ადვოკატის თქმით, „ელიტა ბურჯის“ იურისტის დაკავების მიზეზად, გუშინ, „ელიტა ბურჯში“ შესული დაცვის პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ასახელებენ.
შეგახსენებთ,რომ შპს „ელიტა ბურჯის“ იურისტი, იმედა ნიკურაძე სამართალდამცავებმა დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია „გურია ნიუსს“ „ელიტა ბურჯის“ დურექტორმა, თენგიზ გვაზავამ მიაწოდა. მისი თქმით, „ელიტა ბურჯიდან“ იმედა ნიკურაძე მძღოლთან ერთად გამოვიდა და ორთაჭალისკენ, პროკურატურის შენობისკენ წავიდნენ.
მძღოლის, ნუგზარ დეკანოიძის განცხადებით, ისინი პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიასთან მიუახლოვდნენ ბენზინგასამართ სადგურს, სადაც დაახლოებით სამმა ავტომანქანამ გზა გადაუკეტა და მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვეს. მძღოლს და იურისტს ვინაობა გამოჰკითხეს, შემდეგ, იმედა ნიკურაძე ჩაისვეს მანქანაში და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
მძღოლის თქმით, ამ ადამიანებს სპეციალური ჟილეტები ეცვათ, ისინი სამართალდამცავები იყვნენ, მაგრამ რომელი დანაყოფის, ვერ გაარკვია. მათ მოწმობები არ წარუდგენიათ.
„გურია ნიუსი“ დამატებით დეტალებს მალე შემოგთავაზებთ.