებში  ჩაერთო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მაშინ, ეს პროცესი შეჩერდა. მაგრამ დღეს რატომღაც, ამაზე არავინ საუბრობს _ არც ხელისუფლების, არც საკრებულოს, არც ოპოზიციის და არც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
_ მე, როგორც საკრებულოს დეპუტატი, ვცდილობ, მკაცრი ოპონირება გავუწიო არსებულ რეჟიმს. ზოგჯერ ამა თუ იმ საკითხზე ვპოულობთ სიტყვიერ თანხვედრას, მაგრამ სამწუხაროდ, მას, როგორც წესი პრაქტიკული შედეგი არ მოჰყვება. არაერთხელ გამიჟღერებია იმ ფაქტების შესახებ, რის გამოც ალბათ ყველა ოზურგეთელი გაღიზიანებულია. მაგალითისთვის, პრეზიდენტის მიერ გურიის ტერიტორიის აჭარის ტერიტორიად მოხსენიება. გურიის რეგიონის, ვაგონის მსგავსად, სხვადასხვა რეგიონზე მიბმა ვფიქრობ, რომ ეს არის ზემოთ აღნიშნული პროცესების  ლოგიკური შედეგი, რომელსაც სამწუხაროდ, ჩვენი რეგიონის ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივად ისმის კითხვა _ საჭიროა თუ არა ასეთი ხელისუფლება? მტკიცედ მინდა განვაცხადო, საქართველოში არსებული ადმინისტრაციული მოწყობის პირობებში, თუ რეგიონის ხელისუფლება არ ცდილობს, თავისი როლი სწორად დაინახოს რეგიონის მართვაში, მაშინ ის ფუნქციას კარგავს. პროცესმა შეიძლება უფრო სიღრმისეული ხასიათი მიიღოს და გურიის მხარე უამრავი სხვადასხვა ტიპის პრობლემის წინაშე დააყენოს. მართალი გითხრათ, რეგიონული ხელისუფლების მხრიდან პრობლემების მოგვარების სურვილსა და პოტენციალს ვერ ვხედავ და ვერც იმ მზაობას, რომ მათი ხელისუფლების პირობებში  გზა დაუთმონ პროფესიონალ, უნარიან ადამიანებს, რომლებიც ჭეშმარიტად იზრუნებენ თავისი მხარისათვის. მე მოვუწოდებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, იმსჯელონ და რეალურად შეაფასონ არსებული ვითარება, რათა გადაიდგას ნაბიჯები აღნიშნული პროცესის შესაჩერებლად. არსებობს საკითხები, რომელიც ყველა პარტიაზე და პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას. ჩვენ მზად ვართ გავმართოთ დიალოგი ყველასთან, რათა ერთიანი ძალებით შევაჩეროთ გურიის მხარის დაკნინების პროცესი, _ ამბობს თემურ სალუქვაძე.
რესპუბლიკური პარტიის გურიის რეგიონული ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ტიფო მიქატაძე “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ის, რაც ხდება საჯარო ხელისუფლების ინსტიტუციონალური  მოწყობის ცალკეული და ნაწილობრივი ცვლილებაა. ქვეყანას კი სჭირდება საჯარო ხელისუფლების ინსტიტუციონალური რეფორმირება.
მისივე განცხადებით,  “საჯარო ხელისუფლება რთული ინსტიტუციაა. იგი მოიცავს პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ და ფინანსურ კომპონენტებს. ცენტრალურ, რეგიონულ და მუნიციპალურ ხელისუფლებას შორის ფუნქციების გამიჯვნას, შესაბამისი დონის სტრუქტურებსა და უფლებებმოსილებებს და ა.შ. ამიტომ, მართებული არ იქნება ცალკეული ელემენტის, ნაწილის განხილვა და შეფასება ერთიანი სისტემისგან მოწყვეტით, დამოუკიდებლად. მთლიანად სისტემამ უნდა იმუშაოს ეფექტურად და შესთავაზოს პროდუქტი _ საჯარო მომსახურება, სერვისები. მაგალითად, იგივე სამოქალაქო რეგისტრაცია, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, გადასახადების გადახდა და ა.შ. საჯარო ხელისუფლებების სისტემასა და მისი მუშაობის ეფექტურობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მისი განვითარება. საჯარო ხელისუფლების სისტემამ უნდა უზრუნველყოს საჯარო სერვისების შესახებ ინფორმაციისა და ამ სერვისების მიღების გამარტივება, გაიაფება და დაჩქარება. საზოგადოების თითოეულმა წევრმა, მეწარმემ, ფერმერმა, საჯარო მუშაკმა საჯარო სერვისებს მიკუთვნებული საკითხები უნდა მოაგვარონ დროისა და სხვა დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირებით. ამავე დროს, თავად სისტემაც უნდა იყოს იაფი.
