უგულავას თქმით, მძღოლებთან და კომპანიასთან გარკევული შეთანხმება მოხდა, მხარეებმა ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს, მოლაპარაკებიდან გასულმა მძღოლებმა კი უკვე პოლიტიკური მოთხოვნები წამოაყენეს.
“აქამდე მძღოლს, როგორც ინდმეწარმეს უწევდა ბუღალტრის დაქირავება და 100 ლარიანი გადასახადის გადახდა. ჩვენს მიერ ინიცირებული კანონით კი, ეს თანხა 10 ლარამდე შემცირდა. დღეს მოხდა შეთანხმება ყოველდღიურ გეგმებთან დაკავშირებითაც, გაგვიჭრდა კომპანიის დათანხმება, თუმცა მივაღწიეთ შეთანხმებას და მხარეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. ამის შემდეგ, მძღოლები ბრუნდებიან უკან და დგება ახალი, პოლიტიკური მოთხოვნები. ცალკე “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთა და ცალკე კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი,” რომელიც დარბის შინაგან საქმეთა სამინისტროში, რათა იქ დაალაგოს სიტუაცია, ტვინს ურევენ მძღოლებს.”
უგულავას მტკიცებით, კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” ხელმძღვანელობა იქმნის ცრუ ილუზიებს, რომ ეს შს სამინისტრო მათ ძალისმიერი მეთოდით გადაუჭრის პრობლემას.
გიგი უგულავამ “რუსთავის 2-ის” ეთერით გაფიცულ მძღოლებსაც მიმართა და სთხოვა, ნუ გამოაყენებინებენ თავს პოლიტიკური ინტერესებისთვის.
“დღეს, თბილსის მერიაში მოლაპარაკებაზე ყოფილა უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც სხვათაშორის, არჩევნებიდან 1 კვირაში მივიდა გლდანის გამგეობაში და არკვევდა ვისთვის გადაენაწილებინა სამარშრუტო ხაზები” – განაცხადა გიგი უგულავამ “რუსთავის 2”-ის ეთერში.