სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამჟამად სასწავლებელში პირობით მსჯავრდებულები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მართვის ერთ თვიან კურსს გადიან. მათ უკვე დაასრულეს თეორიული სწავლება და პრაქტიკულ მეცადინეობაზე გადავიდნენ.
სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ, პრობაციონერები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს და თავიანთ რეგიონში მექანიზატორის სპეციალობით დასაქმების გარანტირებული შესაძლებლობა მიეცემათ.
სასწავლო პროგრამა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება და მომავალშიც იგეგმება ერთობლივი ღონისძიებების გატარება.