_ კი, ნამდვილად ვიცავდი და ყველას დავიცავ, _ განაცხადა მან “გურია ნიუსთან”.
რაც შეეხება ადვოკატ დეკანოიძის კავშირს “ქართულ ოცნებასთან”, 2012 წლის 16 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ “ქართული ოცნების” დაკავებულ წევრებს აღმკვეთ ღონისძიებად ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. “ქართული ოცნების” წევრები მერაბ კაჭახიძე, ტარიელ ქარდავა და თეიმურაზ შეყლაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მათ ბრალი ედებოდათ სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლის იმ ნაწილით, რომელიც თვალთმაქცურ გარიგებას გულისხმობდა და მაქსიმალური სასჯელი წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე.
მაშინ, დაცვის მხარემ დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ კაჭახიძის, ქარდავასა და შეყლაშვილის გათავისუფლება გამოძიებას ხელს შეუშლიდა.