“როდესაც მთავარი პროკურატურა დადებს საბოლოო დასკვნას იმ მოსამართლეების მიმართ, ჰქონდათ თუ არა მათ უფლებამოსილება როდესაც ისინი დაინიშნენ თანამდებობაზე და აკმაყოფილებდნენ თუ არა კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტებს და თუ გამოიკვეთება, რომ ისინი უკანონოდ დანიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რა თქმა უნდა, ჩვენ შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ კონსტიტუციის დარღვევის გამო, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის შესახებ. ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდები, თუ ასეთი დასკვნა დაიდება”- განაცხადა ბესელიამ პარლამენტის პლენარულს სხდომაზე და დასძინა, რომ პრემიერ-მინისტრისა და კოტე კუბლაშვილის შეხვედრის წინ არ სურს მწვავე განცხადებებით არსებული მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება.