დავით ბაქრაძემ, 25 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე თავისი პატივისცემა გამოხატა კახი კალაძის მიმართ და განაცხადა მილანს მისი ხათრით ვგულშემატკივრობდიო, მაგრამ იქვე დასძინა, რომ საკომიტეტო სხდომაზე მან ბევრი კითხვა პასუხების გარეშე დატოვა, ამიტომ მის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერდა.
კახა კალაძე: “დავით ბაქრაძე არის ცრუ და მატყუარა, მან მოიტყუა. კომისიის სხდომაზე რამდენიმე შეკითხვა დაისვა ტარიფებთან დაკავშირებით, ასევე ვაპირებდი თუ არა სამინისტროში რეორგანიზაციას, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა. თქვენ ეს შეგიძლიათ კითხოთ ქალბატონ ხათუნა გოგორიშვილს, რომელიც იმყოფებოდა კომისიის სხდომაზე. ბატონ, ბაქრაძეს რაღაც ილუზიები აქვს და ჩარჩა ეს ადამიანი თავისი პროფესიით კომუნისტურ წყობილებაში. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ეს ადამიანები, ეს პოლიტიკური გუნდი აშენებდნენ საბჭოთა კავშირს და 1921 წელში უნდოდათ დაებრუნებინათ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ღირსეულად გაიმარჯვა,” _ განაცხადა „გურია ნიუსთან“ საუბრისას კახა კალაძემ.