აღნიშნულმა პირებმა ჯგუფურად, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მიითვისეს სახელმწიფოს კუთვნილი თანხა 45 133 ლარი.
_ გამოძიებით დადგინდა, რომ კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ამავე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ შპს „კასპის კეთილმოწყობას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა კასპის და მისი შემოგარენის დაგვა – დასუფთავებას, ასევე ნაგავსაყრელის მოწესრიგებას. აღნიშნული ხელშეკრულების პირობები სისტემატურად ირღვეოდა, კერძოდ, შპს-ს დირექტორი გ. გოცირიძე არაკეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ამავე დროს , გ. გოცირიძე მუნიციპალიტეტის გამგეობაში საწვავის ჩამოწერასთან დაკავშირებით მიღება – ჩაბარების აქტებს ფიქტიურად წარადგენდა. აღნიშნულ საქმიანობაში მას ეხმარებოდა ზ.გელიტაშვილი, რომელსაც სამსახურებრივად უშუალოდ ევალებოდა შესრულებული სამუშაოების კონტროლი, _ აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182 – ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე.