“გასულ საღამოს ვესაუბრე ჯანლუიჯი ბუფონს, რომელმაც მითხრა, რომ ფეხბურთში კიდევ 10 წლით დარჩენას აპირებდა და მეც გადავწყვიტე, წავსულიყავი. სერიოზულად რომ ვთქვა, ვესაუბრე მწვრთნელებსა და პარტნიორებს ნაკრებში. მიმაჩნია, რომ ჩემ ასაკში გზა ახალგაზრდებს უნდა დავუთმო.
მე ნაკრებს საიმედო ხელში ვტოვებ _ ჩვენ გვყავს სირიგუ, მარკეტი, ვივიანო, თუმცა, მათაც მოუწევთ რამდენიმე წლის მანძილზე მოცდა,” – იტალიურ პრესასთან საუბარში თქვა ნაკრების ყოფილმა მეკარემ.