_ გავთავისუფლდეთ სიღარიბისგან, გაჭირვებისგან, წავიდეთ ევროპისკენ, გადავარჩინოთ საქართველო და დავაყენოთ მყარად ფეხზე. ჩვენ არ დავბრუნდებით უკან”, _ განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა ოზურგეთში, სადგურის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას.
“ჩვენმა მთავრობამ მემკვიდრეობით მიიღო ნგრევა, მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ გამოიყურებოდა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ცენტრი, მე ვიცი, რომ ბევრ სოფელში ბევრი რაღაცა დანგრეულია, გზაა გასაკეთებელია, მე ეს ყველაფერი ვიცი, მაგრამ ერთი რამე ვიცი, რომ ყველაფერი დაიძრა, ყველაფერს ვაშენებთ, ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ სიღარიბე, მაგრამ მემკვიდრეობით აღარ გადავცემთ ჩვენს ბავშვებს სიღარიბეს. ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ ნგრევა, მაგრამ მემკვიდრეობით გადავცემთ აშენებას.
ყველა ერთად დავირაზმოთ, იმიტომ, რომ მთავრობის ბედი კი არ წყდება, სააკაშვილის თანამდებობის ბედი კი არ წყდება, რამაზ ნიკოლაიშვილის ბედი კი არ წყდება, არამედ საქართველოს ბედი წყდება. თავისუფლების, მომავლის არსებობის ბედი წყდება და ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ არ გავიმარჯვოთ.
მე ყველაფერი გითხარით უკვე ჩემო მეგობრებო, მთავარი სიტყვა კი უნდა თქვათ თქვენ, ზეგ,” _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.