_ ვიცი, რომ იყო შელაპარაკება. საერთოდ, ამ ორ ადამიანს შორის თავიდანვე იყო დაძაბული ურთიერთობა, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ კინკლაობის იქეთ საქმე არ წასულა. ასევე, რატომღაც, დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი იარაღი არ ყოფილა გამოყენებული. მე მქონდა კოტესთან ამაზე საუბარი გუშინ საღამოს. ნესტორთან არ მქონია, მას ჩემთვის არ დაურეკავს. კომენტარი შემიძლია, გავაკეთო. რა თქმა უნდა, კოტეს ჩემი მხარდაჭერა აქვს, თუმცა, მას ჰქონდა თმენის ვალდებულება. ეს იყო პირადული საუბარი, არანაირი პოლიტიკა! კოტე იყო ჩვენი აქტიური მხარდამჭერი, არის გამგებელი და შტაბის ყოფილი უფროსი. გეტყვით გულწრფელად, რომ რატომღაც მგონია, ეს იყო დადგმული და ინსპირირებული. არ ვიცი, ვინ ვის დაუპირა ინსპირაცია, რადგან ძალიან ისეთი ინფორმაციები მაქვს ამასთან დაკავშირებით. გაკეთდა მომზადებული კომენტარები ამასთან დაკავშირებით. თითქოსდა, აი, ყველა ამ მომენტს ელოდებოდა, ვინც ეს კომენტარები გააკეთა. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს გაუხარდა, რაც მოხდა. იმაშიც დარწმუნებული ვარ, ისინი შერიგდებიან, მორიგდებიან და ყველაფერი კარგად იქნება.
_ბატონო ზვიად, ხომ არ იცით, კონკრეტულად რას მოყვა ეს ინცინდენტი?
_ ეს ინციდენტი მოხდა მანქანაში და დაახლოებით ვიცი, რა თემას ეხებოდა.
_რა თემას ეხებოდა, თუ საიდუმლო არ არის?
_თემა იყო ჩვეულებრივი, მე რამდენადაც ვიცი, ნესტორი სთხოვდა დასაქმებას, რომ დაეჭირა მისთვის მხარი ერთ-ერთ პოზიციაზე და კოტემ თავისი აზრი უთხრა მას ამის თაობაზე. ამის შემდეგ მოხდა მათ შორის წაკამათება. ეს ვიცი, რომ მათ შორის ნამდვილად უარყოფითი დამოკიდებულება იყო.
_ბატონო ზვიად, ხართ თუ არა საქმის კურსში, რომ ამ ბოლოს, თითქმის ყველა თანამდებობაზე დანიშვნისთვის, საუბარი “ქურდული” გარჩევებით რომ მიმდინარეობს?
_ კონკრეტულად, სად?
_თუნდაც სოფლებში რწმუნებულების გადადგომასა და დანიშვნასთან დაკავშირებით?
_დააკონკრეტეთ, გთხოვთ.
_მაგალითად, სოფელ ჭანიეთში დაფიქსირდა მსგავსი შემთხევვა, თუმცა რწმუნებული ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ პირადად გამგებელს არ შეხვედრია და მას საქმეს, სოფელში მცხოვრები „ოცნების“ კოორდინატორი, “საძმოსთან” ერთად ურჩევდა.
_არ ვიცი კონკრეტული სოფლის შესახებ, თუმცა, სოფლის რწმუნებულების გადადგომა და დანიშვნა, ჩვეულებრივი პროცესია.