“ასე, რომ აქ მთავარი საჯარო სერვისების მაღალი სტანდარტებით მიწოდება-სარგებლობის უზრუნველყოფაა, რისთვისაც არანაირად არ არის გადამწყვეტი საჯარო სამსახურების, მათი ოფისებისა და თანამშრომლების რაოდენობა (სიმრავლე) და ამა თუ იმ რეგიონში მათი უპირატესი განთავსება. მითუმეტეს, თუ დღითიდღე იზრდება შესაძლებლობა ვისარგებლოთ ტექნოლოგიური მიღწევებით კომუნიკაციისა და მომსახურების სფეროში და ნოვაციები დავნერგოთ საჯარო სერვისების მიწოდებისას. მე არ მივეკუთვნები მათ, ვინც ამ ნაბიჯებს აფასებენ  უარყოფითად მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საჯარო სამსახურები “ტოვებენ” გურიის რეგიონს და ამას, ლამის, რეგიონის “წაშლა-დაქცევად” ნათლავენ. საინტერესოა, მათი არგუმენტების მოსმენა. ჩვენი რეგიონის “დასუსტების” რეალური მიზეზიც სხვა არის და მისი გაძლიერება-გაჯანსაღების რესურსიც უპირატესად სხვა ინსტიტუციების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში უნდა ვეძებოთ. თუმცა, ეს ცალკე საუბრის თემაა. მე, ვაფასებ ამ ნაბიჯებს უარყოფითად მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ამ საჯარო სამსახურების  რეორგანიზაცია (დაშლა, მიერთება, გადატანა და ა.შ.) ნაკლებად არის კავშირში საჯარო ხელისუფლების სისტემაში გასატარებელ რეფორმებთან _ კერძოდ, პარალელურად არ მიმდინარეობს თვისობრივი ცვლილებები საჯარო ხელისუფლების ვერტიკალურ და ჰორიზონტალური სტრუქტურების უფლებამოსილებების გამიჯვნისა და მათი შესაბამისი ფინანსური რესურსების გადანაწილების ადმინისტრაციული და ფინანსური დეცენტრალიზაციის მიმართულებით. ამიტომ, იგი არ იქნება იმ შედეგების მომტანი, რომელიც საზოგადოებას სჭირდება”, _ გვითხრა “რესპუბლიკური პარტიის” გურიის რეგიონული ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ.
გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ არც ერთი სამსახური არსად არ გადასულა. სადაც იყო ოზურგეთის რაიონული პროკურატურა დარჩა იქ. იგივე, “ენერგო პრო-ჯორჯიას” ხელმძღვანელობა, ვინც ამ სფეროს კურატორობდა, სენაკში იჯდა, ტერიტორიული თვალსაზრისით მოხდა აღნიშნული სამსახურის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში დაქვემდებარება.
_ იგივეს მკითხავთ საგადასახადო ინსპექციაზე,  გეტყვით, რომ მოსახლეობას არსად წასვლა არ მოუწევს, ნებისმიერ სერვისს ოზურგეთში მიიღებს, მოსახლეობას ამით პრობლემა არ შეექმნება და სად წავა ხელმძღვანელი პირი თათბირზე, ამას რა მნიშვნელობა აქვს?! მთავარია, მოსახლეობას არ შექმნია ამ კუთხით პრობლემები; საჯარო რეესტრის შემთხვევაშიც, ასე იქნება, ნებისმიერ პირს შეეძლება, პირიქით, ოპერატიულად მიიღოს ნებისმიერი მომსახურება.
მისივე თქმით, არანაირად არ ემსახურება ეს რეგიონის დაკნინებას: _ პირიქით, ეს მოქალაქეებისთვის უკეთესი იქნება და ამას მალე დაინახავს ყველა, _ ირწმუნება გურიის გუბერნატორი.
ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში სანდრო სვანიშვილი “გურია ნიუსთან” საუბარისას ამბობს, რომ “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-20 მუხლის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დაქვემდებარებაში შეიძლება იყოს მხოლოდ შემდეგი სფეროების მმართველობის ორგანოები: ეკონომიკა, ფინანსები და ტურიზმი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება, კულტურა და სპორტი; სოფლის მეურნეობა: _ უფრო მეტიც, ამავე მუხლის თანახმად “აკრძალულია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს ან სხვა გასამხედროებული ორგანოს შექმნა”. ამდენად, გამორიცხულია შინაგან საქმეთა ან პროკურატურის ან სასამართლოს გადასვლა ავტონომიური რესპუბლიკის დაქვემდებარებაში. შესაძლოა, იყოს მხოლოდ ადგილის შეცვლა და არა დაქვემდებარების შეცვლა.
რაც შეეხება რეგიონის სტატუსის დაკნინებას, რეგიონები ჯერჯერობით ჩვენთან იურიდიულად, არც არსებობს. გუბერნატორი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს არა რეგიონში, არამედ ცალკეულ მუნიციპალიტეტებში. ამა თუ იმ სახელმწიფო უწყების (იქნება ეს შსს თუ პროკურატურა) ტერიტორიული ორგანოს ადგილსამყოფელს და მის უფლებამოსილების ტერიტორიულ საზღვრებს ადგენს თავად ეს უწყება, რომელიც, როგორც წესი, არ ემთხვევა გუბერნატორის უფლებამოსილების ტერიტორიულ საზღვრებს. ეს, რა თქმა უნდა, ქმნის გარკვეულ პრობლემებს.
“რეგიონული განვითარების სტრატეგიის შესახებ მთავრობის დადგენილებაში მითითებულია, რომ უნდა მოხდეს სამინისტროების ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილების ტერიტორიული ფარგლების დამთხვევა გუბერნატორის უფლებამოსილების ტერიტორიულ ფარგლებთან, თუმცა, ამ შემთხვევაში ძირითადად საუბარია, ეკონომიკური პროფილის სამინისტროების და არა სამართალდამცველი სტრუქტურების შესახებ, _ გვითხრა სანდრო სვანიშვილმა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

რას წარმოადგენს Creen Co ანუ ვინ იქნება "გურიას" სპონსორი

ნაციონალების გურული დამფინანსებლები

ყველა სიახლე

სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო