_ “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ არსებულ კარავში რამდენიმე დღეა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.
პარასაკევს, 11 იანვარს აქციის აქტივისტებმა შენობის შესასვლელში გადმოინაცვლეს და თანამშრომლებსა და მოქალაქეებს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაზე ხელმოწერების დაფიქსირებას ვიდეოკამერის თანდასწრებით თხოვდნენ.
ამასთან, „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ადმინისტრაციულ შენობაზე „ქართული ოცნების“ დროშა დაამაგრეს, უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი პარტიის დროშის ადმინისტრაციულ შენობაზე აღმართვა კანონით აკრძალულია, რადგან შენობა არ წარმოადგენს რომელიმე პარტიის ოფისს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი ქმედება არის პირდაპირი ზეწოლა ადგილობრივ თვითმმართველობაზე.” _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.