“ვითვალისწინებთ რა, საზოგადოების დიდ ინტერესს და თითქმის ყველა წამყვანი ტელე-არხისგან მიღებულ შეთავაზებას, აღნიშნული დებატი გამართულიყო სწორედ მათ ეთერში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმართავს “საზოგადოებრივ მაუწყებელს”, 2013 წლის 18 იანვარს უზრუნველყოს ნოდარ ხადურისა და ივანე მერაბიშვილის სატელევიზიო დებატები განსხვავებული, გაფართოებული ფორმატით, სადაც მოწვეული იქნება ყველა ტელე-არხის თოქ-შოუს წამყვანი.
იმ შემთხევევაში თუ ივანე მერაბიშვილი ამჯერედაც თავს აარიდებს ფინანსთა მინისტრთან ტელე-დებატებში მონაწილეობას, აღნიშნულით კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიზანს წარმოადგენს უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების დეზინფორმირება.” _ ნათქვამია განცხადებაში.